სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12236

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გესლაიძე იაკობ (იოანე) ღვთისავარის ძე მღვდელმონაზონი

დაბ. სოფ. ჯვარბოსელი (თუშეთი) 1870-1914წწ.  გვარი იმ პერიოდისთვის გესლაშვილი;

გესლაშვილი იაკობი - ერისკაცობაში იოანე ღვთისავარის ძე,  1870-1914წწ. მღვდელმონაზონი, შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი


მღვდელმონაზონი იაკობი - ერისკაცობაში იოანე ღვთისავარის ძე გესლაშვილი


1870 წელს თბილისის გუბერნიის, თიანეთის მაზრაში, სოფელ ჯვარბოსლევში გლეხის ოჯახში დაიბადა. სწავლა-განათლება ოჯახში მიიღო.

1896 წელს დავით გარეჯის მონასტერში მორჩილად განამწესეს.

1898 წელს ათონის მთის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ქართველთა სავანეში გაემგზავრა, სადაც სამწლიანი მორჩილების გავლის შემდეგ 1902 წელს ამავე სავანის წინამძღვარმა სქემმღვდელმონაზონმა იონამ (ხოშტარია) ბერად აღკვეცა და სახელად იაკობი უწოდა.

1910 წელს სამშობლოში დაბრუნდა და შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის საძმოში განამწესეს.

1911 წელს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.

1913 წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) დიაკვნად აკურთხა.

1914 წლის 9 მარტს მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელმონაზონი იაკობი 1914 წლის ზაფხულში მოულოდნელად გარდაიცვალა. შემორჩენილი წერილი, რომელსაც ამავე მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნაზარი (ლეჟავა) უგზავნის მონასტრის ძმობას: “მაღალ ღირს იოვანე ნათლის მცემლის არქიმანდრიტს გერასიმეს - უზომოთ და გამოუთქმელად შემაწუხა ტრაგიკულმა სიკვდილმა მეტად ღირსის მამა იაკობისამ. ღმერთმა აცხოვნოს და დაუმკვიდროს ზეცათა სასუფეველი. ეხლა ჩემის ამა მოწერილობისა თანავე გააღეთ მისი სენაკი თანდასწრებით ყველა ძმათა და აღწერეთ ყოველივე რაიცა ცხოვნებულს დარჩა ან ფულად ან ტანისამოსით. მოაწერეთ ყველამ ხელი და ეს აქტი მე გამომიგზავნეთ მთავრობასთან წარსადგენად. მერმეთ ყოველის პატივისცემით და გულს მოდგინებით და სიყვარულით, ისე როგორც იმედი მაქვს დაასაფლავეთ. ამასთანავე გიგზავნით ოთხს ცალს .. ნახვამდის. გულით ვინაწილებ ძმათა მწუხარებას მამა იაკობისა. თივის საქმე თქვენ იცით. დაბეჭდილი ნივთების .. რომელიც მამა იაკობს ჰქონდა, მამა მაკარის ჩააბარეთ. თქვენი არქიმანდრიტი ნაზარი“. ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი: მღვდელმონაზონი ზენონი (სუმბაძე, იხ. ზემოთ). 

გვ208

გესლაიძე - გვარის 1 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გესლაიძე იაკობ (იოანე) ღვთისავარის ძე - მღვდელმონაზონი. დაბ. სოფ. ჯვარბოსელი (თუშეთი) 1870-1914წწ.  გვარი იმ პერიოდისთვის გესლაშვილი; სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.