სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11137

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გრიგოლ დადიანი ლევანის ძე (კოლხიდელი) 1814-1901წწ რუსეთის გენერალი დაბ. ზუგდიდი გრიგოლ დადიანი ლევანის ძე (კოლხიდელი) 1814-1901წწ რუსეთის გენერალი დაბ. ზუგდიდი

1814-1901 წწ. გარდ. 87 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი დადიანი სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

373       ბეჭდვა

გრიგოლ დადიანი ლევანის ძე (კოლხიდელი) 1814-1901წწ რუსეთის გენერალი დაბ. ზუგდიდი

Дадиани Григорий Леванович светлейший князь  (1814 – 1901)  генерал от инфантерии с 15.05.1883

გრიგოლ ლევანის ძე დადიანი (გრიგოლ კოლხიდელი) სხვა სახელი: "მეგრელი", "კ", "გ. დ." "იოანე გეგეჭკორი"  (ფსევდონიმი) დაბადების თარიღი: 19 ოქტომბერი, 1814, გარდაცვ. თარიღი: 19 იანვარი, 1902  (87 წლის ასაკში) დაკრძალვის ადგილი: მარტვილის საკათედრო ტაძარი


ბიოგრაფია

      გრიგოლ დადიანი დაიბადა 1814 წლის 19 ოქტომბერს (ძვ.სტ. 6 ოქტომბერი) ზუგდიდში, სამეგრელოს მთავრის ლევან V დადიანის ოჯახში.

     გრიგოლ დადიანი იყო პოეტი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, სამეგრელოს სამთავრო ოჯახის წევრიქველმოქმედი, გენერალ-ადიუტანტი და რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი.

      გრიგოლი 1828 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. 1834 წლიდან ჯერ ლაიბგრენადერთა, ხოლო შემდეგ პრეობრაჟენკოეს პოლკში მსახურობდა. 1844 წელს პოლკოვნიკის ჩინი მიენიჭა. პეტერბურგში ყოფნის დროს იგი დაუახლოვდა იქ მცხოვრებ ქართველ ბატონიშვილებს, განსაკუთრებით მეგობრობდა თეიმურაზ ბატონიშვილთან. პეტერბურგშივე დაიწყო ლექსების წერა.

    1845 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ სამეგრელოში დაბრუნდა. ყირიმის ომის დროს, 1853-1856 წლებში კავკასიის ფრონტზე ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ რაზმს მეთაურობდა. 1854 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ომის შემდეგ დაინიშნა გრენადერთა დივიზიის პირველი ბრიგადის მეთაურად. იბრძოდა შამილის წინააღმდეგ.      1877–1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში მონაწილეობისათვის მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება, ხოლო 1880 წელს, სამხედრო სამსახურის 50 წლისთავზე, გენერალ-ადიუტანტის წოდება. 

     გრიგოლ დადიანს ეკუთვნის ისტორიული პოემა "რუხის ბრძოლა" (ცხოვრება დიდისა მეფის სოლომონისა), რომელიც 22 წლის ასაკში დაწერა და რომელშიც აღწერილია 1780 წელს მეგრელ-იმერთა ერთობლივი ბრძოლა აფხაზთა და კავკასიელ მთიელ მომხდურთა წინააღმდეგ. იოანე გეგეჭკორის ფსევდონიმით დაწერილი ეს პოემა დავით ჩუბინიშვილმა თავისი "ქართული ქრესტომატიის" 1863 წლის გამოცემაში შეიტანა. გრიგოლის კალამს ეკუთვნის პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე ლექსები, თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში "ცისკარი", "ივერია" და სხვა.


     გრიგოლ დადიანი მონაწილეობდა 1880 წელს დაარსებული "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის მუშაობაში. საერთოდ "ვეფხისტყაოსანი" მისი გაუნელებელი სიყვარულის საგანი იყო. გრიგოლს დიდი წვლილი მიუძღვის იპოლიტ ბარტდინსკის მიერ "ვეფხისტრაოსნის" რუსულ ენაზე თარგმნის საქმეში.


    გრიგოლ დადიანი იყო დიდი ქველმოქმედი პიროვნება. მან მთელი თავისი ქონება და მდიდარი ბიბლიოთეკა უანდერძა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას", რომლის დამფუძნებელი წევრიც თავად გახლდათ 1879 წლიდან. გრიგოლმა ფული შესწირა სხვადასხვა სასკოლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დააწესა პრემია "საუკეთესო თხზულებისთვის ქართულ ენაზე", საგანგებოდ დატოვა თანხა ქუთაისის ღარიბ მოსახლეობაში დასარიგებლად...

      გრიგოლ დადიანის მეუღლე იყო გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის ასული ტერეზია. მათ ჯვარი 1845 წელს პეტერბურგში დაიწერეს.  ჯვრისწერასა და ქორწილს დაესწრო იმპერატორი ნიკოლოზ I – "გრიგოლის მხრით დედ-მამად იყვნენ ნინო დედოფალი, ბებია გრიგოლისა და მემკვიდრე ცესარევიჩი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე. ჯვარი დასწერა ხელმწიფის მოძღვარმა ბაჟანოვმა სასახლის ეკლესიაში".

    ტერეზია გურიელი-დადიანისა გარდაიცვალა 1871 წელს. თავად გრიგოლ დადიანმა სიცოცხლის ბოლო წლები ლეჩხუმში, სოფელ სურმუშში მამისეულ სასახლეში გაატარა.

    გარდაიცვალა 1902 წელს ქუთაისში და დაკრძალულია მარტვილის საკათედრო ტაძარში.

    


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

საკონტაქტო ინფორმაცია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.07.2020
ბოლო რედაქტირება 19.01.2023
სულ რედაქტირებულია 5





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0