სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11844

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
პეტრე კონჭოშვილი (ინწობელი) 1836-1909წწ მიტროპოლიტი დაბ. სოფ. საბუე ყვარელი პეტრე კონჭოშვილი (ინწობელი) 1836-1909წწ მიტროპოლიტი დაბ. სოფ. საბუე ყვარელი

1836-1909 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი კონჭოშვილი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

606       ბეჭდვა

პეტრე კონჭოშვილი (ინწობელი) 1836-1909წწ მიტროპოლიტი დაბ. სოფ. საბუე ყვარელი

ეგზარქოსის პირველი ვიკარი პეტრე კონჭოშვილი (1836 – 1909)


ამონარიდი წიგნიდან წიგნი ნეკრესელები წარსულიდან ავტორი დეკანოზი ბენიამინი (ჩიხორლიშვილი)


ითანამშრომლა მამა ზურაბ ჭინჭარაშვილი ლომგოს ძე  (მამა პეტრე ინწობელზე დაწერილი აქვს სადიპლომო ნაშრომი გრემის სასულიერო სემინარიაში) დაბადებულია  09 მარტი 1971 წელი, საბუე, ყვარელი

ნახატი შეუკვეთა (დააფინანსა) საბუის მკვიდრი დავით ვალერიანის ძე ბერიაშვილი (ბიზნესმენი) და დავით მევდუდის ძე ფეიქრიშვილი (mematiane.ge პროექტის ავტორი)

XIX ს-ის II ნახევრისა და XX ს-ის დასაწყისის ქართველ საეკლესიო მოღვაწეთა შორის აღსანიშნავია თბილისის ნიკოლოზ I-ის სახელობის ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა სასწავლებლის სჯულის მოძღვარი, ალავერდის, იმერეთისა და გორის ეპისკოპოსი, ეგზარქოსის პირველი ვიკარი, ნაშრომის ,,წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და წმინდა ათონის მთაზედ მოგზაურობის” ავტორი, რომელსაც მადლიერმა ხალხმა, მისი მშობლიური კუთხის პატივსაცემად, ,,პეტრე ინწობელი” უწოდა.


პეტრე კონჭოშვილი დაიბადა 1836 წელს ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, რომელიც მდებარეობს ყადორის უღელტეხილის კალთაზე, მდინარე ინწობის მარცხენა სანაპიროზე. ეს ულამაზესი სოფელი მდიდარია ეკლესია-მონასტრებით.

მამისი - მღვდელი დავითი სოფელ საბუის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მღვდელმსახური იყო, ხოლო მისი უფროსი ძმა მათე კი, ამავე ტაძრის მედავითნე გახლდათ.

პეტრე 10 წლის იყო მამა რომ გარდაიცვალა და ოთხი მცირეწლოვანი შვილის აღზრდა – მათესი, პეტრესი, სოლომონისა და მელანიასი მათ დედას – მარიამ გოგიტიშვილს დააწვა მხრებზე. ფოფოდიაც ცდილობდა,

28


არაფერი მოეკლო თავისი შვილებისთვის, წერა-კითხვა ოთხივეს ოჯახში შეასწავლა და მათ პატრიოტ და პატიოსან ადამიანებად ზრდიდა.

ოჯახში მიღებული განათლება პეტრე კონჭოშვილმა ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელში გააღრმავა, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ, იგი თელავის სასულიერო სასწავლებელში განამწესეს დაბალი კლასების მასწავლებლად. თანდაყოლილი ნიჭის წყალობით პეტრემ შესანიშნავად შეისწავლა წმინდა წერილი, წმიდა მამათა ნაწერები, კარგად ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს.


1859 წელს პეტრე კონჭოშვილი დაქორწინდა მართა მახვილაძეზე. მალე იგი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და საინგილოში გააგზავნეს კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად და ზაქათალის ოლქის მთავარუხუცესად. იმ პერიოდში, იქ მცხოვრებ ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის მეტად რთული და დაძაბული სიტუაცია იუო. იქ მსახურების სამი წლის განმავლობაში მამა პეტრემ შეძლო დაძაბული სიტუაციის განმუხტვა და მდგომარეობის დასტაბილურება. მისი მეუღლე მართა მახვილაძე კი ნამდვილი მაგალითი იყო ქრისტიანი მისიონერი დედებისა. მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლე (გარდაიცვალა 1896 წელს) მან, მეუღლესთან ერთად, ქართულ საქმესა და ქრისტიანობის გავრცელებას შესწირა. საინგილოში მას ,,დედა მართას” ეძახდნენ პატარა ბავშვები, რომელთაც იგი ასწავლიდა პირჯვრის გამოსახვას, ლოცვას, ქართულ ენასა და ლიტერატურას, გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკას, სამშობლოს სიყვარულს.

