გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
ბადრი გერაძე დაიბადა 1967 წლის 3 მაისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში.
ამავე სოფლის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სავალდებულო-სამხედრო სამსახურში, მსახურობდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში. სამხედრო სამსახურის მოხდის შემღეგ აისრულა თავისი ბავშვობის ოცნება მდგარიყო ორგანოს მუშაკთა რიგებში. ჩააბარა თბილისის მილიციის უმაღლეს სასწავლებელში. ჩაბარებისთანავე დაიწყო საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა, იბრძოდა სამაჩაბლოში და რესპუბლიკის სხვა ცხელ წერტილებში.
ყველგან გამოირჩეოდა განსაკუთრებული საბრძოლო ჟინით, თავდაუზოგაობით,ერთგულებით და პატიოსნებით. ორჯერ დაიჭრა საბრძოლო ოპერაციების დროს
აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების პირველი დღეებიდანვე ჩაება ბრძოლებში. მიუხედავად ახლობლების მუდარისა, რომ დედისერთა თბილისში დარნილიყო, ის მაინც გაემართა აფხაზეთში, რადგან სხვაგვარი მოქმედება ბადრისთვის უჩვეულო და მიუღებელი იყო.
29 აგვისტო, გამთენიის ხანი საბედისწერო გამოდგა მისთვის და მისი თანამებრძოლებისათვის. სოფელ კოლხიდასთან მტრის ტყვიებით დაცხრილულმა დაასრულა ხანმოკლე სიცოცხლე. იქაც გმირის სახელი დატოვა, იბრძოდა უკანასკნელ. ტყვიამდე, მის სიახლოვეს არავინ გააჩერა, მტრის შეჩერება თვითონ აიღო საკუთარ თავზე.
ასე დაიღუპა თბილისის პოლიციის უმაღლესი სკოლის IV კურსის სტუდნტი ბადრი გერაძე. დარჩა მეუღლე და ოთხი წლის ირაკლი.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი
1992 წლის აგვისტოს ბოლო რიცხვებში ბზიფის ხეობის მიმართულებით ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიგეგმა, რომელშიც რამდენიმე ბატალიონთან ერთად, პოლიციის აკადემიის კურსტანტებიც იყვნენ ჩართულები. პოლიციელებს დაბა კოლხიდას მიდამოებში პოზიციები უნდა გაემაგრებინათ, საიდანაც მტრის შენაერთებისთვის ზურგიდან დარტყმის შესაძლებლობა არ უნდა მიეცათ. 28-29 აგვისტოს ღამის საათებში, ორ ნაწილად გაყოფილი კურსანტთა ასეული, ე.წ. „წითელ ჯვარში“ და კოლხიდასთან მდებარე მანდარინების პლანტაციებში დაბანაკდა. მოწინააღმდეგემ მალევე მიიტანა მათზე იერიში, რის შედეგადაც „წითელ ჯვარში“ დაბანაკებული ათივე პოლიციელი დაი*ღუპა. მარჯვენა ფლანგზე მყოფმა პოლიციელების ძირითადმა ძალებმა, თავდასხმა უმსხ*ვერპლოდ მოიგერიეს (ოთხი კაცი დაიჭ*რა) და მაშინვე დაღუ*პული თანამებრძოლების პოზიციებისკენ მიაშურეს. მათთან ერთად, „ბმპ“-ეს ტიპის ტექნიკის წინამძღოლობით, მხედრიონელთა ერთი ოცეულიც ავითარებდა იერიშს, რა დროსაც ადგილზე მისულები, ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოექცნენ.
