გიორგი დადიანი ( 26 იანვარი 1934) მსახიობი, მხატვარი, რეჟისორი.
სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრთმცოდნეობის ფაკულტეტი 1972 წელს და კინოფაკულტეტი (ლ. ღოღობერიძის სახელოსნო) 1980 წელს.
გადაიღო მ/მ: "მხეცები" (1975), "ფლეიტა" (1976), "სიყვარული არ იქნება" (1980), "ძაღლის ალღო" (მ. ზოშჩენკოს მოთხრობების მიხედვით, 1989). მთავარი როლი შეასრულა ფილმში "მოგზაურობა სოპოტში"(ნ. ჯორჯაძე, 1980). გადაღებულია ფილმებში: "იყო და არა იყო რა" (ნ. ომიაძე, 1976), "მუდმივი მეგობარი" (ო. გვასალია, 1980), "მომხმარეთ იალბუზზე ასვლაში" (ნ. ჯორჯაძე, 1981), "რობიზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა" (ნ. ჯორჯაძე, 1986), "ფარანი ქარში"(ნ. ომიაძე, 1987), "ბებია ყველასათვის" (ნ. დვალიშვილი, 1987), "ტურანდოტი" (ო. შამათავა, 1989), "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" (ნ. ჯორჯაძე, 1996), "ზაფხული ანუ 27 დაკარგული კოცნა" (ნ. ჯორჯაძე, 2000), "ყაჩაღები. თავი VII" (ო. იოსელიანი, 1996). დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ლალე" (რ. ლორთქიფანიძე, 1985), "ძაღლის ალღო".
გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.