სოსო ყუფენია ჯოგოს ძე დაიბადა 1952 წლის 8 აპრილს გალის რაიონ სოფ. ნაბაკევში.
1969 წელს დაამთავრა სოფ. ნაბაკევის საშუალო სკოლა. ქ. სანკტ-პეტერბურგში მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამხედრო სამსახური. სამხედრო სამსახურის შემდეგ საცხოვრებლად გადმოვიდა ქ. სოხუმის რაიონის სოფ. შრომაში.
სოსო ყუფენია ყველგან სითბოსა და სიკეთეს თესავდა. ის იყო უშიშარი და მებრძოლი.
აფხაზეთის კონფლიქტის მთელი პერიოდის მანძილზე მედგრად იბრძოდა მოწინააღმდეგის ყოველი საშიში შემოტევისას ქ. სოხუმისა და მის შემოგარენში, საბრძოლო მოქმედებების სხვადსხვა მონაკვეთსა და ზონაში. აქტიურად მოქმედებდა ქალაქის დაბომბვის დროს ნგრევის, ხანძრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაებში, დაღუპულებისა და დაჭრილების ეაკუაციაში.
1993 წლის 4 ივლისს დაიღუპა საბრძოლო მოქმედებების დროს ქ. სოხუმში. დაკრძალულია მარტვილის რაიონის სოფ. ბანძაში.
სოსო ყუფენიამ მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების შემოტევის მოსაგერიებლად გამოავლინა პირადი თავდადება და მებრძოლი სულისკვეთება, სამშობლოსა და დაკისრებულუი საქმისადმი ერთგულება.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი