სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11859

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ანუა მარიამი მონაზონი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 28 ფოტო

"ერთხელ, როდესაც ვლოცულობდით, ეკლესიაში ნასვამი  მეომარი შემოვიდა. მან ხატებს და ხალხს სროლა დაუწყო. რამოდენიმე ინვალიდი: ასაკოვანი მამაკაცი, მისი ცოლი და ქალიშვილი წმ. გიორგის ხატის გვერდით ისხდნენ.


ამ მომხდურმა მოკლა მამაკაცი. მძიმედ დაჭრა მისი მეუღლე და ქალიშვილი. თბილი სისხლი ნაკადულივით მოედინებოდა... მკვლელი ივერიის ღვთისმშობლის ხატის გვერდით იდგა. მე ვიდექი წმ. ნიკოლოზის სასწაულმოქმედ ხატთან. ჩემთვის ვფიქრობდი: აღსარება ჩაბარებული მაქვს, ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ნაზიარები ვარ, ახლა მე სიხარულით მოვკვდები ჩემი ღმერთისთვის, იესო ქრისტესთვის. მკვლელმა იარაღი მომიშვირა, მაგრამ მოხდა საოცრება. ტყვია არ გავარდა, შემდეგი კი ამცდა. ამ დროს მე დავინახე, როგორ გაბრწყინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი. გამძვინვარებულმა მკვლელმა ეკლესიის გუმბათს დაუწყო სროლა. შემდეგ დაჭრილების მხარეს მიტრიალდა. უკვე მკვდარ მოხუცებულს ტყვია დაუშინა და მჭიდი ბოლომდე დაცალა. კაცი, რომელიც ჩემს მოკვლას ცდილობდა, ჩემი ქალიშვილისაგან ძალიან ახლო მანძილით იყო დაშორებული. მანანასაგან ზურგით იდგა. ჩემი ქალიშვილი ცახცახებდა. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა. სიკვდილის მოლოდინში ტიხვინის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს ევედრებოდა, რათა დახმარებოდა მას ღირსეულად მომკვდარიყო. მთელი ამ დროის განმავლობაში მანანა ევედრებოდა ღვთისმშობელს შემდეგი სიტყვებით: „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ! მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა...“, ბოლოს კი, ქანცგაწყვეტილი, ჩუმად, თავისთვის იმეორებდა მხოლოდ ერთ სიტყვას „ღვთისმშობელო“. ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვა: „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ...“ არ მოცილებია მის ტუჩებს იმ 52 დღის განმავლობაში, რომელიც ჩვენ ტყვეობაში გავატარეთ. ამ ლოცვამ მოახდინა სასწაული. მანანა გარდაუვალი სიკვდილისაგან იხსნა, იმ მთვრალი მომხდურისაგან, რომელიც მისგან ზურგშექცევით იდგა და მას ვერ ხედავდა. ამ ლოცვამ ის სხვა მოსალოდნელი უბედურებისაგანაც იხსნა. ეს ლოცვა მას ამშვიდებდა.

მე მადლობას ვუხდი ჩვენს უფალს, უტკბილეს იესო ქრისტეს ჩვენი გადარჩენისათვის."

აფხაზეთის ომის დროს მომხდარი სასწაულები

მონაზონი მარიამი (ანუა)

P.s.ფოტოზე :დედა მარიამი საპატრიარქოს ტიხვინის ღვთისმშობლის ხატთან ერთად..

ანუა - გვარის 2 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.


ანუა იური (გიორგი დიმიტრის ძე), მღვდელი, 1934-1993წწ 

ანუა მარიამი მონაზონი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 28 ფოტო


სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.