სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მეცნიერება
ვასილ პეტრიაშვილი, 1842-1908წწ დარდ. 63 წლის. ქიმიკოსი, პროფესორი. ოდესის უნივერსიტეტის რექტორი. დაბ. სოფ. წალასყური (თელეთის თემი), გარდაბანი ვასილ პეტრიაშვილი, 1842-1908წწ დარდ. 63 წლის. ქიმიკოსი, პროფესორი. ოდესის უნივერსიტეტის რექტორი. დაბ. სოფ. წალასყური (თელეთის თემი), გარდაბანი

1842-1908 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

მეცნიერება

გვარი პეტრიაშვილი სია

გარდაბანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

93       ბეჭდვა

ვასილ პეტრიაშვილი, 1842-1908წწ დარდ. 63 წლის. ქიმიკოსი, პროფესორი. ოდესის უნივერსიტეტის რექტორი. დაბ. სოფ. წალასყური (თელეთის თემი), გარდაბანი

ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი (დ. 4 მარტი [ ძვ. სტ. 20 თებერვალი]1842, სოფ. წალასყური, ახლანდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტი ― გ. 8 აგვისტო [ ძვ. სტ. 26 ივლისი]1908, კარლსბადი, ახლანდელი კარლოვი-ვარი) — ქართველი ქიმიკოსი.



ვასილ პეტრიაშვილმა 1865 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია. იმავე წელს ჩაირიცხა ნოვოროსიის უნივერსიტეტში (ოდესა). 1870 წლიდან, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობას იწყებს იქვე, ტექნიკური ქიმიის კათედრაზე. 1874 წლიდან დოცენტია, 1879 წლიდან პროფესორი1905 წლიდან დეკანი. 1907 წელს ირჩევენ რექტორად. ვასილ პეტრიაშვილი უმაღლესი სასწავლებლის პირველი ქართველი რექტორია. სამეცნიერო საქმიანობისათვის მივლინებული იყო ბონში, პარიზში, ევროპის სხვა ქვეყნებში.


ვასილ პეტრიაშვილის ნაშრომები ორგანულ ქიმიაში მეცნიერულად მეტად მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავია. მან დიდი სახელი მოიხვეჭა როგორც რუსეთში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში. ის იყო გამოჩენილი ქიმიკოსი, რომელმაც მეცნიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა. დიმიტრი მენდელეევმა, მისი დროის ახალგაზრდა ქიმიკოსთა შორის საუკეთესოდ ვასილ პეტრიაშვილი დაასახელა. სახელგანთქმული ქიმიკოსი ნ. ზელინსკი მას ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილების საუკეთესო ხანის, საუკეთესო წარმომადგენლად თვლიდა. თანამედროვენი ვასილ პეტრიაშვილს ახასიათებდნენ საუკეთესო შინაგანი ბუნების ადამიანად, კარგ ორგანიზატორად და სტუდენტების საყვარელ პედაგოგად.


ვასილ პეტრიაშვილი დიდ ყურადღებას იჩენდა საქართველოსადმი და ქართულ პერიოდულ პრესაში, სისტემატურად ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს სოციალურ, სამეურნეო თუ სამეცნიერო საკითხებზე. ეწეოდა მეცნიერების პოპულარიზაციას საქართველოში, ტექნიკური ტერმინებით ამდიდრებდა ქართულ ენასრუსეთის იმპერიაში პირველი, მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული წიგნი მეღვინეობაზე ვასილ პეტრიაშვილმა ქართულ ენაზე დაწერა და დაბეჭდა. მჭიდრო კავშირი ჰქონდა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან – აკაკი წერეთელთანიაკობ გოგებაშვილთანნიკო ნიკოლაძესთანსერგეი მესხთან და სხვებთან. სწავლაში ხელს უწყობდა და ეხმარებოდა საქართველოს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, იყო თბილისში უნივერსიტეტის დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი, იყო მასწავლებელი და უახლოესი მეგობარი პეტრე მელიქიშვილისა.

გარდაიცვალა 1908 წელს კარლსბადში (ახლანდელი კარლოვი-ვარი). ქართველი თერგდალეულებისათვის, როგორც ყველა ქართველისათვის, ეს დიდი მწუხარება იყო. აკაკიმ ლექსით აღნიშნა ვასილ პეტრიაშვილის გარდაცვალება („ჩუმი მოღვაწე, ნამდვილ ქართველი. სიკვდილით ქართველთ გულის მომწყვდელი“).

ცნობილი მეცნიერი და მოღვაწე ოდესაში დროებით დაკრძალეს, შემდეგ თბილისში, ვერის სასაფლაოზე გადმოასვენეს, მოგვიანებით კი ვაკის სასაფლაოზე იქნა დაკრძალული.


ვასილ პეტრიაშვილი - ქიმიკოსი, პროფესორი. ოდესის უნივერსიტეტის რექტორი. პეტრე მელიქიშვილი - ქართველი ქიმიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის პირველი რექტორი (1918) და ამავდროულად 1918 წლიდან 1927 წლამდე ორგანული ქიმიის კათედრის გამგე. სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1927).

