ახვლედიანი გიორგი სიმონის ძე დეკანოზი
ახვლედიანი გიორგი სიმონის ძე დეკანოზი 1817-1884? წწ. მოღვ. თეკლათის მონასტერი 1880-იანიწ. თეკლათი (სენაკი) ღვთიმშობლის შობის დედათა მონასტერი
არქიმანდრიტ სერაპიონ ახვლედიანს ჰყავდა ოთხი ძმა: სქემმღვდელმონაზონი ქრისტეფორე (მოღვაწეობდა ათონის წმინდა მთაზე. გარდ. 24.02.1896), დეკანოზი გიორგი, ალექსი და იოანე. დეკანოზ გიორგის შვილები იყვნენ, შემდგომში თეკლათის მონასტრის წინამძღვარი, სქემიღუმენია ქეთევანი (გარდ. 23.03.1957) და სქემმონაზონი რიფსიმე (გარდ.22.01.1958), ალექსის შვილი -– სქემიღუმენია ელენე (გარდ. 29.03.1965), ხოლო იოანეს შვილი კი -– ბერი ალექსანდრე (გარდ. 27.07.1895).

არქიმანდრიტი სერაპიონის ძმა დეკანოზი გიორგი ახვლედიანი შვილებთან ერთად.
1858-1862 წლებში აფხაზეთის ეპარქიაში მოქმედიქრისტიანული ეკლესიები, სალოცავი ადგილები და იქ მოსამსახურე სასულიერო პირები აფხაზეთის ეპარხიის ბლაღოჩინი მღუდელი გიორგი ახულედიანი.
1858-1862 წლებში აფხაზეთის ეპარქიაში მოქმედიქრისტიანული ეკლესიები, სალოცავი ადგილები და იქ მოსამსახურე სასულიერო პირები: შუაწყლის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (შუაწყლის ძველი ნაკლესიევის ეზო). ბლაღოჩინი გიორგი ახულედიანი; მღვდელი გიორგი მარკოზის ძე გეგეჭკორი; დიაკონი ისაია დავითის ძე საჯაია; პრიჩეტნიკის მოვალეობის შემსრულებლები პეტრე გიორგის ძე გეგეჭკორი, გაბრიელ სოლომონის ძე რომანოვი.ა გვ. 245.
1858-1862 წლებში აფხაზეთის ეპარქიაში მოქმედიქრისტიანული ეკლესიები, სალოცავი ადგილები და იქ მოსამსახურე სასულიერო პირები: კვიტაულის და ტამუშის წმიდის გიორგის ეკლესია. მღვდლები გიორგი სვიმონის ძე ახლოდიანი, იულონ/იოილ დავითის ძე თოფურია; პრიჩეტნიკები იულონ/იოილ დავითის ძე თოფურია, პეტრე იოვანეს ძე ქოიავა.
წყარო აფხაზეთის ონომასტიკური ინდექსი; სოფიკო ჭაავა ნატო შავრეშიანი,ანზორ სიჭინავა 2026 წლის გამოცემა. გვ. 244.