ადიდე ღმერთო ორთავ სუფევათა შინა მადიდებელი შენი ჭყონდიდელი ანტონი
ეპისკოპოსი ანტონი 1796 წელს სამეგრელოს სამთავროში, მთავრის გვერდითა შტოს წარმომადგენელ თავად გიორგი დადიანის ოჯახში დაიბადა. გიორგის მამა, ნიკოლოზი ოტია დადიანის (სამეგრელოს მართავდა 1728- 1758წწ.) ვაჟი გახლდათ. ანტონი რომ გიორგი დადიანის ძეა, ვგებულობთ XIX ს-ის დასაწყისში გადაწერილ ქართული ხელნაწერის –- „ძეგლის წერა მართლმადიდებლობისა სარწმუნოებისა, რომელსა შინა ვაკურთხევთ მართლმადიდებელთა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კეისართა, პაპთა და პატრიარხთა და სხუათა მღვდელმთავართა“ ბოლოში არსებული მინაწერით: „1824 წელს, მარტის 12, ვიყიდე წიგნი ესე ძეგლის წერად სახელდებული მე, იღუმენმა ანტონი გიორგის ძემ დადიანოვ, და ხელთა წიგნისა ამის მიმღებთა გთხოვთ ჩემდამო შენდობისა ბრძანებასა. ანტონ დადიანოვ“. გარდა ანტონისა, გიორგის ჰყავდა სხვა შვილებიც: ნიკოლოზი, ვამეხი, ეკატერინე, ელიზბარი, კაცია. XVII ს-ში ნუსხა ხუცურით დაწერილ „სადღესასწაულოზე“ არის მხედრული წარწერა: „1850-სა წელსა მივიღე წიგნი ესე ძმისა ჩემისა პეტრე ნიკოლოზის ძის დადიანოვისაგან მე, ეპისკოპოსმა ჭყონდიდელმა ანტოწნყმ, და რომელს ეკლესიაზედ მე დავიმარხო, ვინც ეს წიგნი იმ ეკლესიას გამოახუას, შეჩვენებული იყოს ღვთისაგან. ეპისკოპოსი მენღრელიისა ჭყონდიდელი ანტონი", ამ მეორე მინაწერში ნახსენები პეტრე ნიკოლოზის ძე დადიანი იყო დიდი ნიკო დადიანის ვაჟი და ეპისკოპოს ანტონის ძმა ვერანაირად ვერ იქნებოდა, რადგან ცნობილია, რომ ნიკო დადიანს ჰყავდა ხუთი ვაჟი: გიორგი, ბესარიონი, ალექსანდრე, პეტრე და პავლე. სამეგრელოში ბიძაშვილები ხშირად მიმართავდნენ ერთმანეთს ასეთი სიტყვებით და მეუფე ანტონის ასეთი მინაწერი ამის დამადასტურებელია. მომავალი მღვდელმთავარი მშობლებმა ლეჩხუმში, ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მიაბარეს, სადაც მან ცაგერელი მიტროპოლიტ იოანეს (დადიანი) ზედამხედველობით საფუძვლიანი სასულიერო განათლება მიიღო. 1812-1814 წლებში იმავე მონასტერში საბერო მორჩილებას გადიოდა. 1814 წლის 25 მარტს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის საკათედრო ტაძარში კაცხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა პეტრე იაკობის ძემ ბერად აღკვეცა და სახელად ანტონი უწოდა. იმავე დღეს ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 1820 წლის 22 მაისს ცაგერელმა მიტროპოლიტმა იოანემ (დადიანი) მღვდლად დაასხა ხელი, იღუმენის წოდება მიანიჭა და ცაგერის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა. ახალგაზრდობაში იღუმენი ანტონი ძველი ქართული ხელნაწერების გადაწერით იყო დაკავებული. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულ ძველ ხელნაწერზე, რომელიც სკოლის სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა, არის მინაწერი: „მივიღე შრომა და გადმოვიღე წიგნი ესე, ყრმათათვის სასწავლო, მე, იღუმენმა ანტონ დადიანოვმა, 1821 წლის მარტის 11 დღესა, სამთავროს პალატს ზუგდიდსა”, ხოლო მეორე ადგილზე აღნიშნულია გადმოვიღე წიგნი ესე ყრმათათვის სასწავლოდ დადიანოვმა ანტონიმ 1821 წლის მარტის 8, სამთავროს პალატს ზუგდიდს.“ ასევე, მისი კურთხევით სხვა სასულიერო პირები ამრავლებდნენ ხელნაწერებს. მაგ.: 1838 წელს მლვდელ-მონაზონმა რომანოზმა (გვილავა), რომელიც მარტვილის სვეტზე მოღვაწეობდა, მხედრულად გადაწერა ღირსი მამის გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება, რომელსაც აქვს მხედრულივე მინაწერი: „ყოვლად ღირსსა და ღვთით პატივცემულსა უფალსა და მამას არქიმანდრიტს ანტონი დადიანოვს აფხაზთასა. ვინაითგან მებრძანა თქუენ სამღთოისა ამის წიგნისა გარდაწერაი, ღმერთ შემოსილთა მწყემსთა და მოძღვართა სიტყუებითა განშუენებულისა და შემკობილისა, შეწევნითა ღმრთისათა და მადლისა თქუენისათა წარმოვადგინო წინაშე თქუენსა... უღირსი მონაზონი და უნდოი რომანოზ მონა თქუენი. წელსა 1838-სა მაისის 2“. 1847 წელს ნამარნევის მონასტერში მისი ლოცვა-კურთხევით გადაწერეს პარაკლისი „ყოევლთა წმიდათათვის“, რომელსაც აქვს მინაწერი: „ადიდე ღმერთო ორთავ სუფევათა შინა მადიდებელი შენი ჭყონდიდელი ანტონი, რომლისა ბრძანებითა აღიწერა მონისა მისისაგან წმიდა
35-1 საპატრიარქოს უწყებანი N35 23-29ნოემბერი 2017წ გვ.18
ეპისკოპოსი ანტონი (დადიანი) 1796-1852 (გაგრძელება)
საღმრთო ესე პარაკლისი, მონასტერსა შინა ნამარნევს, ჩყმზ-სა მაისის ლა-სა“. 1810 წლიდან, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის სამთავრო რუსეთს შეუერთდა, იქ იწყება ქრისტიანობის აღდგენის პროცესი. ამ პროცესის დაჩქარებაში დიდი როლი ითამაშეს აფხაზეთის მაშინდელი მთავრის შერვაშიძის ოჯახმა, რომელშიც ქართული კულტურისა და ქრისტიანობის გავლენა საკმაოდ ძლიერი იყო. ქრისტიანობის გაძლიერებას მტრულად შეხვდა აფხაზეთის თავადთა ერთი ნაწილი, რომელთაც 1824 წელს აჯანყებაც მოაწყეს, თუმცა მარცხი განიცადეს. 1831 წლიდან იწყება ახალი პროცესი ქრისტიანობის ქადაგებისა, რაც სწორედ ეპისკოპოს ანტონს უკავშირდება. აფხაზეთის მთავარმა მიხეილ შერვაშიძემ მოითხოვა აფხაზეთის ეპარქიის შექმნა და იქ მლვდელმთავრად იღუმენ ანტონის დანიშვნა, მაგრამ საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ, ტაძრებისა და მრევლის სიმცირის გამო, იმ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია ეპარქიის ჩამოყალიბება. მხოლოდ სამეგრელოდან იქ მღვდლების გაგზავნა გადაწყდა. 1833 წლის 19 მაისს საქართველოს მთავარმართებელ ბარონ როზენის წარდგინებით იღუმენი ანტონი აფხაზეთის ეპარქიის მთავარ მისიონერად დაინიშნა და დაევალა ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელება-განმტკიცება ამ მხარეში. 1834 წლის იანვარში იგი აფხაზეთში ჩავიდა და საქმეს შეუდგა. იღუმენი ანტონი კარგად იცნობდა აფხაზ ხალხს, მის სულიერ მოთხოვნილებებს, მიდრეკილებებს და ყოფა-ცხოვრების წესებს. თავადაც, თავისი ზნეობრივი მრწამსითა და ქცევით, ნამდვილად იმსახურებდა აფხაზთა სიმპათიებს, იყო აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრების ახლო ნათესავი, მიხეილის მეუღლის ღვიძლი ბიძა, იცოდა აფხაზური ენა. 1834 წლის მაისში იღუმენი ანტონი საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი) უკვე პირველ წარმატებებს აცნობებს. იგი წერდა, რომ მარტიდან მაისამდე ლიხნში უკვე 155.კაცი მოინათლა, ხოლო უფრო მოგვიანებით წერდა, რომ მთელი წლის განმავლობაში 233 მოსახლე გაქრისტიანდა. 1834 წლის მიწურულს იღუმენ ანტონს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა და ცაიშის ღვთისმშობლის მიძინების სახ. მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა, თუმცა იგი კვლავ დარჩა აფხაზეთის მისიონერად. 1834 წელს ეგზარქოსი მოსე არქიმანდრიტ ანტონის მისიასთან დაკავშირებით წერდა, რომ მისი იმედები გამართლდა: „ბევრმა აფხაზმა მიიღო ქრისტიანობა და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის, რომ მთავრის ბიზამ ჰასან ბეიმ, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს და უყვართ აფხაზებს, ამასწინათ თავისი ერთადერთი ვაჟი (სეით ბეი, ნათლობის სახელი – დიმიტრი, მომავალში ლევან V დადიანის სიძე ქალიშვილის ეკატერინეს მეუღლე, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, გენერალ გ. შერვაშიძის მამა) მონათლა. შეიძლება ვიმედოვნოთ, რომ ახლოვდება ამ ხალხის მონათვლის დრო და მღვდელმთავარის (ასე უწოდებს მას ეგზარქოსი) ანტონის, მონდომებული ქრისტიანის, საშუალებების გაძლიერება, რა თქმა უნდა, მოგვცემს კიდევ უფრო მეტ იმედს საიმისოდ“. ეგზარქოსის აზრით, არქიმანდრიტ ანტონს უნდა ჰქონოდა მოქმედების სრული თავისუფლება. 1835 წელს არქიმანდრიტი ანტონი საქართველოს ეგზარქოს ნებართვას თხოვდა აღედგინა მღვდელმსახურება ბიჭვინთის საკათედრო ეკლესიაში და ამ
35-2 საპატრიარქოს უწყებანი N35 23-29ნოემბერი 2017წ გვ.19
ეპისკოპოსი ანტონი (დადიანი) 1796-1852 (გაგრძელება)
საქმეში თანაშემწედ ერთ მღვდელს ითხოვდა. იმავე წელს ბიჭვინთის გვერდით მდებარე სოფ. ლიძავაში 216 ადამიანი მოინათლა, ხოლო ლიხნსა და მის მიმდებარე სოფ. ებერნუხვაში 108 კაცი მოექცა სარწმუნოებაზე. შედარებით გართულდა მისიონერული ქადაგება მთის მოსახლეობაში. მათი გაქრისტიანება ადვილი საქმე არ იყო. ამასთან დაკავშირებით, არქიმანდრიტი ანტონი საქართველოს ეგზარქოსს წერდა: „უმეტეს და უმეტეს ძნელდების მონათვლა მათი. მიზეზთა