დაიბადა 1952 წლის 8 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფ. ცაგერაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამსახური დაამთავრა. ქ. სამტრედიის რკინიგზის ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სოხუმის სალოკომოტივო დეპოში.
1993 წლის იანვრიდან იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში აფხაზეთში 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ტამიშში ჩამოსხმული დესანტთა ჯგუფის გასანადგურებლად. იბრძოდა კოჩარის ბრძოლებში. იგი ბრძოლებში გამოირჩეოდა სიმამაცითა და გამბედაობით. მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად.
1993 წლის 16 სექტემბრს მტრის შემოტევის დროს სოფ. ცაგერაზე მიიღო ჭრილობები ბრაძაყისა და მუცლის არეში. მკურნალობდა ოჩამჩირის საავადმყოოში, ხოლო შემდეგ გააგრძელა მკუნალობის კურსი თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში. ჭრილობებს დიდხანს მკურნალობდა მაგრამ შედეგების გარეშე, ამაოდ...
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი