სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11851

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბეწუნაიძე ადამ იოანეს ძე დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ბეწუნაიძე ადამ იოანეს ძე დეკანოზი

2010 წლის 20 ივნისს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით.

2025წ. მდგომარეობით დეკანოზი ალავერდი (ახმეტა) წმიდა გიორგი ტაძარი


ბეწუნაიძე ადამ  დეკანოზი,  1994 წ. ალავერდი (ახმეტა) წმიდა გიორგი ტაძარი, 

დეკანოზი ადამ ბეწუნაიძე 1959 წლის 21 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.

1976 წელს დაამთავრა ქვემო ალვანის საშუალო სკოლაში. სწავლა განაგრძო თბილისის 49-ე ტექნიკურ სასწავლებელში, რადიო ამწყობის სპეციალობით.

1981 წელს ჩაირიცხა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში და 1985 წელს მიიღო დაწყებითი სამხედრო სწავლების და ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

1986-87 წლებში მასწავლებლად მუშაობდა.

1988 წელს გადავიდა თუშეთის მეურნეობის დირექტორის მოადგილედ სამეურნეო დარგში.

1989-92 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 

1992 წელს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა.

1992 წლის 20 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული წმინდა პანტელეიმონის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვრად დაინიშნა. 

1994 წლიდან ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში მსახურობს.

2000 წლის 27 ოქტომბერს აბბა ალავერდელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძე) ოქროს ჯვრით დააჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიანიჭა.

საპატრიარქოს უწყებანი N27 18-31აგვისტო 2010წ გვ. 8

20 ივლისს, ომალოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით: ალავერდის ტაძრის დეკანოზები ადამ ბეწუნაიძე და დავით ჭვრიტიძე, ახმეტის ჯვარპატიოსნის დეკანოზი ისააკ ფეიქრიშვილი. კათოლიკოს-პატრიარქმა დააჯილდოვა ასევე ალავერდის ეპარქიის რამდენიმე მოძღვარი: იყალთოს ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ზაქარია ჩიხრაძე - დეკანოზის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით, თელავის წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი რაჟდენ თანდილაშვილი - ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. კურდღელაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი რომანოზ ექვთიმიშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. ქისტაურის წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი პაპუნაშვილი - ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.

ბეწუნაიძე - გვარის 3 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ბეწუნაიძე ადამ იოანეს ძე დეკანოზი
ბეწუნაიძე ადამ იოანეს ძე - დეკანოზი. 2010 წლის 20 ივნისს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით.

2025წ. მდგომარეობით დეკანოზი ალავერდი (ახმეტა) წმიდა გიორგი ტაძარი

სრულად ნახვა
ბეწუნაიძე იოანე - დეკანოზი.

1986-1988წ. ღვთივგანისვენა დეკანოზი ალავერდი (ახმეტა) წმიდა გიორგი ტაძარი

სრულად ნახვა
ბეწუნაიძე ვაჟა იოანეს ძე - დეკანოზი.

თბილისის დიდუბის ეკლესიაში, დაკრძალულია ქვემო ალვანის სამაროვანში.

2003წელს უწმიდესმა და. უნეტარესმა რწმენისა და სამშობლოსათვის თავდადებული შრომისათვის მამა ვაჟას ერთ-ერთი თავისი ჯვარი გადასცა.

სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.