ტოგონიძე იოანე იღუმენი, ავჭალის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი, მცხეთა თბილისის ეპარქია 2025წ. მდგომარეობით
საპატრიარქოს უწყებანი N28 28ივლისი 2005წ გვ.6
ბერად აღკვეცა
9 ივლისს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში ბერად აღკვეცეს: მორჩილი დემეტრე კალანდია და უწოდეს სახელად იოანე; მორჩილ რჩილი არჩილ ტოგონიძე და უწოდეს სახელად იოანე; ვახტანგ კიკვაძე და უწოდეს სახელად არჩილი.,
30 სექტემბერს ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი წალკის წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკვან ანგიას (ბრეგვაძე) და დაიკვნად აკურთხა თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ბერი იოანე (ტოგონიძე). მამა ანგია წალკის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა, ხოლო ბერ-დიაკვანი იოანე სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N37 30ოქტომბერი-5ნოემბერი 2008წ გვ. 7
ტაძრის კურთხევა
16 ოქტომბერს ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელმა) თბილისში, სანზონის უბანში აკურ-თხა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალაშენებული ტაძარი და პირველი წირვა აღავლინა. წირვაზე მან მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ-დიაკონ იოანეს (ტოგონიძეს), რომელიც ამავე ტაძარში იმსახურებს. წირვის შემდეგ ახალნაკურთხ ტაძარს ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და სავედრებელი პარაკლისი შეასრულა. რულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა დეკანოზი ბესარიონ ბულაშვილი.
საპატრიარქოს უწყებანი N1 6-12იანვარი 2011წ გვ.7
დაჯილდოება
2 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -– სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი იოანე (ტოგონიძე);