სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ჯონ მალხაზ დევიდ შალიკაშვილი 1936-2011წწ აშშ  გენერალი. წარმ. გურჯაანი

1936-2011 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი შალიკაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

329       ბეჭდვა

ჯონ მალხაზ დევიდ შალიკაშვილი 1936-2011წწ აშშ გენერალი. წარმ. გურჯაანი

        ჯონ მალხაზ შალიკაშვილი წარმოშობით ერთ–ერთ უძველეს ქართულ საგვარეულოს მიეკუთვნება. მამამისი თავადი დიმიტრი იოსების ძე შალიკაშვილი 1918-21 წწ. დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში პოდპოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1922 წელს, თავი პოლონეთს შეაფარა. 1932 წელს ვარშავაში დაქორწინდა გრაფინია მარია ალექსანდრეს ასულ რიუდიგერ–ბელიაევაზე. პოლონეთში დაიბადა მათი სამივე შვილი – ოთარი, მალხაზი და გეილი. II მსოფლიო ომში დიმიტრი გერმანელების მხარეს ქართულ ბრიგადაში იბრძოდა. 1945 წლის დასაწყისში მისი სამხედრო ერთეული ბრიტანელებმა დაატყვევეს. ამ დროისათვის მისი ოჯახი პაპენჰაიმში (ბავარია) ნათესავებთან აფარებდა თავს. ტყვეობიდან განთავისუფლებული დიმიტრი ოჯახს შეუერთდა.


1952 წელს შალიკაშვილები აშშ გადასახლდნენ. ბინა პეორიაში (ილინოისის შტატი) დაიდეს. ამ ქალაქში დაამთავრა ჯონ მალხაზმა საშუალო სკოლა. 1958 წლის ივნისში მანმანქანათმშენებლობის ბაკალავრის ხარისხი მიიღო ბრედლის უნივერსიტეტში. სწავლა განაგრძო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში და მალე საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა.


1958 წლის მაისში, შალიკაშვილების ოჯახმა აშშ მოქალაქეობა მიიღო. ამავე წელს ჯონი საკუთარი ნებით შევიდა ამერიკის არმიაში. აქედან იწყება მისი თავბრუდამხვევი სამხედრო კარიერა. აშშ უმაღლესი სამხედრო–საზღვაო სასწავლებლის, შტაბისა და არმიის სამხედრო კოლეჯების დასრულების შემდეგ, 1959 წელს ოფიცერთა სკოლაც დაამთავრა და არტილერიის მეორე ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა. 1962 წელს  ლეიტენანტი გახდა, 1966 წელს - კაპიტანი, 1973 წელს – მაიორი, 1980 წელს – ლეიტენანტ– პოლკოვნიკი, 1982 წელს – პოლკოვნიკი, იმავე წელს – ბრიგადის გენერალი. გენერალი შალიკაშვილი სხვადასხვა საპასუხიმგებლო თანამდებობაზე მსახურობდა შტატებში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში. ასრულებდა დირექტორის, სტრატეგის, პოლიტიკური დამგეგმავის მოვალეობებს. 1984 წელს დაინიშნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პირველ ჯავშან–სატანკო დივიზიის თანაშემწედ. 1986 წელს, 50 წლის ასაკში, გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა და შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობაში უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თანაშემწედ დაბრუნდა. 1987-89 წლებში მსახურობდა ვაშინგტონის შტატის ქალაქ ფორტ–ლევისში მე-9 მოტორიზებულ დივიზიაში, 1989 წლიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ევროპაში დისლოცირებული ამერიკის მე-7 არმიის შტაბის უფროსის მოადგილე იყო. იმავე წელს მას გენერალ–ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. 1991 წლის აპრილში იგი სათავეში ჩაუდგა ოპერაციას "provide Komfort", ერაყელი ქურთებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ჩრდილო ერაყში ასიათასობით ლტოლვილი ქურთი დაბრუნდა.


მშობლები მარია რიუდიგერ-შალიკაშვილი - გრაფინია, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის დედა. დიმიტრი შალიკაშვილი - ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მამა. 1918-1921 წწ. დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა. საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობის შემდეგ დიმიტრიმ მეუღლესთან ერთად თავი პოლონეთს შეაფარა, სადაც მათ სამი შვილი – ოთარი, მალხაზი და გეილი გაუჩნდათ. 1952 წელს შალიკაშვილები აშშ-ში გადასახლდნენ და ბინა პეორიაში (ილინოისის შტატი) დაიდეს.