1865 წლიდან მამა პეტრე შიდა ქართლის მთიან

29


რეგიონში-ჯავაში გადაჰყავთ წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად და ამ ოლქის-ლიახვის ხეობის მთავარუხუცესად.

რელიგიური მდგომარეობა ჯავაში და საერთოდ მთიან ქართლში ძალზე რთული იყო. ქრისტიანებთან ერთად, ჯავის რაიონში ცხოვრობდნენ მაჰმადიანები და წარმართობის მიმდევარნი. მიუხედავად ასეთი მძიმე პირობებისა, მამა პეტრემ კარგად გაართვა თავი შიდა ქართლის ამ რეგიონში მოღვაწეობასაც, სადაც მან შვიდი წელი დაჰყო.

1872 წლიდან მამა პეტრე გადმოჰყავთ თბილისში სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად და, ამავე დროს, იგი ინიშნება ამიერკავკასიის ქალთა ინსიტუტის სჯულის მოძღვრად, სადაც დიდხანს, 37 წლის განმავლობაში იმუშავა ღირსეულად.

მამა პეტრე დიდხანს იყო აგრეთვე თბილისის სასულიერო სემინარიის საბჭოს წევრად. აქაც და საქალებო ინსტიტუტშიც იგი მარტო საღვთო სჯულს კი არა ასწავლიდა მოსწავლეებს, არამედ საქართველოს სიყვარულსაც და მტკიცედ იბრძოდა ქართველი მოწაფეების რუსიფიკატორი ბერების ,,მზრუნველობისაგან” დასაცავად მისი ცხოვრების კრედოს, მისსივე სიტყვები წარმოადგენდნენ: ,,მშობლიურ ენაზე უტკბესი, ხომ არა რომელიმე სხვა იქმნების” და ისიც, თავდაუზოგავად იბრძოდა მშობლიური ენის უფლებების აღსადგენად და დასაცავად, ქართულ ენაზე სახარების ქადაგებისა და წირვა-ლოცვების აღსრულებისათვის.

1880 წელს მამა პეტრეს დეკანოზის წოდება მიანიჭეს და ამ პერიოდიდან დაიწყო მისი უანგარო ქველმოქმედებაც. პირველ რიგში, დეკანოზმა პეტრემ საბუის ეკლესიას ძვირფასი საეკლესიო ინვენტარი შესწირა, აწყურის

30

წმინდა გიორგის ეკლესიას – სახარება და ბარძიმ-ფეშხუმი. ამავე სოფელში ააგო ეკლესია და დაარსა სახალხო ბიბლიოთეკა (სამკითხველო). უშურველად ზრუნავდა თავისი მეუღლის ნათესავებზე თუ სხვა მოყვასთა ბედზეც საინგილოს სოფელ კახის ქალთა სკოლას, სადაც მისი ძმისშვილი-სოფიო კონჭოშვილი-ყულოშვილისა მოღვაწეობდა, ათეულობით ძვირფასი წიგნი შესწირა. მან ანდერძშიც არ დაივიწყა მშობლიური სოფელი საბუე და იქ ეკლესიის ასაგებად 6 000 მანეთი დატოვა. მის ანდერძში საგანგებოდ იყო გამოყოფილი თანხები ყველა ეროვნული საქმისათვის: მოსწავლეთა სტიპენდიებისათვის, საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოებისათვის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის და ა.შ.


XIX ს-ის 80-იანი წლებიდან იწყება აგრეთვე დეკანოზ პეტრეს მთარგმნელობითი საქმიანობა, პრესასთან თანამშრომლობა და ბიბლიის თარგმანთა სწორება. ბიბლიის სწორება ურთულეს სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ჯერ არ არსებობდა ქართული ბიბლიოგრაფია, არ არსებობდა აგრეთვე, კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ტექსტის გამართვა. ამიტომ, დეკანოზ პეტრეს მხოლოდ საკუთარი ალღოთი და ინტუიციით უნდა ეხელმძღვანელა. მან მრავალი წელი მოანდომა ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი ბიბლიების შედარებასა და სწორებას. 1896 წელს, ჟურნალ ,,მოამბეში,” ამ მუშაობის ანგარიში გამოქვეყნდა. იგი პირველი იყო XVII – XIX სს-ის განმავლობაში, ვინც ბიბლიის ტექნოლოგიური სწორების წერილობითი შედეგები წარმოადგინა და ეგზარქოსმა ამისათვის მას მადლობა გამოუცხადა.

