სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

დარახველიძე ისაია (ბარნაბა) მღვდელმონაზონი

2013 წლის 10 იანვარს, ბერად აღკვეცა.

2020წ. მდგომარეობით მღვდელმონაზონი რუისისა და ურბნისის ეპარქია

დარახველიძე ბარნაბა  ბერი, ურბნისისა და რუისის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.58

დარახველიძე ისაია მღვდელმონაზონი ; ხელდასხმა საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2019. 23 - 29 მაისი. N19 (929). გვ. 6. რუის ურბნისის ეპარქია 2020წ. 

აღკვეცა
10 იანვარს თბილისის თაბორის მთის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) ბერად აღკვეცა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის დიაკონი ბარნაბა (დარახველიძე) და სახელად ისაია უწოდა.

ბერი ბარნაბა (დარახველიძე) შემოგვიერთდა: - ბათუმის პედაგოგიური კოლეჯის დამთავრების შემდეგ თბილისის თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ ეროვნულ აკადემიაში ჩავაბარე. ორი წლის შემდეგ საკუთარი ნებით დავტოვე აკადემია - უფალმა მომიწოდა, ბერული ჯვარი მეტვირთა, რომელიც ტკბილი არის და მსუბუქი. ჩემი მშობლები მორწმუნეები იყვნენ და ღვთის ნებით იღებდნენ ჩემს ყოველ გადაწყვეტილებას. 2005 წელს გავხდი აღმსარებელი. პირველად ბათუმის ახალშენის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ ვასილ ბერიძეს ვთხოვე ჩემი დამძიმებული მდგომარეობიდან გამოყვანა. მან მიმიღო, როგორც ძე შეცდომილი და დამარიგა.

მშობლების ლოცვა-კურთხევით წამოვედი მონასტერში და ბერული აღთქმა დავდე.

ადამიანში მთავარი სინანულია. ერში ყოფნის დროს მეც მეგონა, რომ რწმენა მქონდა, მაგრამ... უფალს ღვთის სიყვარულით და კაცთმოყვარეობით უნდა მივეახლოთ. უფალი კი თვალს აგვიხელს, გულში ჩაგვიკრავს.

ბერული აღთქმა საკუთარი თავის უარყოფას ნიშნავს, პირველ რიგში, უფლის და მოძღვრის მორჩილებას. ერთმა წმინდა მამამ მორჩილს დიდ მარხვაში ხორცის ჭამა უთხრა. მორჩილი ამის გაგონებაზე დაბრკოლდა. მოძღვარმა ეს იგრძნო და მიუგო: - შვილო, რომ იცოდე, მორჩილება ყველაფერზე აღმატებულიაო.

მინდა ყველამ იცხოვროს თავმდაბლობით, მორჩილებით და უფლის მცნებების დაცვით.
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.