სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
სიმონ ზაზაძე პავლეს ძე 1933-2016წწ ბიზნესმენი, მეცენატი დაბ. თურქეთი წარმ. სოფ. უდე ადიგენი სიმონ ზაზაძე პავლეს ძე 1933-2016წწ ბიზნესმენი, მეცენატი დაბ. თურქეთი წარმ. სოფ. უდე ადიგენი

1933-2016 წწ. გარდ. 83 წლის

ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი ზაზაძე სია

ადიგენი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

16       ბეჭდვა

სიმონ ზაზაძე პავლეს ძე 1933-2016წწ ბიზნესმენი, მეცენატი დაბ. თურქეთი წარმ. სოფ. უდე ადიგენი

სიმონ ზაზაძე (დ. 1933 — გ. 5 ოქტომბერი, 2016) — ჩვენებური საზოგადო მოღვაწე, მეცენატი, ბიზნესმენი, ქართული კულტურის მოღვაწე. ის არის შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. ის არის ცნობილი ქართველი ქველმოქმედისა და ბიზნესმენის, პავლე ზაზაძის ვაჟი.


http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000015/

1933 წ. თურქეთში პავლე ზაზაძისა და მარიამ ჩილინგარიშვილის ოჯახში დაიბადა ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ზაზაძე. სამი წლის ასაკში ქართულ, ფრანგულ და თურქულ ენებზე საუბრობდა. ფრანგულს და თურქულს - დედა, ხოლო ქართულს სტამბულის ქართული კათოლიკური მონასტრის მღვდელი შალვა ვარდიძე ასწავლიდა. პატარაობისას სტამბოლის ქართველთა სავანეში მოქმედი დედათა მონასტრის მიერ გახსნილ ბავშვთა ბაღში დადიოდა.

სიმონ ზაზაძე სწავლობდა გერმანულ დაწყებით სკოლაში, ინგლისურ ლიცეუმ "რობერტ კოლეჯში", თურქულ თაქსიმის ლიცეუმში. უმაღლესი განათლება სტამბოლის უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე მიიღო და რადგანაც ძალიან უნდოდა ექიმობა დამატებით სტამბოლის უნივერსიტეტის საღამოს განყოფილების სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა. თუმცა მამის თხოვნით სამკურნალო ფაკულტეტს თავი დაანება და ეკონომიკური დაამთავრა. ამის შემდეგ ლონდონში გაემგზავრა "London School"-ში და სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ეკონომიკის საკითხებზე.

სიმონ ზაზაძემ სამხედრო–სავალდებულო სამსახურიც გაიარა, მსახურობდა ქ. თუზლაში, იყო გარნიზონის გენერლის თანაშემწე. ამერიკაში დაამთავრა ოფიცერთა უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი და ამ სფეროშიც მოიპოვა სამეცნიერო ხარისხი.

სიმონ ზაზაძე ნამდვილი პოლოგლოტია, თავისუფლად საუბრობს ცხრა ენაზე (თურქული, ფრანგული, ინგლისური, გერმანული, ბერძნული, იტალიური, ლათინური, ესპანური, ქართული).

სიმონ ზაზაძე სამეცნიერო საქმიანობითაც იყო გატაცებული და როგორც მოწვეული ლექტორი ბეირუთის ინდურ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, წარმოშობით ფინიკიელი ქლაუდე (ქლოდ) ინჯეა. რომელიც დღეს ზაზაძის გვარს ატარებს. წყვილს სამი შვილი შეეძინა–ნათალი (ნატალია) (იურისტი), პაულა (ეკონომისტი), პავლე (პოლ) (ეკონომისტი).

ზაზაძეების ოჯახს ჰქონდათ საპნის, ტექსტილის, კოსმეტიკის წარმოება, ფაბრიკები, ამჟამად მათ ბაზაზე შექმნილია მსოფლიო მნიშვნელობის "ზაზა-ჰოლდინგი", რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 326-ე მეტ საწარმო აქვს განთავსებული.

სიმონ ზაზაძეს ურთიერთობა აქვს ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მცხოვრებ ემიგრანტ ქართველებთან. მეგობრობდა ნინო და კალისტრატე სალიებთან, გივი ზალდასტანიშვილთან, ჯონ–მალხაზ შალიკაშვილთან.

ჯონ მალხაზ დევიდ შალიკაშვილი 1936-2011წწ აშშ  გენერალი. წარმ. გურჯაანი

გივი ზალდასტანიშვილი 1919-2007წწ. გარდ. 88 წელს. ბიზნესმენი, დიდი წვლილი მიუძღვის 1997 წელს საქართველოს ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნების საქმეში.  წარმ. თელავი

1962-1982 წწ. პავლე და სიმონ ზაზაძეები აფინანსებდნენ ჟურნალ "ბედი ქართლისას" ფრანგულენოვან გამოცემას.. ასევე ფინანსურად ეხმარებოდნენ საზღვარგარეთ გამომავალ სხვა პერიოდულ გამოცემებსაც - "კავკასიონი", "პრომეთე", "გუშაგი", "საქართველოს გუშაგი", "თეთრი გიორგი", "თავისუფალი საქართველო", "საქართველო" და სხვ. სიმონ ზაზაძე ფინანსურად ხშირად ეხმარება სტამბოლში გამომავალ ჟურნალებს – "ფიროსმანი" და "ჩვენებური".

სიმონ ზაზაძემ ძალიან დიდი რისკის ფასად ლიბანიდან თურქეთში ჩამოიტანა და კათოლიკეთა მონასტერს ჩააბარა კათოლიკე მღვდელ შალვა ვარდიძის არქივი.

შალვა ვარდიძე 1885-195? წწ დაბ. არალი ადიგენი, სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტრის მღვდელ-მონაზონი, პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე

1968 წ. სიმონ ზაზაძემ მეუღლესთან ქლაუდეა (ქლოდ) ზაზაძესთან ერთად გახსნა კერძო ლიცეუმი "ოზელ ბილგი კოლეჯი".

სიმონ ზაზაძე გახლავთ სტამბოლში ფერიქოის უბანში მდებარე ქართველ კათოლიკეთა ეკლესიისა და მონასტრის ნამდვილი პატრონი. ვატიკანმა ზაზაძეების ღვაწლი კარგად შეაფასა და ისინი არიან ვატიკანის "კომანდატორები".

2000 წელს თურქეთში ჩამოყალიბდა თურქეთ–საქართველოს კულტურისა და განათლების ფონდი. ფონდის მმართველი საბჭოს წევრია სიმონ ზაზაძე ვაჟიშვილ პავლე (პოლ) ზაზაძესთან ერთად. სიმონ ზაზაძე დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებს. ზაზაძეების ოჯახის დაინტერესებით მოხერხდა თბილისში კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კარდიოქირურგიული კლინიკის - "ღია გულის" გახსნა. წელიწადში რამდენჯერმე თბილისში ჩამოდის ნათალი ზაზაძის მეუღლე, ჟენევის უნივერსიტეტის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელი აქსფენდიოს ქალანგოსი და ხელმოკლე ოჯახის ბავშვებს უსასყიდლოდ უკეთებს ოპერაციებს. კლინიკაში გახსნილია პავლე და მარიამ ზაზაძეების სახელობის კაბინეტი.

2006 წ. სიმონ ზაზაძე ესტუმრა თავის ისტორიულ სამშობლოს სოფ. უდეს, ახალციხის უნივერსიტეტმა ის აირჩია საპატიო დოქტორად, ხოლო ახალციხის მხარემ - საპატიო მოქალაქედ. არჩეულია თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, აგრეთვე ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად.

სიმონ ზაზაძეს თავის საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობაში გვერდში უდგას ვაჟიშვილი პავლე (პოლ) ზაზაძე.

