დაჯილდოება
31 მარტს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრითა და მიტრით -– ჭყონდიდის ეპარქიის, სოფ. გულეკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით მღვდელი დავით სუთიძე.
სუთიძე დავით დეკანოზი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; 2020წ. ვიდეო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 2020 წლის 14 ივნისს, ყოველთა წმიდათა კვირიაკეს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სამღვდელოება დააჯილდოვა:
იღუმენი ამბროსი (მაისურაძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში;
დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით;
დეკანოზი გიორგი სამსონიძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით;
დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
დეკანოზი დავით კუჭავა დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
დეკანოზი დავით სუთიძე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
მღვდელი ონისე გოგიშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში;
მღვდელი ვახტანგ გოგოლაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში;
მღვდელი პანტელეიმონ წულაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში;
მღვდელი მიქაელ არეშიძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში.