სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12038

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გიორგი (ბესარიონ) დავითის ძე დადიანი 1909-1964წწ მღვდელ-მონაზონი. დაბ. ზუგდიდი გიორგი (ბესარიონ) დავითის ძე დადიანი 1909-1964წწ მღვდელ-მონაზონი. დაბ. ზუგდიდი

1909-1964 წწ. გარდ. 55 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი დადიანი სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

გიორგი (ბესარიონ) დავითის ძე დადიანი 1909-1964წწ მღვდელ-მონაზონი. დაბ. ზუგდიდი

მღვდელ-მონაზონი გიორგი (დადიანი) 1909 – 1964
მღვდელ-მონაზონი გიორგი, ერისკაცობაში ბესარიონ დავითის ძე დადიანი, 1909 წლის 12 იანვარს ქუთაისის გუბერნიაში, ქ. ზუგდიდში, თავადის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპარი იყო სამეგრელოს მთავარი (1791-1795) მანუჩარ კაციას ძე დადიანი. მამამისი, დავით ნიკოლოზის ძე დადიანი (1889-1924), სამხედრო პირი გახლდათ. დედა, ლიდია, ჭკადუაშის წმ. ალექსანდრე ნეველისა და მთავარანგელოზთა ტაძრების წინამძღვრის, დეკანოზ ათანასე დავითის ძე ხვინგიას ასული იყო. ბაბუამისის, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე დადიანის ბიძა გახლდათ იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი; 1832-1900). პატარა ბესარიონი (ოჯახში მას მოფერებით ჯვებეს ეძახდნენ) თოთხმეტ წლამდე ზუგდიდის მაზრაში, სოფ. მოიდანახში, ბაბუასთან და ბებიასთან იზრდებოდა. სოფელში იგი დაწყებით სკოლაში სწავლობდა და 1920 წელს კომკავშირში შევიდა.



1925 წელს დაამთავრა ზუგდიდის საშუალო სკოლა და მიიღო ატესტატი. 1926 წელს საქართველოს საბჭოთა აღმშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტის სასამართლო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1931 წელს დაამთავრა და სამართლისმცოდნის კვალიფიკაცია მიენიჭა. სწავლის პერიოდში მუშაობდა ჯერ 1928-1930 წლებში ზემო სვანეთის ვლკსმ განყოფილების მდივნად, ხოლო 1930 წლის 1 ოქტომბრიდან 1931 წლის 1 სექტემბრამდე –– თბილისის 5 საშუალო სკოლის დირექტორად. 1928 წლიდან კომუნისტური პარტიის წევრია. 1931 წლის 24 ივლისიდან 1933 წლის 29 აგვისტომდე თბილისის მთავარი პროკურორია, ხოლო 1933 წლის 29 აგვისტოდან 1934 წლის 7 მარტამდე პროკურორის თანაშემწეა. 1935-1936 წლებში საქართველოს წითელი არმიის | სამთო-სამხედრო სტალინის სახ. დივიზიაში სამხედრო პროკურორის თანამდებობაზეა. ბესარიონ დადიანის დაუძინებელი მტერი გახლდათ ლავრენტი ბერია. როგორც თავად ბესარიონის ჩანაწერებში ვკითხულობთ, დაახლოებით 1919-1920 წლებში მამამისს, დავით დადიანს, მანდილოსნების შეურაცხყოფისთვის ხელი გაურტყამს ბერიასთვის, რის შემდეგაც იგი სამუდამოდ გადაემტერა მას და მის ოჯახს. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს ბერიამ დავითს ბრალი დასდო მენშევიკების მხარდაჭერაში და დახვრიტა. მამის მოცილების შემდეგ იგი უკვე მის შვილებს ებრძოდა და მათი განადგურებაც სურდა. მან მოახერხა და 1936 წელს ბესარიონი პარტიიდან გარიცხა და უსამსახუროდ დატოვა. ასე გაგრძელდა 1942 წლამდე. 1942 წელს ბესარიონი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. იბრძოდა სტალინგრადთან, შემდეგ მოსკოვის დაცვაშიც მონაწილეობდა, სადაც ტულის მხარეში, სადგურ ბელევოსთან მძიმედ დაიჭრა. საბრძოლო მამაცობისთვის მას ჯილდოც გადაეცა. გამოჯანმრთელების შემდეგ, 1945 წლის სექტემბრამდე, კვლავ სამხედრო სამსახურშია და სვერდლოვსკის გარნიზონში სამხედრო პროკურორის თანამდებობაზეა. 1945 წლის სექტემბრიდან საქართველოში დაბრუნდა და კომბინატ „გრუზუგოლში“ უფროს იურისტად დაიწყო მუშაობა, სადაც 1946 წლის 24 ივნისამდე დაჰყო. 1946 წლის აგვისტოდან 1951 წლამდე საქართველოსა და აფხაზეთში ადვოკატთა კოლეგიის წევრია. 1951-1953 წლებში ასპირანტურაში სწავლობდა, დაწერა დისერტაცია: 