2007 წ. ოქტომბერში სიმონ და პავლე ზაზაძეები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სიმონ ზაზაძე აგრეთვე, გახლავთ საქართველოს საპატიო მოქალაქე.

15 ოქტომბერი 2022 წელს საქართველოს საპარლამენტო ეროვნულ ბიბლიოთაში  'ქართული დიასპორა - წარსული და თანამედროვეობა 2" ფარგლებში ჩატარდა: დოქტორ სიმონ ზაზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, თბილისი, 11-12 ოქტომბერი, 

სიტყვით გამოვიდნენ

პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი

მირიან ხოსიტაშვილი ნუგზარის ძე დ.1985წ. ეთნოლოგი, პროფესორი წარმ. სოფ. ჭაჭკარი ასპინძა მესხეთი

და სხვები


https://www.chveneburi.net/ka/zazazeebis-sami-taoba-makale,45.html



ეს ამბავი ბაბუებიდან შვილიშვილებზე გადმოსული გრძელი ამბავია და 1917 წელს ახალციხის რაიონის დაბა უდედან 13 წლის პაულ ზაზაძის სტამბოლში სასწავლებლად ჩამოსვლით იწყება. იმ დროს სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი ბერი, შალვა ვარდიძე, პაულის  ბიძა და ამავე დროს მოძღვარიც იყო.


     მიუხედავად იმისა, რომ 1924 წელს ამა თუ იმ მიზეზით საქართველოდან გადმოხვეწილებისათვის ამერიკის ვიზის მიღება ძალიან იყო გაადვილებული, პაულ ზაზაძეს მტკიცე გადაწყვეტილება მიუღია: ამერიკაში რა დამრჩენია, საქართველოში უნდა დავბრუნდეო. სტამბოლში მასთან მისი  ძმები სწორედ იმ დროს ჩამოსულან სტუმრად, როდესაც  დიდი არეულობები იყო სტამბოლის ქუჩებში, რევოლუცია ხდებოდა და ძმები პაულის დაუკითხავად რომ გამოსულან სახლიდან, სროლაში მოყოლილან. ვერც ერთი ვერ გადარჩენილა ცოცხალი. აAმ ამბავმა საშინელი თავზარი დასცა პაულს და მისი საქართველოში დაბრუნება გაურკვეველი დროით გადაიდო.



Paul Zazadze     სასწავლებლად ჩამოსული პაული თავს ანებებს სწავლას და მუშაობას იწყებს. 1926 წელს სტამბოლის ერთ-ერთი ქართული ოჯახის შვილს, მარის, თხოულობს ცოლად, ცოტა ხნის შემდეგ კი ქალ-ვაჟის მამაც ხდება.  სწორედ მისი ვაჟიშვილის, ბიზნესმენ სიმონ ზაზაძის, შესახებ გვექნება ქვემოთ საუბარი, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი პრინციპულობა, ქველმოქმედების სიყვარული და პატიოსნება თავის შვილს, პაულს, გადასცა. ზაზაძეების გვარის მეორე თაობის ამ დიდებულ წარმომადგენელთან ერთად გავემგზავრებით დროში სამოგზაუროდ.


     დიდი პაული თავისი შრომისუნარიანობის, დიდი დისციპლინისა და ზნეობის წყალობით მოკლე ხანში იმკვიდრებს თავის შესაბამის ადგილს თაჰთაქალეს დიდვაჭართა შორის. 1930 წელს იგი სამართებლების წარმოებას იწყებს, ბომონთისა და თაჰთაქალეს საწარმოებში პარფიუმერიულ ნაწარმსაც ამზადებს. იმავე წელს გერმანიაში გამოფენებსა და ბაზრობებშიც ღებულობს მონაწილეობას და სტამბოლში მედლებით ხელდამშვენებული ბრუნდება. დღეისათვის “Kartal Çelik”-ის საწარმოთა ქსელში მოქცეული მარკა `ზაზა~ ცნობილია, როგორც სამართებლების მსოფლიოში მეორე, ხოლო თურქეთში პირველი მწარმოებელი.