ბიბლიის სწორებასთან ერთად, დეკანოზ პეტრე კონჭოშვილს XIX ს-ის მიწურულს რუსეთიდან

31

უთარგმნია კითხვა-პასუხი მართლმადიდებლობის ძირითად საკითხებზე, ე.წ. კატეხიზმო. გამოსცა ბროშურა ,,კითხვანი აღსარებასა ზედა.” იერუსალიმში ყოფნისას, ქრისტეს აღდგომის ეკლესიაში სლავურიდან პირდაპირ ქართულად უთარგმნია იოსებ მშვენიერისადმი მიძღვნილი საგალობელი, რადგან იგი ქართულად არ მოიპოვებოდა. ამ პერიოდის პრესაში, კერძოდ ,,კვალში” გამოქვეყნდა მისი სტატია ,,საყურადღებოდ მედავითნეთა და მეფსალმუნეთა,” სადაც იგი კონკრეტულ რჩევებსა და მითითებებს აძლევდა მედავითნეებს. მისი სტატიები ქვეყნდებოდა ,,შრომაში,” ,,მოამბეში,” ,,ივერიაში,” ,,კვალსა” და ,,დროებაში” ,,ინწობელის” ფსევდონიმით, რომელიც მისი მშობლიური მხარის მდინარის სახელიდან არის ნაწარმოები; აგრეთვე ,,პეტრე იერუსალიმელით” (იერუსალიმში მისი მოგზაურობის აღსანიშნავად); 1905 წლიდან კი, მისი ეპისკოპოსად ხედსახმის შემდეგ - ,,იერუსალიმელ – ალავერდელი.” ,,ივერიის” 234-ე ნომერში გამოაქვეყნა სტატია ,,ივერიის ქართველთა მონასტერი ათონს,” რომელსაც ხელს აწერს ფსევდონიმით ,,მცხოვანი.”


1899 წლის 16 მარტს დეკანოზმა პეტრემ თავის ბავშვობის ოცნებას შეასხა ხორცი და მოსალოცად იერუსალიმისაკენ გაემგზავრა, ხოლო შემდეგ ათონის მთაზე. მოგზაურობა რამოდენიმე თვეს გაგრძელდა და იმავე წლის აგვისტოს ბოლოს ისევ საქართველოში დაბრუნდა. თავისი შთაბეჭდილებები ჯერ გაზეთ ,,ივერიაში” დაბეჭდა (1899 წლის ,,ივერიის” 11 ნომერი), ხოლო მოგვიანებით კი, 1901 წელს, ეს შთაბეჭდილებები ცალკე წიგნადაც გამოსცა.

გზად ნახულ ყველა ღირსშესანიშნაობას ავტორი დაწვრილებით და საქმის ცოდნით აღწერს, განსაკუთრებით ეხება ქრისტიანულ სიწმინდეებს

32

და ქართულ ეკლესია-მონასტრებს. ყოველი ტაძრის ან წმინდა ადგილის აღწერას წინ უმძღვანებს მოკლე ისტორიულ ექსკურსს, ცნობებს ისტორიიდან და ლიტერატურიდან და მხოლოდ ამის შემდეგ გვაწვდის ის საკუთარ შთაბეჭდილებებს.

1905 წლის 6 ოქტომბერს უკვე მხცოვანი მოძღვარი წმინდა სინოდმა ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩია. ამავე წლის 13 ნოემბერს (საინტერესოა, რომ მამა პეტრეს წმინდა სინოდისა და პეტერბურგისა და ლაგოდეხის მიტროპოლიტ ანტონისათვის (ვადკოვსკი) პირადად უთხოვია, რომ გამონაკლისის სახით, ძველი ტრადიციის თანახმად, ბერად აღკვეცის გარეშე, ეკურთხებინათ ეპისკოპოსად, მხოლოდ ანაფორის კურთხევით სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის, საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ქიროტონიის წესი შეასრულეს: საქართველოს ეგზარქოსმა, მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ნალიმოვი), იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძემ) და გორის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი).

