2020წ. მდგომარეობით იღუმენია რუისისა და ურბნისის ეპარქია
გეგიძე ბარბარე იღუმენია; რუის ურბნისის ეპარქია 2020წ. ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N6 10-16 თებერვალი 2011წ გვ.3
დაჯილდოება
27 იანვარს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა რუისისა-ურბნისის ეპარქიაში მოღვაწე მონაზვნები.
ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით:
ურბნისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ბარბარე (გეგიძე); ბებნისის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ეკატერინე (ელოშვილი); მერეს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მარიამი (კურტანიძე); ორთუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მარიამი (ჩხაიძე); ქვიშხეთის მაცხოვრის აღდგომის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ანთია (თავართქილაძე).