Gürcistan Devlet Nişanı     

მამის მიერ დაარსებულ ფირმას `ზაზა~ შემდგომში უკვე სიმონ ზაზაძე უდგება სათავეში და თურქეთში პირველ, სამართებლების მწარმოებელ, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ფაბრიკასაც უყრის საფუძველს. სულ ცოტა ხნის შემდეგ კი ამ ფაბრიკის მიერ გამოშვებული `ზაზას~ მარკის სამართებლები არაჩვეულებრივი პოპულარობით სარგებლობენ არა მარტო სტამბოლში, არამედ ყველა სადალაქოში მთელი თურქეთის მასშტაბით.


     1960 წელს დიდ პაულ ზაზაძეს უთვისტომო ადამიანთა დახმარებისათვის ვატიკანი `კომანდატორის~ წოდებას ანიჭებს. ამ ბოლო დროს კი უკვე მრავალი მედლისა და ჯილდოს მფლობელ მამა-შვილ პაულ და სიმონ ზაზაძეებს `საქართველოს ღირსების ორდენიც~ გადაეცათ. 1997 წელს სიმონ ზაზაძეს ერთ-ერთ პირველს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა. ცხრა ენის მცოდნე ბატონი სიმონი ბათუმის, ახალციხისა და ქუთაისის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორიცაა. დიდი პაულ ზაზაძის კვალდაკვალ მისი შვილი სიმონიცა და შვილიშვილი პაულიც შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, რომ სოციალური და კულტურული სფეროების განვითარების საქმეში თავიანთი  წვლილი შეიტანონ.



     რაც შეეხება უფროს პაულ ზაზაძეს, მისთვის საქართველო ყოველთვის იყო მონატრებისა და მამა-პაპათა გახსენების დაუშრეტელი წყარო. ვეღარასოდეს დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ენატრებოდა. სულ ამ მონატრებაზე ლაპარაკობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სარფის საზღვრის გახსნამდე ორი თვით ადრე დალია სული.


     სიმონ ზაზაძე მოკლედ და ძუნწად ლაპარაკობს მამის გარდაცვალებაზე: 


`მამა დიალიზის ერთი შეცდომის გამო დაგვეღუპა და ეს ორმაგად ძნელი გადასატანი იყო. დიდი დარტყმა მივიღეთ. ის მწარე დღეები არ მავიწყდება. სულ რაღაც ორი თვე რომ დას ცლოდა, სარფის საზღვრის გახსნას მოესწრებოდა~. სიმონ ზაზაძე თითქმის ხელუხლებლად ინახავს მამის სამუშაო კაბინეტს. `მამა ძალიან შრომისმოყვარე და დიდებული კაცი იყო. ცოტას ლაპარაკობდა და თავი შორს ეჭირა ყოველგვარი მეტიჩრობისა და მოჩვენებითობისაგან~. მამისგან მიღებული გამოცდილების შესახებ ლაპარაკის დროს თვალები ცრემლით ევსება. `ფაბრიკაში მომუშავეთაგან განსხვავებულ საჭმელს არასოდეს ვჭამ. ჩემი მეუღლეც ასევე იქცევა. უნივერსიტეტში დოქტორანტურის პერიოდში სახლში ჩამოვედი, ბიუროში მივედი და იქიდან იმ დროისათვის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ სასადილო `ფანდელში~ შემწვარი კრევეტების შეკვეთა გადავწყვიტე. მამამ მითხრა: კი, ბატონო, თუ გინდა, მიირთვი, მაგრამ ირგვლივ მყოფი ჩვენი მუშები რას იფიქრებენო? ის იყო და ის, იმის შემდეგ ასეთი აღარაფერი გამიკეთებია. ათასობით ადამიანმა იმუშავა ჩემ ირგვლივ და რასაც მე მივირთმევდი, მათაც იმავეთი ვუმასპინძლდებოდი.”