1991 წლის აგვისტოში გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი ვაშინგტონში გაიწვიეს და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწედ დანიშნეს. 1993 წლის 25 ოქტომბერს კი, პრეზიდენტ ბილ კლინტონის გადაწყვეტილებით, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დააწინაურეს. ის გახდა აშშ–ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის პირველი ხელმძღვანელი, რომელიც ამერიკაში არ დაბადებულა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, 1992-93 წლებში, გენერალი შალიკაშვილი ევროპულ ზონაში აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის მთავარსარდლისა და, შესაბამისად, ევროპაში ნატო–ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობებს ითავსებდა, მონაწილეობდა ამერიკა–კორეის, ამერიკა–ვიეტნამისა და ამერიკა–ქუვეითის ომებში.


1997 წლის სექტემბერში, ამერიკის არმიაში 38-წლიანი მსახურების შემდეგ, გენერალი შალიკაშვილი საკუთარი სურვილით ტოვებს სამხედრო სამსახურს და იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი იყო სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის პროფესორი, "ბოინგის" კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, აქტიურად იყო ჩართული ამერიკის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2004 წელს მთავარი მრჩეველი იყო დემოკრატ ჯონ კერის საპრეზიდენტო კამპანიაში.

გენერალი შალიკაშვილი მრავალი ჯილდოს კავალერია – განსაკუთრებული ღირსების მედალი, ორი მუხის ფოთლის შტო, ბრინჯაოს ვარსკვლავი "თავისუფლების" მედალი და ბევრი სხვა. მიღებული აქვს არაერთი უცხოური ჯილდოც. ოთხი ვარსკვლავის მქონე გერნერალი (აშშ არმიაში მხოლოდ სამ ემიგრანტს აქვს მინიჭებული გენერლის სრული წოდება – 4 ვარსკვლავი), აშშ პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის მთავარი სამხედრო მრჩეველი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი 75 წლის ასაკში, 2011 წლის 23 ივლისს ვაშინგტონში გარდაიცვალა. დაკრძალულია არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე.

ჯონ შალიკაშვილის უფროსი ძმა ოთარი აშშ არმიის გადამდგარი პოლკოვნიკია. 1970-1971 წლებში ის 506-ე პარაშუტისტთა ქვეით პოლკს მეთაურობდა, მომდევნო წლებში ინსტრუქტორად მუშაობდა, ხოლო 1977-78 წლებში აშშ შეიარაღებული ძალების მე-10 სპეციალური ქვედანაყოფის უფროსი იყო.

ჯონ მალხაზ შალიკაშვილს მეორე ქორწინებიდან ჰყავს ერთი ვაჟი – ბრანტი.


აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მაღალი შეფასება მისცა ჯონ მალხაზ შალიკაშვილის დამსახურებას: "შეერთებულმა შტატებმა დაკარგა ჭეშმარიტი ჯარისკაცი და სახელმწიფო მოღვაწე, რომლის გამორჩეული ბიოგრაფია ასახავს უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომლებსაც ამერიკა აძლევს იმ ხალხს, ვინც მას ემსახურება. პოლონეთიდან ემიგრირებული ახალგაზრდა კაციდან, რომელმაც ინგლისური ენა მსახიობ ჯონ უეინისა და ვესტერნების წყალობით შეისწავლა – უმაღლესი სამხედრო თანამდებობით დამთავრებული, რომლებსაც მან მიაღწია – შალიკაშვილის ცხოვრება "ამერიკული ოცნების" განხორციელება იყო. რა მხრიდანაც არ უნდა მიუდგე, მან ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ და უკეთესად აქცია", – ნათქვამია ამერიკის პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

ქ. გურჯაანში, ძმები შალიკაშვილების ქუჩაზე, შალიკაშვილების წინაპრების მიერ 1830 წელს აშენებულ სახლში, 1999 წლიდან ფუნქციონირებს – "ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი". მუზეუმის გახსნას ოთარ და ჯონ შალიკაშვილებიც ესწრებოდნენ. 2005 წელ ჯონ მალხაზმა მუზეუმს უსახსოვრა თავისი ჯილდოები და სამხედრო მუნდირი.

გენერალ შალიკაშვილს არაერთხელ ურჩიეს გვარი გადაეკეთებინა, რადგამ ამერიკელებისათვის ძნელად გამოსათქმელი იყო, მაგრამ არც ჯონს და არც მის ძმას ოთარს გვარი არ შეუცვლიათ და არც შეუმოკლებიათ.

ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მუნდირზე, მკერდთან, მარჯვენა მხარეს, სიცოცხლის ბოლომდე მოჩანდა აბრა, სადაც ეწერა: "SHALIKASHVILI".


მამის ძმა დავით შალიკაშვილი 1886-1940წწ პოლიტიკური ლიდერი წარმ. გურჯაანი კახეთი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 11.03.2023
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.11.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0