სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ედილაშვილი გიორგი არქიმანდრიტი

2008 წლის 07 აპრილს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით

2020წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი რუისისა და ურბნისის ეპარქია

ედილაშვილი გიორგი არქიმანდრიტი რუის-ურბნისის ეპარქია 2020წ.

საპატრიარქოს უწყებანი N13 10-16აპრილი 2008წ გვ. 8

დაჯილდოება

7 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: არქიმანდრიტის წოდებით სოფელ სავანისუბნის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი იოანე (თედეევი); ქვათეთრის ყოველთა წმინდანთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გრიგოლი (თოიძე); ქარმელის წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და ბრეთის წმინდა პიროს ბრეთელის სახელობის მამათა მონასტრების წინამძღვარი, იღუმენი ზაბულონი (გელაშვილი);  სარკის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ესაია (გოგიბერიძე); გამშვენებული ჯვრით  ტბეთის მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გაბრიელი (იმედაიშვილი); ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის მოძღვარი, იღუმენი საბა (ჟღენტი); ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გიორგი (ედილაშვილი); იღუმენის წოდებითა და ოქროს ჯვრით სოფელ წაღვლის წმინდა სვიმონ მესვეტისა და ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრების წინამძღვარი, მღვდელმონაზონი იობი (გეგეშიძე); იმერხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ზენონი (სანოძე); დეკანოზის წოდებითა და ოქროს ჯვრით ხაშურის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ცქიფურიშვილი.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.