 ბატონი სიმონის მეუღლეს, კლაუდე ზაზაძეს, ბეირუთის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და დღეისათვის კერძო `ბილგი კოლეჯის” დამაარსებელია.  ბეირუთში დაბადებული კლაუდე ზაზაძე ვატიკანის რაინდთა ორდენის კავალერიცაა.


 9 წლის სიმონ ზაზაძე ჯერ გერმანულ ლიცეუმში სწავლობს, ხოლო შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ინგლისურ ლიცეუმში განაგრძOობს სწავლას. 16 წლის ასაკში კი უნივერსიტეტში მიდის სასწავლებლად. ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ლონდონის უნივერსიტეტში განაგრძობს განათლების მიღებას. შემდეგ უკვე ამერიკის “ჩენტური Uნივერსიტყ”-ში იცავს დისერტაციას და ბოლოს სტამბოლში ბრუნდება. 1951 წლიდან მოყოლებული მამასთან ერთად მუშაობს. ამ დროისათვის პაულ ზაზაძის მუხლჩაუხრელი შრომის წყალობით მათი ფირმა შესაშური ტემპებით იზრდება. 1971-85 წლებში ზაზაძეები გადასახადის გადახდის დარგში სარეკორდო მაჩვენებლების პირველ ოცეულში შედიან.


     1957 წელს `ზაზას~ გაერთიანებაში ათამდე ფაბრიკა შედიოდა. იმ დროს 6-7 სექტემბრის ავბედითი მოვლენები დიდ ზემოქმედებას ახდენს პაულ ზაზაძეზე. იგი ერთიმეორის მიყოლებით კეტავს საფეიქრო ნაწარმის, პარფიუმერიის, საპნისა და სათადარიგო ნაწილების ფაბრიკებს. სამართებლებისა და თმის საკრეჭი მანქანების ფაბრიკები განაგრძNობენ მუშაობას და მათ სათავეში უკვე სიმონ ზაზაძე უდგება. `საოჯახო საწარმოებში ასეა: პირველი თაობა აარსებს, მეორე თაობა აფართოებს, მესამე თაობა კი ყველაფერ ამას ცვლის. საწარმო რომ გაიზრდება, მაშინვე მისი გაყიდვის ჯერი დგება და ჰოლდინგად გადაქცევის მცდელობა იჩენს თავს~, _  ამბობს სიმონ ზაზაძე. თავისი შვილის შესახებ კი დასძენს: `თუ შეუძლია, გააფართოოს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს~. თვითონ წარმოებითა და ვაჭრობითაა დაკავებული, შვილი კი ამასთან ერთად მშენებლობასაც მისდევს. უფროსი პაულის თვისებები _ თავმდაბლობა, შრომისმოყვარეობა და მეტიჩრობისაგან შორს ყოფნა P_ უმცროს პაულსაც ახასიათებს.


     სიმონ ზაზაძე თავის უახლოეს მეგობართან, ერგუნ ათაბაისთან, ერთად 1990 წელს პირველად ჩადის საქართველოში. ბათუმს, ქობულეთსა და თბილისს მოინახულებს. როგორც თვითონ ამბობს, ძალიან დიდი მღელვარებით იყო სავსე ის დღეები, მამაპაპეულ მიწაზე გადადგმული ყოველი ნაბიჯი. მამის დაბადების ადგილს, უდესაც ესტუმრა. ბატონი სიმონისათვის უდე მამის ნაანდერძევი დიდი განძივითაა. საქართველოში პირველი ჩასვლისას ბათუმის სასტუმრო     `აჭარაში~ ნანახი აფხაზეთიდან ლტოლვილების შესახებ იწყებს ლაპარაკს: `საოცარი სურათი იყო. მათ რომ მივუახლოვდი, ბავშვები შემომეხვივნენ. სტუმრებად გვთვლიდნენ და შოკოლადებს გვიწვდიდნენ. მეც გადავწყვიტე, დამესაჩუქრებინა ცოტაოდენი ფულით, მაგრამ არც ერთმა ბავშვმა არ გამომართვა. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა~.