აღსანიშნავია, რომ სინოდისა და მიტროპოლიტის დიდი დათმობის მიუხედავად, ეპისკოპოსად ხელდასხმიდან სამი დღის შემდეგ (1905 წლის 16 ნოემბერს) მეუფე პეტრემ ხელი მოაწერა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის პეტიციას (სამ ქართველ ეპისკოპოსთან ერთად), რითაც ყველას მია-ნიშნა, რომ მიუხედავად ოფიციოზის კათილგანწყობისა, იგი არ აპირებდა ქართული საქმის ღალატს.

1906 წელს მეუფე პეტრე დროებით ასრულებს იმერეთის ეპარქიის მმართველის მოვალეობას, რადგან ეპისკოპოსი ლეონიდე პეტერბურგში გაემგზავრა ავტოკეფალიის საკითხებზე მსჯელობისათვის.

33

ქუთაისში ჩასვლისთანავე მეუფეს გუბერნატო-რისათვის მოუთხოვია, შეეწყვიტათ ქუთაისის აწიოკება და გადაწვა, რაც ახლად გაჩაღებულ რევოლუციას უკავშირდებოდა. იმერეთში ყოფნისას აღსანიშნავია აგრეთვე ის, რომ მეუფე პეტრემ პერსონალურად გასცა ნებართვა, დაბეჭდილიყო მელიტონ კელენჯერიძის პოლემიკური წიგნი ,,სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ” (რუსულ ენაზე). ავტორმა ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა და წიგნი დაიბეჭდა ,,ტონკმელისის” ფსევდონიმით. ამ გვარად, მთელი პასუხისმგებლობა წიგნზე, რომელშიც დასამარებული იყო რუსული ოფიციოზის საეკლესიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ცენზორმა, ე.ი. მეუფე პეტრემ, აიღო თავის თავზე.

1907 წლის 6 აპრილს ეპისკოპოსი პეტრე კონჭოშვილი გორის ეპისკოპოსად დაინიშნა, ანუ ეგზარქოსის პირველ ვიკარად (ქორეპისკოპოსად). გორში მისი მოღვაწეობის შესახებ, თითქმის არაფერია ცნობილი. ერთი რამ კი დანამდვილებით უნდა ვივარაუდოდ: 1908 წელს, გორში, მტკვარზე აიგო ახალი ქვის ხიდი, რომელიც გამოირჩეოდა სიმტკიცით და შესანიშნავი არქიტექტურული გაფორმებით. ხიდის გახსნას დაეს-წრო მთელი იმდროინდელი ელიტა, მეფისნაცვლის მეთაურობით. სავარაუდოა, რომ მეუფე პეტრეც ესწრე-ბოდა და ხელმძღვანელობდა ხიდის კურთხევის ცერე-მონიალს.

1908 წელს მეუფე პეტრემ კიდევ ერთ დიდ საქმეს შეასხა ხორცი. მან შეასწორა და საკუთარი სახსრებით გამოსცა დიდტანიანი ხუცურად ნაბეჭდი ,,სამღვდელმთავრო კონდაკი,” რომლის შესავალშიც ეპისკოპოსი პეტრე მადლობას უხდის თანამშრომლობისათვის იმხანად დეკანოზ კორნელი კეკელიძეს და მღვდელ კალისტრატე ცინცაძეს.

34

მეუფე პეტრე აქტიურად თანამშრომლობდა ქართული გალობის აღმდგენ კომიტეტთან, ახალი კრიტიკული გამოცემისათვის ასწორებდა ძველი აღთქმის ტექსტსაც, იყო საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, საოლქო სასწავლო საბჭოს თავჯდომარე. მოღვაწეობის ბოლო წლებში კი აირჩიეს საქართველოს საეპარქიო-საეკლესიო მუზეუმის და სვეტიცხოვლის რესტავრაციის კომიტეტის თავჯდომარედ.

1908 წლის 28 მაისს საქართველო-იმერეთის სინო-დალური კანტორის კიბეებზე მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი. მისმა მკვლელობამ რუსული შავრაზმული ორგანიზაციები ძლიერ ააღელვა და მათ ქართული სამღვდელოების დაუფარავი დევნა-შევიწროება დაიწყეს. ეგზარქოსის მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია რუსეთში, რიაზანის სამების მონასტერში გადაასახლეს, რადგან იგი ნიკონის ბოიკოტირების აქტიური მომხრე იყო და ნიკონიც ,,წითელ არქიმანდრიტს” უწოდებდა მას.

ამბროსის გადასახლებამ ზარდამცემი გავლენა იქონია მეუფე პეტრეზე და ფაქტობრივად ამის შემდეგ იგი აღარც გამოკეთებულა. მეუფე პეტრე ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1909 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა და ანდერძისამებრ დაკრძალეს ალავერდის ტაძარში, საკურთხევლის წინ, მარჯვენა მხარეს. თეთრი მარმარილოს საფლავის ქვაზე, შემდეგი ორენოვანი (ქართულ-რუსული) წარწერაა ამოკვეთილი: ,,აქ განისვენებს გვამი გორის ეპისკოპოსის ყოვლად უსამღვდელოესის პეტრესი (კონჭოშვილისა).”

მეუფემ ქართველ ხალხს ანდერძად დაუტოვა ტკივილიანი სიტყვები: ,,სამწუხარო იქნება, თუ საქართველოს მამულები სხვა ტომთა ხელში გადავა

35

და ჩვენი ერი კი შემდეგ ბოგანოდ დარჩება. . . უკეთუ ჩვენმა ერმა დაცვა თავისი არსებობა აქამდის, ეს სხვათა მიზეზთა შორის იმისათვის, რომ თავის მამულზედა, მის წინაპართა სისხლით მორწყულზედ, იყო იგი მტკიცდ დამკვიდრებული,” და კიდევ: ,,დროა გამოვიღვიძოთ და განვიფრთხოთ ღრმა ძილი!” ამ ყველაფერს აფიქრებინებდა გონიერი მტერი და უგუნური მოყვარე სამშობლოსი და მშობლიური ეკლესიისა.

მეუფე პეტრე ეკლესიაში ერთგული და დამსახუ-რებული მოღვაწეობისათვის სხვადასხვა დროს დაჯილდოვებულ იქნა წმინდა ვლადიმერის III და IV ხარისხის ორდენებით, წმინდა ანნას II და III ხარისხის ორდენებით, სამკერდე ოქროს ჯვრით, წმინდა ნინოს ვერცხლის მედლით, იმპერატორ ალექსანდრე III-ის სამახსოვრო ვერცხლის ჯვრით, იმპერატორ მარიამის სახელზე მოჭრილი საიუბილეო მედლით და სხვა.

ადამიანი ფასდება იმისდამიხედვით, თუ როგორი სულით და გულით ემსახურა უფალს და მამულს. რწმენისა და მამულისათვის დამაშვრალი კაცი შთამომავლობისათვის მისაბაძ მაგალითად იქცევა ხოლმე და დიდ გავლენას ახდენს მომავალი თაობის სარწმუნოებითა და მამულიშვილური სულისკვეთებით აღზრდაზე. ასეთი ჭეშმარიტი მამულიშვილი გახლდათ ყოვლადუსამღვდელოესი გორის ეპისკოპოსი-პეტრე ინწობელიც.


საპატრიარქოს უწყებანი N21 10-16 ივნისი 2010წ. გვ. 18

ეპისკოპოსი პეტრე (კონჭოშვილი) 1836-1909


„საღმრთო ვალად ვრაცხ, გამოვხატო საჯაროდ, წინაშე ქართველი ერისა, რომ მე გულითადი, მხურვალე მომხრე ვარ საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენისა“

საქართველოს ეკლესიას მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთი გამორჩეული მღვდელმთავარი ჰყოლია. ზოგი მათგანი კარგად ახსოვს ქართველ ხალხს, ხოლო ზოგი, სამწუხაროდ, ნაკლებად..მომავალი ეპისკოპოსი პეტრე დაიბადა კახეთის ერთ-ერთ უძველეს და ძლიერ სოფელ საბუეში (დღევანდელი ყვარლის რაიონი) 1836 წელს. მამამისი, მღვდელი დავითი, საბუის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური იყო (გარდაიცვალა 1846 წელს). უფროსი ძმა მათეც ამავე ეკლესიის მედავითნე გახლდათ. დედა მარიამი (შესაძლოა, გვარად გოგიტაშვილი) ოთხ შვილს — მათეს, პეტრეს, სოლომონს და მელანიას ზრდიდა და ცდილობდა, არაფერი მოეკლო მათთვის. აგრეთვე აშკარაა, რომ ამ უბრალო ქართულ ოჯახს ჰქონდა ძლიერი თვითნაბადი, ხალასი ნიჭი და ქვეყნის სიყვარული. ასეთ გარემოში ჩამოყალიბდა პატარა პეტრეს პიროვნება. მოგვიანებით, 1899 წელს, დეკანოზი პეტრე წერდა: „სიყრმიდგან ჩემიდგან, რაც კი თავის ცნობაში მოვსულვარ, რაც კი ჩემ საყვა- რელ მშობელთაგან შემისწავლია პირჯვრის გამოსახვა და შევიძელ ხსენება და გამოთქმა სახელისა ყოვლად ტკბილისა უფლისა იესო ქრისტესი... იმ დროიდან, მარად-ჟამს ჩემთვის სანატრელი შეიქმნა მიმოხილვა და მოლოცვა წმინდა ადგილთა“. ეს ნატვრა მან მართლაც აისრულა და ქართულ სამოგზაურო ჟანრს შესანიშნავი წიგნიც შესძინა. პეტრე კონჭოშვილმა დაამთავრა ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1859 წელს თბილისის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც თელავის სასულიერო სასწავლებელში დაბალი კლასე-ბის მასწავლებლად განამწესეს. თანდაყოლილი ნიჭის წყალობით შესანიშნავად შეისწავლა წმინდა წერილი, ქრისტიან მამათა ნაწერები, კარგად ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მან ყველაზე მეტად ქართული ენა, ლიტერატურა და ისტორია შეიყვარა და მთელი სიცოცხლე მშობლიური ენის და სარწმუნოების უფლებებისათვის იღწოდა. ამიტომ ისმის გულიდან ამოძახილივით მისი სიტყვები: „მშობლიურ ენაზე უტკბილესი ხომ არა რომელიმე სხვა ენა იქმნების“. XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს პეტრე კონჭოშვილი დაქორწინდა მართა მახვილაძეზე. 186 წელს იგი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ლიახვის ხეობაში, სოფელ ჯავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე ოლქის მთავარხუცესად დანიშნეს. აღსანიშნავია, რომ ჯავაში მამა პეტრე შეხვედრია ცნობილ ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძეს, იმ დროს კოლეგიის ასესორს. იგი პეტრე კონჭოშვილს მოიხსენიებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე „ნიჭიერსა და სანდო“ პიროვნებას კავკასიის ამ რეგიონში მოღვაწე სამღვდელო პირთა შორის. XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში საინგილოში ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის ძლიერ დაიძაბა მდგომარეობა (ლეკებმა მოკლეს გენერალი შალიკაშვილი, გაანადგურეს მისი რაზმი, ზაქათალის ოლქში მოქმედი 12 სამრევლოდან დარჩა მხოლოდ სამი: კახის, ალიბეგლოს და ყორაგანის). ამასთან დაკავშირებით 1865 წლის 16 ნოემბრიდან მღვდელი პეტრე კონჭოშვილი საინგილოში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. ამ გადაყვანით ჩანს, რომ მამა პეტრეს იქ განსაკუთრებული მისია უნდა შეესრულებინა. მართლაც, საინგილოში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და იქ მსახურების სამი წლის განმავლობაში მამა პეტრემ შეძლო და- ძაბულობის განმუხტვა და მდგომარეობის დასტაბილურება. ორიოდე სიტყვით გვინდა მოვიხსენიოთ მისი მეუღლე მართა მახვილაძე (გარდაიცვალა 1896 წელს, დასაფლავებულია ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში). იგი ნამდვილი მაგალითი იყო ქრისტიანი, მისიონერი დედებისა. მან მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლე, მეუღლესთან ერთად, ქართულ საქმეს და ქრისტიანობის გავრცელებას შესწირა. საინგილოში, კერძოდ, სოფელ კახში,

 21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 10-16 ივნისი 2010წ. 19


ეპისკოპოსი პეტრე (კონჭოშვილი) 1836-1909 (გაგრძელება)

