ჩხაიძე ეპიფანე ბლაღოჩინი (კეთილმოწესე) მღვდელი, 1905წ. ლანჩხუთი წმიდა გიორგის ეკლესია

ჩხაიძე ეპიფანე 1901 წლის 3 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ლანჩხუთის დაბის მღვდელი.
ჩხაიძე ეპიფანე სილიბისტროს ძე (1871-1937)
მღვდელმთავარი, სწირავდა ლანჩხუთის "ცენტრის ეკლესიაში" (წმ. გიორგის ეკლესია). გარდა ამისა, დაკავებული იყო საზოგადოებრივი საქმიანობით: 1915 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ლანჩხუთის განყოფილების ნამდვილი წევრი,დააარსა სასოფლო-სამეურნეო ბაღი ჩაის პლანტაციებით და სუბტროპიკული ხეხილით, იქვე ჩადგა პატარა ოდა სახლი, რომელიც შემდგომში ტექნიკუმად გადაკეთდა.აქ მრავალი მომავალი მომავალი აგრონომი და აგროტექნიკოსი სწავლობდა.
1930-იან წლებში, წმინდა გიორგის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ეპიფანე ჩხაიძეს მღვდლობა აუკრძალეს, ანაფორა გახადეს. ერთი პერიოდი ქალთა პროგიმნაზიაში მასწავლებლობდა.
1937 წელს ეპიფანე ჩხაიძე დააკავეს. ბრალად დასდეს, რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბესო კვირკველია. კავშირი ჰქონდა კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელ პარმენ ცინცაძესთან. კ/რ კავშირი ჰქონდა ყოფილ მენშევიკებთან და ანტისაბჭოთა ელემენტებთან: პ. ჟორდანიასთან, ვ. ებრალიძესთან, ი. მახარაძესთან, მათთან ერთად მართავდა ა/ს საუბრებს და მხარს უჭერდა მენშევიკურ დებულებებს.
1937 წლის 21 ოქტომბერს გაასამართლეს. "განსაკუთრებული სამეულის" სხდომაში მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მდივანი - მოროზოვი. მღვდელს მიესაჯა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია.
ეპიფანე ჩხაიძე დახვრიტეს 1937 წლის 31 ოქტომბერს.
წყარო: ლანჩხუთის მოძღვარი, 2005, №13.
სტალინური სიები საქართველოდან.
გვერდი მადლობას უხდის ნუკა გაგუას, რეპრესიების შესახებ წიგნის - "პარალელური ნაპირი" (გამომცემლობა "ინტელექტი", 2022) - ავტორს, ფოტოსა და ინფორმაციის მოწოდებისთვის.
რეპრესირებულთა ისტორიები - 1937-1938