     6-7 სექტემბრის მოვლენების შემდეგ სტამბოლი მრავალმა ქართველმა კათოლიკემ დატოვა და უმეტესობამ ავსტრალიას მიაშურა. წავიდნენ აგრეთვე ინგლისში, ამერიკაში, კანადაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში. დღეისათვის სტამბოლში საკმაო რაოდენობით, იზმირში კი სულ რამდენიმე ქართული კათოლიკური ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის არიან არაქართველებზე დაქორწინებულებიც.


     როგორც ბატონი სიმონი ამბობს, ამ ოჯახებს კი აქვთ ერთმანეთთან გარკვეული კავშირები, მაგრამ არ არიან ორგანიზებული ერთ გაერთიანებად ან ერთ სათვისტომოდ. `ერთობლივად ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო, მაგრამ ხალხი მოუცლელობის გამო ვერაფერს ახერხებს. მესმის მათი~,- დასძენს იგი.


Zazadze Ailesi

     ქართული კათოლიკური ეკლესია შიშლი-ბომონთის უბანში 1861 წელს ახალციხელ პეტრე ხარისჭირაშვილს დაუარსებია. მისივე გულმოდგინე შრომის შედეგად ეკლესიას მიწა, სკოლა, ბიბლიოთეკა და სტამბა შემატებია. 1870 წლიდან მოყოლებული აქ ქართული წიგნები იბეჭდებოდა. ეკლესიის სკოლაში, სასულიერო სწავლების გარდა, უცხო ენები, პედაგოგიკა, ფარმაცევტიკა და მედიცინაც ისწავლებოდა. ეს მონასტერი დDიმიტრი ბაქრაძეს (1888), აკაკი წერეთელს (1905) და მიხაკო წერეთელს მოუნახულებიათ. 1921 წელს საქართველოს მიერ თავისუფლების დაკარგვის შემდეგ ევროპაში მიმავალი საქართველოს მთავრობისათვის პირველი თავშესაფარიც სწორედ ეს მონასტერი ყოფილა. სტამბაში ბოლშევიკების საწინააღმდეგო ლიტერატურა იბეჭდებოდა. ბევრი მათგანი დღესაცაა დაცული მონასტრის ბიბლიოთეკაში. ამ წიგნებს საქართველომდე ვერ მიუღწევია და ქართული ლიტერატურის სფეროში დღეს უცნობ გამოცემებაDდ შეიძლება ჩაითვალოს. ბატონ სიმონს დიდი წვლილი მიუძღვის ამ საგანძურის დღემდე შემონახვაში. პროფესორმა შუშანა ფუტკარაძემ ამ გამოცემათა ერთი დიდი ნაწილი დაამუშავა. დაცვითი და შესწავლითი სამუშაოები დღესაც გრძელდება. ბატონი სიმონის სურვილია, რომ ეს წიგნები ელექტრონულ ფორმატში  დაამუშაოს მომავალ თაობათათვის გადასაცემად.


Bejanidze

     ოსმალურ იმპერიაში ქართული კათოლიკური მონასტერი  თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის წერა-კითხვის შესწავლის ადგილად იყო ქცეული. იმ დროისათვის `ქართული საძმო~ ყოფილა დაარსებული, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობისა და სოციალური ფენის ქართველები იკრიბებოდნენ. ისინი აქ უზიარებდნენ ერთმანეთს ჭირსა და ლხინს.


     ჯერ უფროსი პაულ ზაზაძის, შემდეგ კი მისი შვილის, სიმონ ზაზაძის, დიდი გულმოდგინების შედეგად შენარჩუნებულ იქნა ქართული კათოლიკური ეკლესიის საფონდო მიწები. სანამ ფონდი შეიქმნებოდა, ეს მიწები თურმე სიმონ ზაზაძის დედის დეიდას, თავადის ქალ ელისაბედ ბეჟანიძეს, ეკუთვნოდა. ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ კი სიმონ ზაზაძის დედასა და ბიძას დარჩენიათ. 1936 წელს უფროს პაულს მეუღლესთან ერთად ფონდის დაარსება გადაუწყვეტია და მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში ამ ფონდის ერთადერთი პატრონი ისევ და ისევ ზაზაძეების ოჯახი ყოფილა.


