გულჩინა დადიანი ( 26 თებერვალი 1932-2005) მსახიობი, ფიზიკოსი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1956 წელს.
მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის კოსმიური სხივების ლაბორატორიაში. შექმნა კოლორიტურული სახასიათო სახეები ფილმებში: "პირველი მერცხალი" (ნ. მჭედლიძე, 1975, ფაცია), "ღვინის ქურდები" (ვ. კვაჭაძე, 1975, მაკრინე), "სოფლის აშაკი" (რ. ჭარხალაშვილი, 1976), "ფედია" (ყ. მგელაძე, 1977), "ყვარყვარე"(დ. აბაშიძე, 1978, აგრაფინა), "ბათა ქუქია" (ლ. გორდელაძე, 1978), "არაჩვეულებრივი რეისი" (ბ. ჩხეიძე, 1982), "აქედანა და შენამდე" (ლ. გორდელაძე, 1984), "ბატონი ავანტიურისტი" (ბ. ჩხეიძე, ბუჭას ცოლი), "ჩემი ბოშები" (ლ. გორდელაძე, 1987), "სკამი" (ლ. ბზვანელი, 2004). კინომსახიობი.
გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.