23-1  საპატრიარქოს უწყებანი N23 30ივნისი-6ივლისი 2016წ გვ.19
მღვდელ-მონაზონი გიორგი (დადიანი) 1909 – 1964 (გაგრძელება)

1954 წლებში ისევ კომბინატ „გრუზუგოლის“, იურისტია. 1954 წლის იანვრიდან 1954 წლის 14 მაისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მთარგმნელად მუშაობდა. ბესარიონი იყო სამოქალაქო ქორწინებაში მოქალაქე ნატალია კირილეს ასულ ქუჩულორიასთან,რომელთანაც 1934 წლის 29 დეკემბერს განქორწინდა.
1954 წლის მაისში გათავისუფლდა სამოქალაქო სამსახურიდან და სასულიერო სამსახურში შესვლა გადაწყვიტა, რამაც დიდად გააკვირვა როგორც მისი ოჯახი, ისე სანაცნობო წრე. გაოცებული მისი ძმა, ნიკოლოზ (კოკი) დადიანი 1954 წლის 1 ივნისს თავის ძმას წერდა: „ბესარიონ ჩემო! რაღაც ამბები გავიგე, მე მგონია, რომ ხუმრობ, აბა, მაგის დაჯერება არ შეიძლება; თუ მთლიანად გადადი ჭკუიდან, მაშინ ფსიქიატრულში მოგათავსებთ, გიაქიმებთ და მოგარჩენთ, ხუმრობა იქით იყოს, აწი ბოვში არა ხარ და საქმეს მიხედე. სისულელეებს დაანებე თავი. ძალიან გთხოვ, ხუმრობითაც არ გამაგებინო მასეთი რამეები“. მიუხედავად სანათესაოს
მხრიდან დიდი წინააღმდეგობისა, ბესარიონმა მტკიცედ განიზრახა უფლის სამსახური. მან მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ჩაბარება გადაწყვიტა. დაიწყო ეკლესიაში სისტემატურად სიარული. დადიოდა ხან თბილისის მამადავითის, ხან კუკიის წმ. ნინოს ტაძარში.



1954 წლის 18 აგვისტოს ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე) მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორს, დეკანოზ კონსტანტინე რუჟიცკის წერდა, რომ ბესარიონ დავითის ძე დადიანი არის ჩემი, ჭყონდიდის ეპარქიის ღირსეული შვილი, მისი უახლოესი წინაპრები იყვნენ ეპისკოპოსები: გრიგოლ და ბესარიონ დადიანები, ხოლო ბაბუა დედის მხრიდან  დეკანოზი. აქვს დიდი სურვილი, ემსახუროს უფალს და მოწადინებულია, მიიღოს სასულიერო განათლება. ჩემი მხრიდან ვაძლევ დადებით რეკომენდაციას თქვენს სასწავლებელში ჩასაბარებლადო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ მცხეთის სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დანიშნა. ახალხელდასხმულ მოძღვარს ესაჭიროებოდა საღვთისმსახურო პრაქტიკა, რათა კარგად შეესწავლა წირვა-ლოცვა. სვეტიცხოვლის ტაძრის იღუმენ პართენს (აფციაური), რომელიც ტიპიკონისა და ღვთისმსახურების კარგ მცოდნედ ითვლებოდა, დაევალა, დახმარება აღმოეჩინა მამა გიორგისთვის. 1955 წლის 28 იანვარს უწმინდესი მელქისედეკის წერილი არქიმანდრიტ გიორგისადმი: „ჩემ დაბრუნებამდის იღუმენს არ აწირვინო. თქვენა სწირეთ და ილოცეთ. ამან წიგნისმკითხველობა შეასრულოს. გვერდით მოიყენეთ და გასწავლოს ხოლმე. ნუ გეშინიან, კარგად შეასრულებთ ლოცვასა და წირვასაც. ამან ასრულოს ნათლობები, პანაშვიდები და სხვა წესები. კარგად იყავით“.
1955 წლის 27 თებერვალს არქიმანდრიტმა გიორგიმ მონაწილეობა მიიღო მოწამეთას მონასტერში მორჩილ გოდერძი ურგებაძის (ამჟამად ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ წმიდათა დასში შერაცხული წმ. გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის) ბერად აღკვეცის რიტუალში. კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკსა და არქიმანდრიტ გიორგის შორის კარგი და მამაშვილური ურთიერთობა სუფევდა, რისი დასტურიცაა ეს პატარა წერილი: „პატივცემულო მამაო არქიმანდრიტო გიორგი ხვალე, 9 მარტს, მე მესაჭიროება ერთი ან ორი კილო ცოცხალი. გიგზავნი ხუთ თუმანს და, თუ შესაძლებელი იქნება, ხვალისთვის მიშოვეთ;

ხვალე დილით 10-11 სთ-ზე ამოვა თქვენთან ჩემი შოფერი დათიკო და ჩამომიტანს მე. ცოცხალი ფართხალობდეს წყალში“. 1955 წლის 1 ივნისს, საეკლესიო წესების დარღვევის გამო, ჩამოერთვა არქიმანდრიტის ხარისხი და მღვდელ-მონაზონის ხარისხით გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში სამსახურის გასაგრძელებლად. 1955 წლის 15 ივნისს განჩინებით მას ჩამოერთვა სამღვდელო ხარისხი და მწირ ბერად იქნა დატოვებული. 1955 წლის 22 ივნისს კი სრულიად განიკვეთა სასულიერო ხარისხიდან. მიუხედავად მისი სინანულისა და არაერთგზის თხოვნისა, უწმინდესმა მელქისედეკმა იგი აღარ აღადგინა სასულიერო ხარისხში და მხოლოდ მონასტერში ცხოვრების ნება დართო. 1956 წლის 10 ოქტომბერს მამა გიორგიIII-მ (ფხალაძე) იგი მოსკოვში არ გაუშვა და მისი ადგილზე მომზადება ბრძანა. 1954 წლის 4 დეკემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა მელქისედეკმა ბერად აღკვეცა, სახელად გიორგი უწოდა და ამავე დღეს დიაკვნად აკურთხა. 5 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი, 6 დეკემბერს კი არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და
 
23-2  საპატრიარქოს უწყებანი N23 30ივნისი-6ივლისი 2016წ გვ.20
მღვდელ-მონაზონი გიორგი (დადიანი) 1909 – 1964 (დასასრული)

მცხეთის რაიკულტურის განყოფილების მიერ ზედაზენის მონასტრის დარაჯად და მეთვალყურედ  დაინიშნა, ხოლო 1957 წლის 17 აპრილს შიომღვიმის ლავრაში გადაიყვანეს. 1960 წლის 3 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ (სიდამონიძე)  ალადგინა მლვდელ-მონაზვნის ხარისხში  და დაავალა საეკლესიო წესების შესრულება ძეგვში, მუხრანში, წეროვანსა და მცხეთაში. მამა გიორგი ძირითადად შიომღვიმის მონასტერში ცხოვრობდა და იქ აღასრულებდა წირვა-ლოცვებს. გარდა ამისა, იგი დიდ ყურადღებასაც უთმობდა მიტოვებული სავანის აღორძინების საქმეს. შეძლებისდაგვარად უვლიდა ისტორიულ ძეგლს და უფრთხილდა და წმ. შიო მღვიმ ელის წმინდ ა განსასვენებელს. 1961 წლის 28 მარტს საქართველოს სსრ კულტურის მინისტრის მოადგილე მ. ფოფხაძე მადლობას უხდის მას და ფულად ჯილდოს გადასცემს:ქართული კულტურის ძეგლის შიომღვიმის მომვლელი ბესარიონ დავითის ძე დადიანი დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს კეთილსინდისიერად. კულტურის ძეგლი ყოველთვის დასუფთავებულია და წესრიგშია მოყვანილი. იგი ექსკურსანტებისა და მნახველების მოწონებას იმსახურებს. აღნიშნულისა გამო, ვბრძანებ: გამოეცხადოს მას მადლობა და დაჯილდოებულ
იქნას ერთი თვის ხელფასით 30 მან. ოდენობით“. 1961 წლის 29 სექტემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა სამსახურიდან. 1963 წლის 16 ოქტომბერს ისევ განაახლა მსახურება და კვლავ შიომღვიმის მონასტერში დამკვიდრა. 1964 წლის 16 ივნისს მლვდელ-მონაზონი გიორგი სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს საკუთარ კელიაში. შინაგან საქმეთა ორგანოებს საქმე არ გამოუძიებიათ და დღემდე უცნობია, თუ ვინ აღასრულა ეს საშინელი მკვლელობა. ამ დროს განადგურდა მისი ძვირფასი არქივის ნაწილიც, ჩანაწერები და მოგონებები სხვადასხვა საზოგადო და სასულიერი საკითხზე. უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ I-ის ლოცვა-კურთხევით, მისი ცხედარი 17 ივნისს სამთავროს წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერში გადაასვენეს და მეორე დღეს იქვე, ეზოში დაკრძალეს.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.12.2025
ბოლო რედაქტირება 29.12.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0