     ქართული კათოლიკური ეკლესიის ფონდს სტამბოლში ძალიან ბევრ ადგილას _ ჩამლიჯაში, ქალამიშში, ქარაქოიში, ბომონთიში და სხვ. _ აქვს მიწები. `იმ დროისათვის ეკლესიას არავინ აძლევდა საკუთრების დამადასტურებელ ცნობას. პირველი და მეორე თაობა ყაბულს იყო: კი, ბატონო, _ ამბობდა, _ ეს ქართული ფონდის მიწებიაო, მაგრამ მესამე თაობამ პირი იბრუნა. ახლა ფონდთა შესახებ კანონი იცვლება. 1970 წელს არამუსლიმანური ფონდების საკუთრების საბუთები გაუქმდა. გრძელი საქმეა ეს.  ფონდების შესახებ კანონი რომ შეიცვლება, ადვოკატებს ბევრი საქმე გამოუჩნდებათ გასაკეთებელი,~- ამბობს სიმონ ზაზაძე.


Zazadze Ailesi

     ბატონ სიმონს ქართული კათოლიკური ეკლესიის განახლება უნდა. `Qქართული საძმო~ მალე შეიძლება აღდგეს. ქართული კათოლიკური ფონდის შიშლი-ბომონთის მიწების უფლებები დამაარსებელთა შორის არსებულ ქართული განათლებისა და კულტურის ფონდს გადაეცემა. აქ ქართული კულტურის ცენტრისა და უნივერსიტეტის მშენებლობის სამუშაოები უკვე დაწყებულია. მშენებლობის საძირკვლის ჩაყრამდე თითქმის აღარაფერი გვაშორებს. სიმონ ზაზაძეს მტკიცედ სწამს, რომ სულ მალე იზეიმებს ახალ შენობაში ახალსახლობას. ძალიან უნდა ქართული უნივერსიტეტის დაარსება და დიდი მღელვარებით ლაპარაკობს ამ თემაზე. `ძალიან მინდა, ჩვენი ფონდის მეშვეობით მთელი თურქეთის ახალგაზრდობას მიეცეს სწავლა-განათლების საშუალება. ამისათვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ,~ – ამბობს იგი.


     ბატონი სიმონის შვილმა, `პაულ უმცროსმა~, პირველადი სწავლა-განათლება კერძო `ბილგი კოლეჯში~ მიიღო, შემდეგ `რობერტ კოლეჯში~ განაგრძო სწავლა, ხოლო ამის შემდეგ “თჰე Aმერიცან Uნივერსიტყ” (ვაშინგტონი) დაამთავრა, ჰარვარდში ასპირანტურა გაიარა და დოქტორის ხარისხიც იქვე მიიღო. პაული არის ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი. მას ორი უფროსი და _ ნატალია და პაულა _ ჰყავს. 


     მესამე თაობის ზაზაძე ბაბუის მხოლოდ სახელს კი არა, შრომისუნარიანობისა და წარმატებული საქმოსნობის ტრადიციასაც აგრძელებს. ბაბუის სახელის შვილიშვილისათვის დარქმევის ამ ლამაზი ჩვეულების დაცვით მართლაც რომ დიდებული ოჯახის შვილმა, სიმონ ზაზაძემ, თაობათა შორის გადო ხიდი. მისი გაცნობა დიდი პატივი იყო ჩვენთვის და წარსულში საინტერესო მოგზაურობის შემდეგ ღრმა პატივისცემით ვემშვიდობებით მას.

ჯურნალ "ფიროსმანი", N3


Simon Zazadze - Paul Zazadze


Zazadze Ailesi



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.10.2022
ბოლო რედაქტირება 15.10.2022
სულ რედაქტირებულია 2





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0