ინფორმაცია მოგვაწოდა ვერიკო პეტრიაშვილმა

პეტრიაშვილი-გიორგიშვილი-ბარათაშვილი-ორბელიანი

სახელი პეტრე ძველთაგანვე ცნობილია ქართულში. სახელი ნასესხებია ბერძნულიდან, იგივეა, რაც „კლდე”, „ლოდი”.

ქართულ ისტორიულ საბუთებში, მეთერთმეტე- მეჩვიდმეტე საუკუნეებში, პეტრიაშვილები ჩანან შემდეგ სოფლებში: კლდისწყაროში, ხაშურის რაიონის სოფლებში ალისა და წაღვლის საგამგებლოში; ბიძინა პეტრიაშვილი მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში, მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს. იქვე მოიხსენიებიან გიორგი, თამაზა, ქიტია პეტრიაშვილები. „საუფლისწულოს კლდისწყაროში ცხოვრობს მოყალნე კაცი თევდორე პეტრიაშვილი, ჰყავს ძმები: პაპუნა, იმედა, ბერუკა და მათი ნაშენი ხუთი ვაჟი.” (მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგი).

პეტრიაშვილები მეჩვიდმეტე საუკუნეში მოიხსენიებიან სოფლებში: სკრა, ციხედიდი;

„პეტრე პეტრიაშვილი არის მოურავი, ერეკლე მეფემ, მას უბოძა ჭალაანში დასახლებული და ალავერდის წმიდა გიორგისთვის შეწირული ათი კომლი კაცის მოურავობა” (1699 წელი).

პეტრიაშვილთა საგვარეულო, როგორც მებატონე-მემამულეებისა შეტანილი გვაქვს წიგნში „ქართული გვარ-სახელები”. დადგენილია, რომ პეტრიაშვილი არის ბარათაშვილ-ორბელიანებიდან ნაწარმოებ საგვარეულოდან გიორგიშვილი (გვარი გიორგიშვილი აწარმოა რამდენიმე თავადურმა გვარმაც).

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, აზნაურიშვილ-პეტრიაშვილთა საგვარეულოს 176-ე ადგილი უჭირავს.

საქართველოში 4 039 პეტრიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 176, ადიგენში – 183, რუსთავში – 173. არიან სხვაგანაც.


პეტრიაშვილი – პეტრე (ბრძ.”კლდე”, “ლოდი”) ეს გვარი მომდინარეობს სახელი პეტრედან. ეს სახელი უძველესი დროიდან ცნობილია საქართველოში, ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ I საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი პეტრე იბერი. პეტრიაშვილი გავრცელებულია ძირითადად გოგაშენში, ახალქალაქის რაიონში. ამავე ძირისაა გვარი პეტრიაძე.

გოგაშენი — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტშითემის ცენტრი (სოფელი აფნია). მდებარეობს ახალქალაქის პლატოზემდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1740 მ., ახალქალაქიდან დაშორებულია 30 კმ–ით.

პეტრიაშვილი გვარი ცხოვრობენ

ტაო კლარჯეთი პეტრიასძე – გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, გვ. 143, 197, 432

რაჭა პეტრიაშვილი - ბარი, კაჩაეთი, ონი, სხვავა 

იმერეთი პეტრიაშვილი - მოხვა 

კახეთი პეტრიაშვილი – აკურა, აფენი, ახმეტა, ბაკურციხე, ბოდბისხევი,





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.03.2022
ბოლო რედაქტირება 10.03.2022
სულ რედაქტირებულია 2




ეპისკოპოსი რომანი (ერისკაცობაში პეტრიაშვილი, რომან გრიგოლის ძე 1887-1979წწ გარდ. 92 წლის

2 0

პეტრიაშვილი ათანასე (ალექსი) 1774-1832წწ არქიმანდრიტი დაკრძ. დონის მონასტერი (რუსეთი)

2 0

პეტრიაშვილი - გვარის 24 ღვთისმსახური

1 0

ალექსანდრე პეტრიაშვილი 1937-1992წწ გენოციდი დაბ. გუდაუთა.

2 0

დავით პეტრიაშვილი ალექსანდრეს ძე 1960-93წწ გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ.დუშეთი

2 2


ნუგზარ პეტრიაშვილი ივანეს ძე 1971-24/09/93 წწ. დაკარგ ახალდაბა აფხაზეთი

2 0

იაკობ პეტრიაშვილი, რაჭის მაზრის სოფ. სხვავის მცხოვრები. მოკლულია 1915 წელს

2 0

აფრასიონ პეტრიაშვილი 1866-1955წწ გარდ. 89 წლის ექიმი, მედლი ყვავილის აცრის საქმეში. წარმ. ამბროლაური რაჭა

2 0

გურამ პეტრიაშვილი 1942 მსახიობი, მწერალი, პოლიტიკოსი, დაბ. ლენტეხი, სვანეთი

1 0


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10