1880-იანი- 1898წ. მღვდელი ვაქირის (სიღნაღი) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია სიღნაღის მაზრა
1898-1900წ. მღვდელი მაჩხაანი ზემო (დედოფლისწყარო) მთავარანგელოზის ეკლესია
1900-1912წ. ღვთივგანისვენა მღვდელი მაჩხაანი (ქვემო) (სიღნაღი) სამების ეკლესია, ორმოცი მოწამის,
ტუკუშაშვილი იოსებ მღვდელი, 1890წ. ვაქირის (სიღნაღი) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია სიღნაღის მაზრა
სოფელ ქვემო მაჩხაანის წმინდა ორმეოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იოსებ ტუკუშაშვილი.
XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლო დიაკვნად აკურთხეს.
XIX საუკუნის 80-იანი წლებში მღვდლად დაასხეს ხელი და ვაქირის
გვ221
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1895 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1898 წლის 1ოქტომბერს ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1900 წლის 23 მაისს ქვემო მაჩხაანის წმინდა ორმეოცი სებასტიელის სახელობის ეკლესიის წინამძღერად განამწესეს.
1902 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს, ხოლო 1911 წლის 6 მაისს კი - სამკერდე ოქროს ჯვარი. მღვდელი იოსები 1912 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა.