ნაცვლიშვილი ლუარსაბ დავითის ძე 1873-1922წწ, წინამძღვარი მღვდელი სოფელ ბოდბისხევის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) სხვა წყარო 1900წ. საქობო (სიღნაღი) წმიდის მოწამის სტეფანეს ეკლესია, სიღნაღის მაზრა
1873 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1886- 90 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1892 წლის 15 სექტემბერს ბიყარის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1893 წლის 3 ივლისს ასანაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 29 ნოემბერს საქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიაში განამწესეს.
1901 წლის 17 აგვისტოდან ბოდბისხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის
მედავითნეა.
1902 წლის 22 ოქტომბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 27 ოქტომბერს
ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მღვდლად დაასხა სელი და საქობაოს ეკლესიაში, მედავითნის შტატში განამწესა.
1907 წელს ბოდბისხევის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1910 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.
1916 წლის აპრილში სკუფია უბოძეს მღვდელი ლკარსაბი 1922 წელს გარდაიცვალა.