ჯანაშია ლევან (მღვდელი). საპატრიარქოს უწყებანი. - 2009. - 3-9 დეკემბერი. ცურტავის ეპარქია
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.10
12 აპრილს რუსთავის წმინდა კეთილმსახური მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელმა) დიაკვნად აკურთხა ლევან ჯანაშია. დიაკონი ლევანი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.10
ხელდასხმა
29 ოქტომბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტა-ვის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელმა) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის დიაკონს ლევან ჯანაშიას. მღვდელი ლევანი თბილისის ამაღლების სახელობის ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N23 16-22 ივნისი 2011წ გვ.7
დაჯილდოვება
2 ივნისს საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში წირვის ალსრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სოლოლაკში მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი მოილოცა, მრევლს დღესასწაული მიულოცა; ამ ეკლესიაში მოღვაწე მღვდელი ლევან ჯანაშია ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა.