მღვდელ დავით დოღონაძის შთამომავლები: გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოანე დაიბადა 1813 წელს. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. ჰყავდა მეუღლე გულქან კანდელაკი. 1846 წლის 26 თებერვალს ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა და სოფელ გელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1854 წლის 29 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წუ- ლუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1860 წელს ნახშირღელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1868 წლიდან მშობლიურ სოფელში გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1881 წელს პენსიაზე გავიდა. მღვდელი იოანე 1915 წლის 25 იანვარს, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა.