25 მაისს, თბილისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საზეიმო წირვის შემდეგ დააჯილდოვა აღნიშნული ტაძრის მღვდელმსახურნი:
მღვდელი ლუკა მიქაძე - ოქროს ჯვრით და აღიყვანა დეკანოზის ხარისხში.
მიქაძე - გვარის 27 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
22 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დააჯილდოვა ორი მღვდელმსახური ჭყონდიდის ეპარქიიდან. მღვდელ-მონაზონი ექვთიმე (მიქაძე) –– აღყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით; მღვდელ-მონაზონი დანიელი (გვილავა) აღყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით.
მიქაძე ლუკა - დეკანოზი.
2017 წლის 25 მაისს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში;
სრულად ნახვა
25 მაისს, თბილისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საზეიმო წირვის შემდეგ დააჯილდოვა აღნიშნული ტაძრის მღვდელმსახურნი:
მღვდელი ლუკა მიქაძე - ოქროს ჯვრით და აღიყვანა დეკანოზის ხარისხში.
მიქაძე სიმონ მღვდელი 1886-1920წ. მაიდანი (აბაშა) წმიდა გიორგის ეკლესია 1901წ. სამიქაო (აბაშა) წმიდა გიორგის ეკლესია
მიქაძე გიორგი - არქიმანდრიტი.
2006 წლის 22 იანვარი მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. 2009 წლის 07 ივნისს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და იღუმენის წოდება მიანიჭა. 2011 წლის 26 აპრილს დაჯილდოვდა: არქიმანდრიტის წოდებით. წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა მონასტერი
22 იანვარს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მღვდლად აკურთხა ბედიანის ღვთ-ისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის ბერდიაკონი გიორგი (მიქაძე). იმავე დღეს მისმა უწმიდესობამ დიაკვნად დაასხა ხელი პაატა წულაძეს, რომელსაც სახელად პანტელეიმონი ეწოდა
7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა შემდეგ მღვდელმსახურებს: წმინდა საბა განწმენდელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ექვთიმეს (ციხისელს), წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ეგნატეს (ჩუხუას), წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ გიორგის (მიქაძეს), არმაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ზოსიმეს (სისვაძეს), ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელის“ ხატის სახელობის დედათა მონასტრის მღვდელ-მონაზონს ილიას (ბებიას).
26 აპრილს მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერში სადღესასწაულო წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტ- როპოლიტმა პეტრემ (ცაავა). მსახურების შემდეგ ტაძარი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. მან გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი და დალოცა მრევლი. ქადაგების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება:არქიმანდრიტის წოდებით -- წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გიორგი (მიქაძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -–– აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (ღვინიაშვილი), წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ამბროსი (ხუციშვილი), წმინდა ათანასაე ათონელის სახელობის მონასტრის წინამძლვარი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (ბუაძე), კარსანის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მლვდელ-მონაზონი თეოდოსი (ზარიძე) და სულთმოფენობის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ანტონი (ნოზაძე); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლწს ხატის სახელობის მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელი იაკობ მახნიაშვილი.
მიქაძე მირიანი (მალხაზ) - მღვდელი.
2014 წლის 23 მარტს, დიაკვნად ხელდასხმა. 2015 წლის 26 ოქტომბერს, მღვდლად ხელდასხმა.
23 მარტს თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) მლვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკვან თეოდოსის (ლაგაზაშვილი), ხოლო დიაკვნად აკურთხა მედავითნე მალხაზ მიქაძე და სახელად მირიანი უწოდა.
26 ოქტომბერს თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან მირიან მიქაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თეიმურაზ პატარაია და სახელად თომა უწოდა.
მიქაძე ნიკოლოზ დეკანოზი, 1720–1789. ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2017. 30 მარტი – 5 აპრილი. N 12 (842). გვ. 18–20.
მიქაძე ეგნატე (ენვერი) ვლადიმერის ძე დაბ. 1955წ. დეკანოზი წინამძღვარი ტყვირის მაცხოვრის სახელობის, საჭილაოს წმინდა გიორგის,მაუწყინარის წმ. თამარ მეფის, ქვიშანჭალის წმ. გიორგის ტაძრების დაბ. სოფ. ტყვირი, აბაშა 2024წ.
მიქაძე ზაქარია ნეკრესელი მღვდელმთავარი მე-17-ე საუკუნე, ქართველ სულთა მატიანე 2022წ. გვ. 15