თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ჩაგუნავა იაკობ (ლევან) თენგიზის ძე - იღუმენი.
დაბ. ადიგენი 1986წ. 2014 წლის 23 მარტს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. 2014-2015წწ მღვდელმონაზონი, წინამძღვარი ზედა საქარის წმიდა გიორგის ეკლესია. 2015 წლიდან წინამძღვარი სამთაწყაროს წმიდა ნინოს მონასტერი. 2015 წლის 12 ივლისს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილია იღუმენიის ხარისხში;
23 მარტს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) მღვდლად დაასხა ხელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედა საქარის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, ბერ-დიაკვან იაკობს (ჩაგუნავა), ხოლო დიაკვნად აკურთხა ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერი ილარიონი (კიკნაველიძე).
12 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ხორნაბუჯისა და. ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ეკლესიაში ერთგული მსახურებისთვის ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის ხარისხში აღიყვანა სოფ. სამთაწყაროს წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იაკობი (ჩაგუნავა).
ჩაგუნავა სვიმონ მღვდელი 1761-23.09.1843წწ გორდი, ჩაგუნავათა საგვარეულო / რედაქტორები: რაულ ჩაგუნავა, ზურაბ ჩაგუნავა, მარინე ნაკაიძე, ეკა ჩაგუნავა. საგამომცემლო ცნობები თბილისი : გლოსა, 2018.