თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
წურწუმია გიორგი (გოჩა) - დეკანოზი.
2003 წლის 6 აპრილს დიაკვნად კურთხევა. 2008 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა, ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. 2011 წლის 02 ივნისს დაჯილდოვდა: გამშვენებული ჯვრით - ვაკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი და საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური.
2003 წლის 6 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი ამავე ტაძრის სტიქაროსანს გოჩა წურწუმიას. ახლადნაკურთხ დიაკონს სახელად გიორგი ეწოდა.
21 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: არქიმანდრიტის წოდებით იღუმენი მელქისედეკი (ხაჩიძე) და იღუმენი ადამი (ახალაძე);
გამშვენებული ჯვრითა და მიტრით -–- დეკანოზი მაქსიმე ფაიქაძე;
გამშვენებული ჯვრით -–– დეკანოზი პეტრე ბარამიძე და დეკანოზი დავით შაქარაშვილი;
ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით – მღვდელმონაზონი გაბრიელი (ქაჯაია);
ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით – მღვდელი გიორგი კუსრაძე, მღვდელი ანტონ გელაშვილი, მღვდელი მიქაელ თევზაძე, მღვდელი გიორგი წურწუმია და მღვდელი ევდემოზ ალელიშვილი.
2 ივნისს საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები: არქიმანდრიტის წოდებით - ყოვლადწმინდა საების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, იღუმენი ანდრონიკე (წიქარიშვილი); მიტრით -საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი; გამშვენებული ჯვრით ––- ვაკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი და საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ჯიბუტი; ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის (სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო) მღვდელმსახური, დეკანოზი ანტონ გელაშვილი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის (სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო) მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი წურწუმია; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი გიუტაშვილი.
წურწუმია მიქაელი - დეკანოზი.
2005 წლის 20 მარტს დაჯილდოვდა ტარების უფლებით. 2009 წლის 13 დეკემბერს დაჯილდოვდა მეორე ჯვრის ტარების უფლებით; უნივერსიტეტის, წმიდა დავით აღმაშენებლის სახ. ტაძრის წინამძღვარი
20 მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმზე ყოვლადწმიდა სამების. საპ- ატრიარქო ტაძარში უწმიდესმა. და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა უნივერსიტეტის, წმიდა დავით აღმაშენებლის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელი (წურწუმია).
13 დეკემბერს რუსთავის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მეუფე იოანე რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსად სახელდვა და საჩუქრად პანაღია უსახსოვრა.დააჯილდოვა: კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სასულიერო პირები და უნივერსიტეტის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ წურწუმია — მეორე ჯვრის ტარების უფლებით; დეკანოზი პაატა თავართქილაძე — მიტრის ტარების უფლებით; იღუმენი ვახტანგი (ლიპარტელიანი) ― გამშვენებული ჯვრით; მღვდელი ელგუჯა ბაბუნაძე — ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით.
წურწუმია იოანე, დეკანოზი სარკე. თბილისი, 2022. 16-22 თებერვალი. N 7 (1257). გვ. 10-11.