დაიბადა 1967 წლის 24 ნოემბერს, გალის რაიონი სოფ. ოქუმში. დაამთავრა ოქუმის საშუალო სკოლა.
გოჩა ფარფალია მოიწვიეს გალის საფეხბურთო კლუბ „მზიურში“, ხოლო 1981 წელს სასწრაფოდ მივლინებულ იქნა თბილისის „დინამოში“. 1981-82 წწ. ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახდა. 1982 წელს გაზეთ „ლელოში“ სტატია გამოქვეყნდა „სტუდენტი ვარ მომილოცეთ“, გოჩა ფარფალიამ წარმატებით ჩააბარა გამოცდები თბილისის ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ის დაბრუნდა თავის მშობლიურ სოფელს და იქ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა.
როცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრა, გ. ფარფალია ჩაირიცხა ს/ნ 7177-ის ასეულის მეთაურად 1992 წლის 11 დეკემბრიდან და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციებში.
გოჩა ფარფალია 1993 წლის 11 ნოემბერს გმირულად დაიღუპა აფხაზი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლებში სოფ. სამისკურაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.