დაიბადა 1929 წლის 17 იანვარს ოჩამჩირის რაიონი სოფ. კოჩარაში.
დაამთავრა სოხუმის მ. გორკის სახელობის ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. წლების განმრავლობაში მუშაობდა სოფლის საბჭოს მდივნად, შემდეგ კოლმეურნეობა „საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარედ.
გერმანე ფანცულაია ვაჟ-კაცური და რაინდული შემართების, იყო პატიოსანი ალალ-მართალი და მოყვასისადმი სიყვარულითაც გამოირცეოდა.
1992 წლის 29 სექტემბრს ჩაირიცხა ოჩამჩირის სამხედრო კომენდატურის ასეულის მსროლელის თანამდებობაზე. სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ვაჟკაცებს გვერდში ედგა. გერმანე ფანცულაია ეხმარებოდა პარტიზანებსა და სოფელში დარჩენილ მეზობლებს. ყოველ ნაბიჯზე სიცივე და სიკვდილი იყო ჩასაფრებული. ის მისტიროდა თავის ლამაზ სოფელს, რომელიც მგლოვიარედ გამოიყურებოდა, დასტიროდა რომ კოჩარელებს დიდი მსხვერპლის გაწევა მოუწევდათ.
ომის დაწყებიდან სოფელში იყო ჩამოყალიბებული თავდაცვის საბჭოს წევრი. სოფლის აღების დროს უბანი „სავეკუო“ ჩაიკეტა და იქ მცხოვრებლები მძევლად აიყვანეს. მათ შორის იყო გერმანე ფანცულაია შვილთან და დასთან ერთად. გერმანე ფანცულაიას შვილი 5 თვის შემდეგ გამოიყვანეს ტყვეთა გაცვლის გზით.
1994 წლის 16 სექტემბერს ჯალათი ვოუბა დაბრუნდა ოჯახის ამოსახოცად. ჯალათებმა გერმანე ფანცულაია და მისი და აწამეს, წამების შემდეგ ცოცხლად დაწვეს ორივე და-ძმა.