2008წ. მდგომარეობით დეკანოზი რუისისა და ურბნისის ეპარქია
გიორგობიანი შალვა დეკანოზი, ურბნისისა და რუისის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.552000 წელს მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით სოფელში ღვთისმსახურად აკურთხეს მღვდელმონაზონი იოანე (ოხანაშვილი). მისი თაოსნობითა და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით დაიწყო დანგრევის პირას მისული X საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის რესტავრაცია. ჟამთა სიავისა და მოუვლელობის გამო მას პირვანდელი სახე დაკარგული ჰქონდა. ღვთის შეწევნით, 2000 წლის ზაფხულში შეძლებისდაგვარად მოხერხდა ტაძრის გასუფთავება-გამაგრება. გადაიხურა, მოიხსნა ახალი ნალესობა და გამოჩნდა XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები.
2000 წლის 31 აგვისტოს მეუფე იობმა აკურთხა აღდგენილი ტაძარი. მრავალი წლის შემდეგ პირველად აღესრულა საღმრთო ლიტურგია. იმ დღეს აკურთხეს მამა იოანე ტაძრის წინამძღვრად. რამდენიმე წლის შემდეგ კი დაიწყო დედათა მონასტრის მშენებლობა და წინამძღვრად დაინიშნა სამონაზვნე ბარბარე (ივანიშვილი), ტაძრის მოძღვრად კი მღვდელი შალვა გიორგობიანი. ერთი წლის შემდეგ ტაძრის მოძღვრად დაინიშნა სქემმღვდელმონაზონი ბასილი (კაკიაშვილი).