
ბასილაია იოთამ იღუმენი დაბ. 1964წ. მოღვ. მცხეთა 2024 წ.
საპატრიარქოს უწყებანი N16 8-14მაისი 2008წ გვ. 4
აღკვეცა
25 აპრილს თბილისის თაბორის მთის ფერისცვალების სახელობის მონასტერში არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი პახუმი შელია (სახელად უწოდა ანტონი) და თბილისის სასულიერო აკადემიის მეორე კურსიის სტუდენტი ვახტანგ ბასილაია (სახელად უწოდა იოთამი).
საპატრიარქოს უწყებანი N46 15-21იანვარი 2009წ გვ.11
ხელდასხმა
28 დეკემბერს სოფელ პატარძეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) დიაკვნად აკურთხა თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის ეკონომოსი, ბერი იოთამი (ბასილაია).
საპატრიარქოს უწყებანი N11 25-31 მარტი 2010წ გვ. 4
ხელდასხმა
7 მარტს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ-დიაკვანს იოთამს (ბასილაია).
საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2011წ გვ.5
დაჯილდოება
13 ნოემბერს, ასი ათას ქართველ მოწამეთა ხსენების დღეს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამღვდელოება დააჯილდოვა: ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი როსტომ კუჭუხიძე –– მიტრის ტარების უფლებით; შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) – მეორე გამშვენებული ჯვრით; სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე – გამშვენებული ჯვრით; მარტყოფის ღვთაების მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი შალვა (შენგელია) –- ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელ-მონაზონი იოთამი (ბასილაია) –– ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.