სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გვაჯაია იოანე (ზაზა) არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გვაჯაია იოანე (ზაზა) არქიმანდრიტი

2004წლის 6 ივლისს  თბილისის სასულიერო სემინარის კურსდამთავრებული, მორჩილის ბერად აღკვეცა, 2004წლის 26 დეკემბერი ბერდიაკვნად ხელდასხმა. დაბ. ზუგდიდი 1975-2012წწ მოღვ. დიღომი ნაქულბაქევის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი, დაკრძ. იქვე 

2007წ. ბერი ხირსა (სტეფანე ხირსელი, სიღნაღი) მამათა მონასტერი


გვაჯაია იოანე 1975-2012წწ არქიმანდრიტი, დაბ. ზუგდიდი მოღვ. დიღომი ნაქულბაქევის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი, დაკრძ. იქვე 2007წ. კაბოსანი ხირსა (სიღნაღი) მამათა მონსტერი

საპატრიარქოს უწყებანი N26 23-29ივლისი 2004წ გვ.9 

ბერად აღკვეცა

6 ივლისს, უწმინდესისა და უნრტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ლოცვა კურთხევით, ტიბაანის წმინდა სტეფანე ხირსელის სახ. მამათა მონასტერში მღვდელმონაზონმა სერაფიმემ (ჭედია) ბერად აღკვეცა თბილისის სასულიერო სემინარის კურსდამთავრებული, მორჩილი ზაზა გვაჯაია. ახლადაღკვეცილ ბერს სახელად იოანე ეწოდა.

საპატრიარქოს უწყებანი N1 7-13იანვარი 2005წ გვ.5

კურთხევა სიონის საპატრიარქო ტაძარში

26 დეკემბერს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში ორი ხელდასხმა შეასრულა. უწმიდესმა დიაკონი თეიმურაზ თათარაშვილი მღვდლად აკურთხა ხოლო ბერ იოანეს (გვაჯაია) ბერ-დიაკვნად დაასხა ხელი.

საპატრიარქოს უწყებანი N13 31მარტი-6აპრილი 205წ გვ.6

ხელდასხმა

27 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკონ იოანეს (გვაჯაია), რომელიც იმსახურებს დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებულ ნაქულბაქევის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში. იმავე დღეს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი წალკის რაიონის სოფელ ოლიანკას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის ბერ საბას (ქირია). იგი იმავე მონასტერში იმსახურებს.

საპატრიარქოს უწყებანი N27 17-30სექტემბერი 2009წ გვ.5

დაჯილდოება

6 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ნაქულბაქების წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იოანე (გვაჯაია); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — დიღმის წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ლუკა სუპატაშვილი; დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით — დედოფლისწყაროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკა-თედრო თაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზ ლომსაძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ზემო მაჩხაანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ჯინაშვილი; არბოშიკის წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლე-სიის წინამძღვარი, მღვდელი ლევან იაკობიშვილი.

საპატრიარქოს უწყებანი N22 17-23 ივნისი 2010წ გვ. 4

დაჯილდოება

1 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით − ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იოანე (გვაჯაია). ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი შიო (ლომიძე). ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით მღვდელი გიორგი ჭეჟანიშვილი.  

საპატრიარქოს უწყებანი N30 23-29სექტემბერი 2010წ გვ. 5

5 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იოანე (გვაჯაია); გამშვენებული ჯვრით — ფონიჭალას დასახლებაში მდებარე, 153 საშუალო სკოლის ტერიტორიაზე არსებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი გუგენიშვილი; თბილისის წმინდა ჯვრის მამის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი.

საპატრიარქოს უწყებანი N6 10-16 თებერვალი 2011წ გვ.4

ტაძრის კურთხევა და ხელდასხმა 

18 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქ. თბილისში გაიხსნა მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ეკლესია და მამათა მონასტერი. ახალი ტაძარი აკურთხა და პირველი წირვა აღავლინა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი). კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვაკურთხევით, ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა არქიმანდრიტი იოანე (გვაჯაია). ეპისკოპოსმა იაკობმა მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ გიორგის (ქობალია). მღვდელ-მონაზონი გიორგი ამავე ტაძარში იმსახურებს,

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.