მას თურმე „დედა მართას“ ეძახდნენ პატარა ინგილო ბავშვები, რომელთაც იგი ასწავლიდა პირჯვრის გამოსახვას, ლოცვას, ქართულ ენასა და ლიტერატურას, გეოგრაფიას, არითმეტიკას, და რაც მთავარია, სამშობლოს სიყვარულს. მართა მახვილაძეკონჭოშვილზე პატარა მოგონება შემოგვინახა მისმა ერთმა ყოფილმა მოწაფემ, შემდეგში ცნობილმა ინგილო ისტორიკოსმა, მოსე ჯანაშვილმა. 1868 წლის 11 ივნისს მამა პეტრე თბილისში გადმოჰყავთ და სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად ინიშნება. ამავე წლის 1 სექტემბერს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მოძღვარი და მასწავლებელი ხდება, სადაც მთელი 37 წლის განმავლობაში ღირსეულად იღვაწებს. აქ იგი საღვთო სჯულის სწავლებასთან ერთად მტკიცედ იბრძვის, რათა ქართველი მოწაფეები დაიცვას რუსიფიკატორი ბერების „მზრუნველობისაგან“. თუმცა მამა პეტრე იმასაც ჩივის, რომ ხშირად სხვა მღვდლები სათანადოდ ვერ უჭერენ მხარს და იგი უმცირესობაში ექცევა ხოლმე. ამ პერიოდში დაიწყო მამა პეტრემ განსაკუთრებული, უანგარო ქველმოქმედება. უპირველესად კი თავისი კუთხე, კახეთი არ ავიწყდება. საბუის ეკლესიას მან ძვირფასი საეკლესიო ინვენტარი შესწირა, აწყურის წმინდა გიორგის ეკლესიას — სახარება და ბარძიმფეშხუმი. ამავე სოფელში ააგო ეკლესია და სახალხო ბიბლიოთეკა (სამკითხველო) დააარსა. უშურველად ზრუნს თავისი მეუღლის ნათესავებისა თუ სხვა მოყ- ვასთათვის. საინგილოში, სოფელ კახის ქალთა სკოლას, სადაც მისი ძმისშვილი — სოფიო კონჭოშვილიყულოშვილისა მოღვაწეობდა, ათეულობით ძვირფასი წიგნი შესწირა. პეტრე კონჭოშვილმა ანდერძშიც არ დაივიწყა მშობლიური სოფელი საბუე და იქ ეკლესიის ასაგებად 6 000 მანეთი დატოვა. მის ანდერძში სხვადასხვა ოდენობის თანხაა გამოყოფილი თითქმის ყვე- ლა ეროვნული საქმისათვის: მოსწავლეთა სტიპენდიებისთვის, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის და ა. შ. მამა პეტრეს ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის მიღებული ჰქონდა სხვადასხვა სახის ჯილდოები: 1880 წელს მას დეკანოზის წოდება მიენიჭა, 1894 წლის 15 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი, 1896 წლის 5 აგვისტოს სასწავლო დარგში გამოჩენილი ყურადღებისათვის ქართული „ბიბლიით“ დაჯილდოვეს, 1898 წლის 6 მაისს ენქერი უბოძეს, 1903 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი. გარდა ამისა, დეკანოზი პეტრე ასევე დაჯილდოებული იყო წმინდა ანას III და II ხარისხის ორდენებით, იასამნისფერი კამილავკით, სამკერდე ოქროს ჯვრით, საგვერდულით, წმინდა ნინოს ვერცხლის მედლით, იმპერატორ ალექსანდრე III-ის სამახსოვრო ვერცხლის ჯვრითა და 1897 წლის 2 მაისს იმპერატორ მარიამის სახელზე მოჭრილი ასწლიანი საიუბილეო მედლით. 1905 წლის 6 ოქტომბერს უკვე მხცოვანი მოძღვარი წმინდა სინოდმა ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩია. ამავე წლის 13 ნოემბერს (საინტერესოა, რომ მამა პეტრეს წმინდა სინოდისათვის და პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტ ანტონისათვის (ვადკოვსკი) პირადად უთხოვია, რომ გამონაკლისის სახით, ძველი ტრადიციის თანახმად, ბერად აღკვეცის გარეშე ეკურთხებინათ ეპისკოპოსად, მხოლოდ ანაფორის კურთხევით) სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მას ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ქიროტონიის წესი შეასრულეს: საქართველოს ეგზარქოსმა, მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ნალიმოვი), იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) და გორის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი). აღსანიშნავია, რომ სინოდისა და მიტროპოლიტის დიდი დათმობის მიუხედავად, ეპისკოპოსად ხელდასხმიდან სამი დღის შემდეგ (1905 წლის 16 ნოემბერს) მეუფე პეტრემ ხელი მოაწერა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის პეტიციას (სამ ქართველ ეპისკოპოსთან ერთად), რითაც ყველას მიანიშნა, რომ მიუხედავად ოფიციოზის კეთილგანწყობისა, იგი არ აპირებდა ქართული საქმისათვის ღალატს. ეს აზრი მეუფემ ნათლად გამოხატა 1906 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში. იგი წერდა: „საღმრთო ვალად ვრაცხ, გამოვხატო საჯაროდ, წინაშე ქართველი ერისა, რომ მე გულითადი, მხურვალე მომხრე ვარ საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენისა“. 1906 წელს მეუფე პეტრე დროებით ასრულებს იმერეთის ეპარქიის მმართველის მოვალეობას (ეპისკოპოს ლეონიდეს პეტერბურგში გამგზავრებასთან დაკავშირებით). ქუთაისში ჩასვლისთანავე, მეუფეს, უპირველესად, გუბერნატორისათვის მოუთხოვია, შეეწყვიტათ ქუთაისის აწიოკება და გადაწვა, რაც ახლად გაჩაღებულ რევოლუციას უკავშირდებოდა. იმერეთში ყოფნისას აღსანიშნავია აგრეთვე ის, რომ მეუფემ პერსონალურად გასცა ნებართვა დაბეჭდილიყო მელიტონ კელენჯერიძის პოლემიკური წიგნი: „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ“