ამით, რომელთა არიან მოსანათლავნი მთის ხალხი და უმეტეს მაჰმადიანობის მქონებელნი, და ამისათვის, თუმცა არა ვრიდებთ თავსა ჩვენსა და შრომასა, გარნა ძნელდების მოქცევა და მოყვანა მათი ჩვენთანა მართალსა სარწმუნოებასა ზედა“. არქიმანდრიტი ანტონი დიდად ზრუნავდა არა მარტო აფხაზეთის მოსახლეობის გაქრისტიანებაზე, არამედ იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი ეკლესიამონასტრების აღდგენა-შეკეთებაზე, ახლების აშენებაზე. მის მიერ შედგენილი (ცნობები ტაძრების შესახებ დღესაც არ არის მეცნიერულ ინტერესს მოკლებული. 1843 წლის 14 თებერვალს სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის რეკომენდაციით, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი), იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) და გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე) არქიმანდრიტ ანტონს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და იგი სამეგრელოს ეპარქიის მმართველად დაინიშნა. იმავე წლის 2 მარტს ეპ. ანტონი თბილისიდან გაემგზავრა და ხსენებული ეპარქია ჩაიბარა. 1834 წელს დავით დადიანის დავალებით გადაწერილ იოსიპოს ფლავიოსის, „იუდებრივისა სიტყუა დასაბამობისა“ არის ასეთი მინაწერი: „ჩყმგ-სა, მარტის ბ-ს გაბრძანდა ტფილისიდამ ახალი ნაკურთხი ყოვლად სამღვდელო ანტონი ეპისკოპოსი მენგრელიისა, რომელი აკურთხეს ეპისკოპოსად ტფილისშიდ თებერვლის იდ-სა, დღესა კვირიაკესა, თხოვნითა სამეგრელოს მემკვიდრის დავით დადიანისათა. ხელი დაასხა ექსარხმან საქართველოისამან ევგენი, რომლისა მოწმე იყო დავით მიტროპოლიტი და ნიკიფორე ვიკარი“. ეპარქიაში ჩასულმა ახლადნაკურთხმა ეპისკოპოსმა ანტონმა აღწერა ჩაატარა და 1843 წლის ოქტომბერში სამეგრელოს მთავარ დავით დადიანს სწერდა: „აღსრულებად მოწერილობისა თქუენისა უგანათლებულესობისა 13-ს ოქტომბრიდან მდგომარისა წლისა, #1235-თა მაქვს პატივი წარმოდგენად შემდგომისა ცნობისა, სამფლობელოსა შინა თქუენსა რწმუნებულსა ჩემდა ეპარხიაში მდგომარეობენ საკათედრო სობორო ერთი, სამრევლო ეკლესიები -– 242, სასახლის ეკლესიები -– 32, სასაფლაო ეკლესიები -- 6, ხოლო ზედ მიწერილი -– 28 ეკლესიები; ამათ რიცხვში ქვითკირის ეკლესიები -- 150, ხოლო ფიცრისა --– 148, ამა ეპარხიაში სასულიერო პირნი არიან -- 2156 სულნი, ხოლო ანგარიშისამებრ ოთხის სულისა -- 539 კომლნი, სრულიან მენგრელიაში სცხოვრობენ მრევლნი თავადთა და აზნაურთაგანნი ორისავ სქესისა -- 1048 სული, ვაჭართაგანნი აღებ-მიცემის კაცნი და სხვანი ქალაქში მცხოვრებნი -– 2745 სულნი, ხოლო გლეხთაგანნი -– 208. სულ -– 27071 კომლნი. მონასტრები არიან მენგრელიაში: ლეჩხუმს -– სამი: ცაგერისა, საირმისა და ნამრნევისა, ხოლო ოდიშში -- ცაიშისა და ხობისა. მიიღეთ დარწმუნებაში ჩემი თქვენდამი ჭეშმარიტი პატივისცემა და სრულიადი ერთგულება თქუნისა უგანათლებულესობისა მოწყალისა ხელმწიფისა უმორჩილესი მოსამსახურე და ღვთისადმი მლოცველი ეპისკოპოსი მენგრელიისა ანტონ ჭყონდიდელი“. სამწუხაროდ, ეპისკოპოსი ანტონი არ იხსენიებს თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ეს ეკლესიები, მაგრამ სავარაუდოდ, ყველაფრიდან ჩანს, რომ ისინი მეტად ღარიბნი იყვნენ. 1849 წელს ეპისკოპოსმა ანტონმა მარტვილის საკათედრო ტაძარს შეწირა ვერცხლის ჭურჭელი და ინვენტარი: სამწერობელი ვერცხლისა ოქროთი მოყვითლებული; ჯვარ-სასანთლე; დოქი ხელის საბანი,
35-3 საპატრიარქოს უწყებანი N35 23-29ნოემბერი 2017წ გვ.20
ეპისკოპოსი ანტონი (დადიანი) 1796-1852 (დასასრული)
ვერცხლისა; სინი ვერცხლისა სადა 39/31, 5 სანტ.; ვერცხლის კოვზები მაგიდისა; დანები ვერცხლისა 13; ჩანგლები ვერცხლისა 13 ყველა ამ ნივთს აქვს მხედრული წარწერა „ჭყონდიდელი ანტონი დადიანოვი 2. ჩყმთ-სა წელსა“; დედაეკლესიაში ერთგული და დამსახურებული სამსახურისათვის ეპისკოპოსი ანტონი დაჯილდოებული იყო: 1837 წლის 6 მაისს ათასობით აფხაზის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის წმ. ანას II ხარისხის ორდენით; 1842 წლის 23 მაისს საიმპერატორო გვირგვინით შემკული წმ. ანას II ხარისხის ორდენით; 1847 წლის 5 აპრილს წმ. ანას | ხარისხის ორდენით; 1851 წლის 8 აპრილს წმ. ვლადიმირის II ხარისხის ორდენით. ეპისკოპოსი ანტონი 1852 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. 19 დეკემბერს წესი აუგო იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი), გურიის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) და აფხაზეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი). დაიკრძალა მარტვილის საკათედრო ტაძარში კანკელის წინ. საფლავზე არის წარწერა: „აქა განისვენებს ყოვლად სამღვდელო ჭყონდიდელი ანტონ დადიანის ძე და კავალერი ორმეოცდა ათქვსმეტისა წლისა, ცხრა წელ და ათთ თვე მწყემსმთავრად მგებარე. გარდაიცვალა 1852 წელსა დეკენბრის 9; ხოლო ფიქალი ესე დავსდე მთავარმა მეგრელიისა დავით დადიანმა“. მარტვილის მონასტერში საკურთხეველში ეპისკოპოსის საჯდომ სავარძელს ჰქონდა წითელი მაუდის სირმით ნაკერი გადასაფარებელი. იგი ხუთი ერთმანეთის ტოლი ნაწილისაგან შესდგებოდა, ოთხი ფრთიდან და შუა ნაწილიდან. ყველა ნაწილები ყვავილ-ბალახთა სახის გრეხილებით და სახეებით იყო შემკობილი. ეს გადასაფარებელი დამზადებული იყო 1853 წელს და მას ჰქონდა ირგვლიც ხუცური წარწერა: „შენ სცან, უფალო, დაჯდომა ჩემი და აღდგომა ჩემი უფალო, მოიხსენე ანტონი და ყოველი სიმშვიდე მისი. ქ. მაღალ ყოვლად სამღვდელოს მინგრელიის ეპისკოპოსს მიუძღვნი წვლილსა ამას ჩემ მიერ ნაშრომსა სოფია პაატას ასული კნეინა ელიზბარ დადიანისა მენგრელიის ეპისკოპოსის ანტონის სულის საოხად. ჩყნგ“.