საპატრიარქოს უწყებანი N45 5-15იანვარი 2009წ გვ. 6
აღკვეცა
28 დეკემბერს ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა პეტრემ მარტვილის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ბერად აღკვეცა ეპარქიის მორჩილები: პაატა ცაავა (უწოდა სახელად პავლე), ევგენი ლოგვინენკო (უწოდა - სერგი), ანდრია არზიანი (უწოდა სტეფანე), გიორგი წულაია (უწოდა - სპირიდონი), პაატა კუპრეიშვილი (უწოდა - ნიკოლოზი), გოჩა დარსალია (უწოდა - გრიგოლი), ვაჟა კორსავა (უწოდა ანგია) და ტარიელ გვილავა (უწოდა დანიელი).
საპატრიარქოს უწყებანი N25 26ივნისი-3ივლისი 2014წ გვ6
დაჯილდოება
22 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დააჯილდოვა ორი მღვდელმსახური ჭყონდიდის ეპარქიიდან. მღვდელ-მონაზონი ექვთიმე (მიქაძე) –– აღყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით; მღვდელ-მონაზონი დანიელი (გვილავა) აღყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით.