დაიბადა 1929 წელს, ოჩამჩირის რაიონის სოფ. ახალდაბაში.
აფხაზეთის კონფლიქტის დროს ჩარიცხული იყო 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის, ახალდაბის 11-ე ასეულთან შექმნილ მოხალისე წვევამდელთა ჯგუფის მებრძოლად. აფხაზეთში ომის დაწყებიდან აქტიურად მონაწილეობდა სოფ. ახალდაბასა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დაცვაში. ას მეთაურის ყველა დავალებას პირნათლად ასრულებდა.
ადგილობრივი მოსახლეობა დიდ პატივს სცემდა ბიკენტის, რომელიც საზოგადოებრივი საქმეების ნამდვილი სულისჩამდგმელი იყო და ადამიანისათვის მხოლოდ სიკეთე სურდა. ვერ ეგუებოდა ძალადობას და უხამსობას. უაღრესად სიმართლის მოყვარე იყო. ახალგაზრდებთან ერთად თავს არ ჩაგრავდა. თავის ახალგაზრდა მეომრებს მაგივრობას უწევდა, თუ სადმე წასასვლელი იყო საშიშ ადგილებში, თვითონ მიდიოდა პირველი.
ნემსიწვერიძე ბიკენტი დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს, სოფ, ახალდაბის დაცემის დღეს. საბედისწეროდ ჩასაფრებულმა მტრის ტყვიამ თითქოს საგანგებოდ ამოიღო მიზანში გამორჩეული მეომარი, ბოლომდე არ დააცალა მიწა-წყლის დაცვა. არ გასულა დიდი დრო, დაეცა სოხუმი, სოფელი მტრის ხელში აღმოჩნდა. იქ დარჩა ნემსიწვერიძე ბიკენტის საფლავიც. მისი დაკრძალვისასაც კი ბომბავდა მტერი, თითქოს მკვდრისაც ეშინოდა. . .
დაკრძალულია სოფ. ახალდაბაში.
თქვენ, ღირსეულო მამულიშვილნო, გმირის სიკვდილით დაეცით და ციურ, მარადიულ სამყოფელს მიაშურეთ. . .