თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
1 ივნისს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი სიონის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ იოანე ნუცუბიძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული დავით ინწკირველი. მღვდელი იოანე ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. დიაკონი დავითი მცხეთაში, არმაზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
28 თებერვალს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან დავით ინწკირველს. მღვდელი დავითი გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიაში იმსახურებს.
ინწკირველი ნიკიფორე სვიმონის ძე მღვდელი 1865, 1869, 1871წ. ფამფალეთი (ოზურგეთი) წმიდა გიორგის ეკლესია. 1882წ. ასკანა (ოზურგეთი) წმიდა გიორგის ეკლესია. 1897წ. ვანისქვედი (ოზურგეთი) ნათლისმცემლის ეკლესია 1906წ. ძიმითი (ოზურგეთი) წმიდა კვირიკეს ეკლესია.
ინწკირველი ნესტორ მედავითნე 1878წ. ოქროსქედი (ოზურგეთი) მთავარანგელოზის ეკლესია
ინწკირველი ზაქარია (ზაზა) - მღვდელი.
2013 წლის 21 აპრილს, დიაკვნად კურთხევა; 2013 წლის 28 აპრილს, მღვდლად კურთხევა; იმსახურებს: ვაკიჯვრის ჯვართამაღლების სახელობისა და ფამფალეთის სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესიებში.
21 აპრილს ლანჩხუთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა ბათუმის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ზაზა ინწკირველი და სახელად ზაქარია უწოდა.
28 აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ზაქარია ინწკირველს. მღვდელი ზაქარია ვაკიჯვრის ჯვართამაღლების სახელობისა და ფამფალეთის სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესიებში იმსახურებს.
ინწკირველი ზაქარია (მღვდელი). საპატრიარქოს უწყებანი. 2013. - 30 მაისი - 5 ივნისი.
ინწკირველი ზაქარია (მღვდელი). შემოქმედის ეპარქია 2023 წლის მდგომ.