დაიბადა 1963 წლის 14 მაისს ქ. ოჩამჩირეში.
დაამთავრა რკინიგზის რვაწლიანი სკოლა- შემდეგ განაგრძო აჩიგვარის სასოფლო- სამეურნეო ტექნიკუმი. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური ქ. ლენინგრადში. იმავე წელს ჩაირიცხა ლენინგრადის ხე-ტყის ინსტიტუტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე.
როცა სქართველოს გაუჭირდა, აფხაზეთში ხელში იცავდა სამშობლოს ერთიანობას. მეხუთე კურსის სტუდენტმა მიატოვა სასწავლებელი და თავის სამშობლოს დასაცავად ჩამოვიდა. დედა ემუდარებოდა შვილს--''არ ჩამოხვიდე''- მაგრამ პასუხი ასეთი იყო---''სხვის დაცულ სამშობლოში ვერ დავბრუნდები.''
თენგიზ ქვარაია მსახურობდა 24-ე ბრიგადის 247-ე საარტელირიო დივიზიონში თავდაცვის მინისტრის 1993 წლის 27 თებერვალს 149-ე ბრძანების საფუძველზე, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო მოქმედებებში.
1993 წლის 24 სექტემბერს მტრის მიერ შემოტევის დროს სოფელ მერკულასთან თავდაცვითი ოპერაციის დროს დაიღუპა. დასაფლავრბულია ქ. ოჩამჩირეში. თენგიზ ქვარაია სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია მედლით ''მხედრული მამაცობისათვის''.
იცავდი ქალაქს, მისი მიწის ყველა მტკაველი
სიხარულის და სიყვარულის გრძნობით გავსებდა,
მაშინ იგრძენი იბერიის უშრეტი მადლი,
არ დაგიზოგავს თავი სხვების გადასარცენად.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი