სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
შალვა დადიანი 1874-1959წწ დრამატურგი, მსახიობი, მწერალი. დაბ. ზესტაფონი, იმერეთი.

1874-1959 წწ. გარდ. 85 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი დადიანი სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

შალვა დადიანი 1874-1959წწ დრამატურგი, მსახიობი, მწერალი. დაბ. ზესტაფონი, იმერეთი.

შალვა დადიანი ( 9 მაისი 1874-1959) დრამატურგი,მსახიობი,მწერალი.


დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

 დაიბადა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. სწავლა-განათლება შინ მიიღო. ადრეული სიჭაბუკის წლებში შ. დადიანი გაიტაცა ეპოქის  პროგრესულმა სოციალურმა და პატრიოტულმა იდეებმა. ამ იდეებით არის გამსჭვალული მისი  ლექსების პირველი კრებული "ნაპერწკალი" (1892) და პროზაული მინიატურები. 1893 წლიდან მან მსახიობობა დაიწყო და შემდგომში ვ. ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთი  უახლოესი თანამშრომელი გახდა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა "მოძრავი  დასი", რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა. შ. დადიანი არსებითად  ქართულ დრამატურგიაში კომედიური ჟანრის ფუძემდებელია.


მის კომედიაში "კაკალ გულში"(1928) მხილებულია შემორჩენილი ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის  გადმონაშთები. დრამატურგიაში ტრაგედიის ჟანრის აღორძინების ერთ-ერთი პირველი ცდა  იყო დადიანის პიესა "თეთნულდი" (1931), რომელშიც ავტორმა ძველისა და ახლის  სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ახალი სამყაროს გარდაუვალი გამარჯვება დაგვიხატა. შალვა დადიანი ავტორია ისტორიული რომანისა "გიორგი რუსი" (1916 – 1926), რომელშიც ასახულია XII – XIII საუკუნეების საქართველო. ქართული მემუარული  ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია მწერლის მოგონებათა წიგნი "რაც  გამახსენდა (1959). შალვა დადიანს დაწერილი აქვს მრავალი მოთხრობა, ნოველა, პუბლიცისტური წერილები; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობა. მის  პიესებს დღემდე თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ქართული თეატრის რეპერტუარში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0