21-2  საპატრიარქოს უწყებანი N21 10-16 ივნისი 2010წ. 20

ეპისკოპოსი პეტრე (კონჭოშვილი) 1836-1909 (დასასრული)

(რუსულ ენაზე). ავტორმა ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა და წიგნი დაიბეჭდა „ტონკმელისის“ ფსევდონიმით. ამგვარად, მთელი პასუხისმგებლობა წიგნზე, რომელშიც დასამარებული იყო რუსული ოფიციოზის საეკლესიო პოლიტიკა საქართველოში, ცენზორმა, ე. ი. მეუფე პეტრემ აიღო თავის თავზე. 1908 წელს კი მეუფემ კიდევ ერთ დიდ საქმეს შეასხა ხორცი. მან შეასწორა და საკუთარი სახსრებით გამოსცა დიდტანიანი ხუცურად ნაბეჭდი „სამღვდელმთავრო კონ-დაკი“ (წიგნის შესავალში ეპისკოპოსი პეტრე თანამშრომლობისათვის მადლობას უხდის იმხანად დეკანოზ კორნელი კეკელიძეს და იმ დროისთვის მღვდელ კალისტრატე ცინცაძეს). 1907 წლის 6 აპრილს ეპისკოპოსი პეტრე გორის ეპისკოპოსად დაინიშნა. იგი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1909 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა და, ანდერძისამებრ, ალავერდის ტაძარში დაასაფლავეს. ცოტა ადრე მან რუსულიდან თარგმნა პ. სმირნოვის „მართლმადიდებელთა სახელმძღვანელო“ („კატეხიზმო“), რომელსაც ქართულ პრესაში დადებითი რეცენზიებით გამოეხმაურნენ. მეუფე პეტრე აქტიურად თანამშრომლობდა ქარ- თული გალობის აღმდგენ კომიტეტშიც, ახალი კრიტიკული გამოცემისათვის ასწორებდა ძველი აღთმის ტექსტსაც, იყო საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, საოლქო სასწავლო საბჭოს თავმჯდომარე და ა. შ. ეპისკოპოს პეტრეს შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუშია იერუსალიმსა და ათონზე მოგზაურობის წიგნი, რომელიც 1901 წელს დაიბეჭდა თბილისში (ახლდა წმინდა მიწის საილუსტრაციო შესანიშნავი 16 ლითოგრაფია). გადასახლებაში მყოფ ეპისკოპოს კირიონთან (საძაგლიშვილი) მიწერილი მისი წერილები ცხადჰყოფს, რომ 1901 წლის შემდეგ მეუფე პეტრე ცდილობდა მეორედ, შევსებული სახით გა-მოეცა „მოგზაურობის“ წიგნი, მაგრამ, სამწუხაროდ, მის განზრახვას აღსრულება არ ეწერა. ეპისკოპოსმა პეტრემ იერუსალიმისა და ათონის ეკლესია-მონასტრების გარდა, მხურვალედ მოილოცა სმირნის (იზმირის) წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია, კიევო-პეჩორის ლავრა და სხვა მრავალი წმიდა ადგილი. რას ევედრებოდა იგი უფალს? ალბათ, დაბეჯითებით შეიძლება ვივარაუდოთ: მშობლიური ეკლესიის, ხალხის, მამულის სიცოცხლესა და აღორძინებას შესთხოვდა უფალს! ჩვენ კი პავლე მოციქულის სიტყვებით კიდევ ერთხელ მოვიგონოთ ეს შესანიშნავი მოძღვარი, რომელიც ალავერდის დიდებულ ტაძარში განისვენებს: „ამიერითგან მომელის მე სიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მომცეს მე უფალმან“ ( ტიმ. 4. 8).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.12.2022
ბოლო რედაქტირება 28.09.2025
სულ რედაქტირებულია 8





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0