ბიქტორ ქოჩქიანი დაიბადა 1946 წლის 10 ოქტომბერს ლენტეხის რაიონის სოფელ ცანაში მრავალშვილიან ოჯახში.
გაიზარდა სოფელ ცანაში, სადაც დაამთავრა რვაწლიანი სკოლა და შემდგომ ორი წელი სწავლობდა ლენტეხის რაიონის სოფელ ჩიხარეშის საშუალო სკოლაში.გაიარა ჯარი მოლდოვეთის ქ. კაგულში არტილერიაში. ჯარის პერიოდის ბოლო 6 თვე გაატარა ჩეხოსლავაკიაში. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ სწავლა განაგრძო ლენტეხის რაიონის სოფელ ჯიხაიშის სასოფლო-სმეურნეო საყრდენ-საჩვენებელ ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც დაასრულა ორწლიანი კურსი ღვინის ტექნოლოგიის სპეციალობით. მუშაობდა ქ. ქუთაისის ღვინის ქარხანაში.
1983 წელს დაოჯახდა და საცხოვრებლად გადავიდა ქ. გაგრაში. გაგრაში ცხოვრების პერიოდში მუშაობდა მშენებლობაზე.
1992 წლის 20 აგვისტოს ჩაირიცხა გაგრის ბატალიონში. მონაწილეობდა ქ. გაგრის დაცვის პოზიციურ ბრძოლებში. პირველ
ასეულთან ერთად იბრძოდა (კრასნიკრესტზე), მიიღო საბრძოლო ჭრილობა. დაჭრილი ტყვედ ჩავარდა. 5 ოქტომბერს 1992 წლის ბიქტორ ქოჩქიანი დახვრეტილ იქნა მტრის მიერ. კოლხიდაში მიწას მიაბარა თავისივე მეზობელმა გ. მირზიანმა.
გმირები საქართველოს მარადიული ჯარისკაცები არიან.
ფოტო გამოგვიგზავნა ხატია ქოჩქიანმა (ძმისშვილი)
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი