ციცქიშვილი დავით (მღვდელი). საპატრიარქოს უწყებანი. - 2010. - 13-19 მაისი. საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია ფოტო

ციცქიშვილი დავით დეკანოზი, კლდისუბნის (თბილისი) წმ.გიორგის სახელობის ტაძარი 2025წ. მდგომარეობით
საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20 იანვარი 2010წ გვ. 13
10 იანვარს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი დავით ციცქიშვილი. დიაკონი დავითი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N17 13-19მაისი 2010წ გვ. 9
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვანს დავით ციცქიშვილს, ხოლო დიაკვნად — ამავე ტაძრის კეთილმოწესეს, რევაზ ბაიდაშვილს.
საპატრიარქოს უწყებანი N28 2-15 სექტემბერი 2010წ გვ. 10
დაჯილდოება
29 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრითა და დეკანოზის წოდებით —კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური და თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორი, მღვდელი დავით ციცქიშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ლევან კუტივაძე.