შოთა ბითაძე (პოლიციის კურსანტი):
„მაღლობზე რომ ავედით, მოწინააღმდეგის ინტენსიურმა ცეცხლმა გვაიძულა ჩვენი ბიჭების პოზიციამდე გვეხოხა. მაღლობზე პირველკურსელის ანდრო ჭანტურიძის უძრავი სხეული შევნიშნეთ. როცა მეგობრების სამყოფს მივაღწიეთ, თვალწინ შემზარავი სურათი გადაგვეშალა. მარჯვენა მხარეს, ნაძვებთან მეოთხე კურსელის ერნესტ კუკსას და*მახინჯებუ*ლი გვ*ამი იდო, მისთვის ხელებში აფეთ*ქებულ ყუმბარას ორივე ხელის კიდური წაეგ*ლიჯა. რამდენიმე ნატყ*ვიარი სახეზეც ჰქონდა. აქვე ახლოს ფოლადის ჩაფხუტიანი, ნაძვს მიყრდნობილი ლევან ცისკარიშვილი უსულოდ იჯდა. მისთვის სნაიპერის ტყ*ვიას ფოლადის ჩაფხუტი გაეხვრიტა. გზის მარცხენა მხარეს მაიორ მირიან თეთრაძის, მეოთხე კურსელის ნუგზარ მარშანიშვილის, პირველკურსელების ბაჩუკი კოკაიას და გელა ბელქანიას უმოძრაო სხეულები დავინახეთ. ახლოს მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მირიან თეთრაძეს (მეთაური) თავი ჰქონდა გაპო*ბილი. ყველა დანარჩენს სხეულზე ნატყ*ვიარები ჰქონდა. აქეთ ნაძვებთან, გზის მხარეს კაპიტან ვახტანგ კვესიტაძის და მისგან ათი მეტრის მოშორებით მეოთხე კურსელის ზაქარია ვეშაპურის გვა*მები შევნიშნეთ, მეოთხე კურსელი ბადრი გერაძე არსად ჩანდა. ყელში სიმწრის ბურთი გამეჩხირა“ (გერაძის ცხე*დარს ოდნავ მოგვიანებით, მეოთხე კურსელებმა - კახა ადამიამ და კობა კალმახელიძემ მესამე ტერასაზე მიაკვლიეს).
ერთსაათიანი ბრძოლების შემდეგ, მოწინააღმდეგემ უკან დაიხია (სამი პოლიციელი მძიმედ დაიჭ*რა. მხედრიონელებმა მოგვიანებით განიცადეს დანაკარგები, როდესაც მტრის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში შევიდნენ ), თუმცა სროლებს მაინც ჰქონდა ადგილი და ცხედ*რების გამოსატანად დაწყებული საევაკუაციო პროცესიც, რთულ პირობებში მიმდინარეობდა. „ბმპ“-ში ექვსი ცხედ*რის მოთავსება მოხერხდა, დანარჩენი ცხედ*რების გამოსატანად კი „შავნაბადას“ კუთვნილი „ბტრ“-ის ტიპის ტექნიკა მოიშველიეს. აღნიშნულ „ბტრ“-ში ოთხივე დაღუ*პულის ცხე*დარი მოათავსეს, თუმცა ტექნიკას ძრავამ უმტყუნა და მისი ადგილიდან დაძვრა შეუძლებელი გახდა. ამასობაში მას ჭურვიც მოხვდა, თუმცა ზიანი დიდად არ მიდგომია და ეკიპაჟის წევრებთან ერთად, ცხედ*რების გადარჩენაც მოხერხდა. დაღუ*პულთა გადმოსვენება ორი დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი, მანამდე კი დედაქალაქის მიმართულებით ექვსი გადმოსვენებულის ტრანსპორტირება განხორციელდა.
შოთა ბითაძე:
„29 აგვისტოს გაგრის ნავსადგურიდან ფოთის მიმართულებით გასული გემით გავაცილეთ ჩვენი მეგობრების - მირიან თეთრაძის, ნუგზარ მარშანიშვილის, ერნესტ კუკსას, ანდრო ჭანტურიძის, ბაჩუკი კოკაიას და გელა ბელქანიას ცხედ*რები. ისინი იმ გზით გავაცილეთ, რა გზითაც აქ, გაგრაში ჩამოვედით. გაგრის სტადიონზე, სატვირთო მანქანაზე დასვენებულ თუთიის სასახლეში ჩასვენებულ ვახტანგ კვესიტაძეს, ბადრი გერაძეს, ლევან ცისკარიშვილს და ზაქარია ვეშაპურს, 31 აგვისტოს ღამე გავუთენეთ და დილით ვერტმფრენით გავაცილეთ.“
.................
გ. ბელქანია, ა. ჭანტურიძე, ლ. ცისკარიშვილი, ბ. გერაძე, ბ. კოკაია.
ე. კუკსა, ვ. კვესიტაძე, ნ. მარშანიშვილი, მ. თეთრაძე, ზ. ვეშაპური.