სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
გაჩეჩილაძე, მაკარ ეფრემის ძე 1859-1942წწ მართლმ. მღვდელი, დეკანოზი სოფ. წევა ზესტაფონი გაჩეჩილაძე, მაკარ ეფრემის ძე 1859-1942წწ მართლმ. მღვდელი, დეკანოზი სოფ. წევა ზესტაფონი

1859-1942 წწ. გარდ. 83 წლის

ბმულის კოპირება



გვარი გაჩეჩილაძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

370       ბეჭდვა

გაჩეჩილაძე, მაკარ ეფრემის ძე 1859-1942წწ მართლმ. მღვდელი, დეკანოზი სოფ. წევა ზესტაფონი

წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია 

1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.


მაკარ გაჩეჩილაძე - სოფელ წევის ეკლესიის დეკანოზი. 1867 წელს დააარსა ეკლესიასთან არსებული სამრევლო სკოლა. 45 წელი იყო ამ ეკლესიის დეკანოზი და სკოლის გამგე

მოხსენიებულია მოგონებებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III (1927-1932)





შვილი ნიკოლოზ მაკარის ძე გაჩეჩილაძე

ნიკოლოზ გაჩეჩილაძე დაიბადა 1881 წელს, ზესტაფონის მაზრის სოფელ წევაში, სასულიერო პირის ოჯახში. ნიკოლოზის მამა, დეკანოზი მაკარი, გაჩეჩილაძეების მფარველი სალოცავის – წევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო.

   1903 წელს ნიკოლოზმა ქუთაისის სასულიერო სემინარია წარჩინებით დაამთავრა და ყაზანის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1910 წელს დაამთავრა.

   1914 წლიდან ნიკოლოზ გაჩეჩილაძემ გორის ჰოსპიტალის მთავარ ექიმად დაიწყო მუშაობა. წლების განმავლობაში იგი უანგაროდ ემსახურებოდა ცხინვალისა და მთელი შიდა ქართლის მოსახლეობას.

   1921 წლიდან ნიკოლოზი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. მიუხედავად შემოთავაზებისა მას ქვეყანა არ დაუტოვებია და გააგრძელა მოღვაწეობა. დააარსა მწერალთა, კომპოზიტორთა და მხატვართა კავშირის პოლიკლინიკა.

მკურნალთან შინ ხშირად მიდიოდნენ კულტურისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები. ღვთისმოშიში ექიმი განსაკუთრებულად ზრუნავდა ბავშვებზე. უსასყიდლოდ მკურნალობდა და მატერიალურადაც ხელს უმართავდა გაჭირვებულ და ხელმოკლე ადამიანებს.

    ნიკოლოზი ყველაზე რთულ წლებშიც მუდამ ეკლესიის გვერდში იდგა. იგი თბილისიდანაც მუდმივად ეხმარებოდა წევის წმინდა გიორგის ეკლესიას. ექიმის მეგობრები იყვნენ და მის სახლს ხშირად სტუმრობდნენ კათოლიკოს–პატრიარქები: ლეონიდე ოქროპირიძე, ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, ეპისკოპოსი დიმიტრი ლაზარიშვილი, დეკანოზი ხარიტონ დევდარიანი (კათოლიკოს–პატრიარქი დავით V). 1926 წელს კათოლიკოს–პატრიარქმა ამბროსიმ ექიმს სახლში მოუნათლა ქალიშვილი მზეთამზე.

    1937 წელს ნიკოლოზი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს. ჩხრეკის დროს სახლიდან წაიღეს სახარება, 12 ძვირფასი ხატი, წერილები, სხვადასხვა ძვირფასი ნივთები და ოჯახს გადასახლება დაუპირეს. ინტელიგენციის ჩარევით უდანაშაულო ექიმი გაათავისუფლეს. მიუხედავად ასეთი განსაცდელისა ნიკოლოზი მაინც აგრძელებდა ეკლესიის თანადგომას. 

    საქართველოს დამსახურებული ექიმის არქივში საინტერესო წიგნები, წერილები და ფოტოსურათებია შემონახული.

    ნიკოლოზ გაჩეჩილაძე გარდაიცვალა 1959 წელს თბილისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ცხინვალის განყოფილების წევრი (1915-)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)

ბიბლიოგრაფია

XVIII- XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა : მოამზადეს გოჩა არონიშიძის ნაშრომის მიხედვით ლუარსაბ ტოგონიძემ და გიორგი მაჩურიშვილმა. - თბილისი, "ალილო", 2012

საკონტაქტო ინფორმაცია

სახლი

მისამართი: თბილისი, გრიბოედოვის ქუჩა N 4


დეკანოზი მაკარი გაჩეჩილაძე 1859-1942წწ.  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

დეკანოზი მაკარი 1859 წლის 5 იანვარს იმერეთში, სოფელ წევაში მღვდლის ეფრემ იესეს ძე გაჩეჩილაძისა და ტელფა (ატატო) ბესარიონის ასულ ჩანკვეტაძის ოჯახში დაიბადა. 
1872-1876 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 
1876-1917 წლებში იგი იერეთის ეპარქიის სხვადსხვა სოფლებში არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო 

გვ218
სჯულის მასწავლებლად და გამგედ მუშაობდა. 
1880 წლის 8 დეკემბერს ილემის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 
1881 წლის 20 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და ყვირილის (ახლანდელი ზესტაფონი) წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დანიშნა· 
1884 წლის 19 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და წევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 
მამა მაკარი ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დაჯილდოებული იყო: 1889 წლის 13 აპრილს საგევრდულით, 
1908 წლის 6 მაისს სკუფით; 1916 წლის 6 აგვისტოს კამილავკით; 1923 წლის 3 მაისს სამკერდე ოქროს ჯგვრით. 
1923 წლის 3 ივნისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 
1929 წლის 30 სექტემბერს მთავარხუცესად დაინიშნა. 
1930 წლის 17 მარტს ენქერით დაჯილდოვდა. 
1934 წლის მარტში თბილისში, ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 
დეკანოზი მაკარი 1943 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა. 
მრავალი ადამიანი ჩუმად, უხმაუროდ მიდის ამ ქვეყნიდან, მაგრამ მთელი ცხოვრება ერთ, ჭეშმარიტ გზას მისდევს, ღვთისკენ 
მიემართება, მთელი მათი საქმიანობა რწმენის სიმტკიცეს ემსახურება. 
მაკარი ეფრემის ძე გაჩეჩილაძე იმერეთის სოფელ წევის ეკლესიის დეკანოზი იყო. XI საუკუნეში ნაგები ეს ეკლესია 1863 
წელს გაღდაუკეთებიათ. ტაძარი XVI-XVII საუკუნეში არის მოხატული. ეკლესიიდან 100 მეტრში სოფელ წევის რვაწლიანი სკოლა მდებარეობს. 
კონსტანტინე მაკარის ძე გაჩეჩილაძის ნაშრომში „წევის სკოლა 110 წლისაა“ ვკითხულობთ: ,ჯერ კიდევ 1860 წელს გაიხსნა აქ 
დაწყებითი სასწავლებელი ადგილობრივ ორშტატიან ეკლესიასთან. 
საკუთარი შენობის უქონლობის გამო, ახლადგახსნილი სკოლა სესია როსტომის ძე გაჩეჩილაძე-ოთიაშვილის კერძო სახლ
219


ში მოათავსეს.
1890 წელს ეკლესიის ტერიტორიაზე სკოლისათვის ორსართულიანი შენობა ააგო, რამაც ხელი შეუწყო 1900 წელს, სასულიერო უწყების განკარგულებით, 
სკოლას IV განყოფილება დამატებოდა და იგი ორკომპლექტიანად - (თავდაპირველად ერთკომპლექტიანი სკოლა იყო) გადაკეთდა. 
ამ სკოლის უხუცესი მასწავლებელი იყო დეკანოზი მაკარი ეფრემის ძე გაჩეჩილაძე, რომელმაც 1876 წელს დაიწყო მასწავლებლობა და 
41 წლის განმავლობაში ასწავლიდა ყველა საგანს, ხოლო 1902 წლიდან 1917 წლამდე ითვლებოდა მის უცვლელ გამგედ“. 
მამა მაკარის არქივში ინახება ვექსილები, რომლებიც მოწმობს მისი. როგორც წევის ეკლესიის დეკანოზის, საორგანიზაციო საქმეების
შესახებ, რასაც საეკლესიო იერარქიასთან მიმოწერაც ადასტურებს. წერილში, რომელიც 1925 წლის 25 თებერვლით არის დათარიღებული, 
ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) მამა მაკარს სთხოვს, გაუგზავნოს წმინდა ნაწილები, რომლებიც მაკარის აქვს და მათ ,,ესაჭიროებათ“· ამ არქივშია 
სროლიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ III-ის (საძაგლიშვილი), იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე), 
დეკანოზ დავით ღამბაშიძის ფოტოები, აგრეთვე მამა მაკარის ძმის, მღვდელ ექვთიმესა 
და დის მეუღლის, დეკანოს აბიათარ იაკობაშვილის ფოტოები. 
მნიშვნელოვანიაა აგრეთვე არქივში დაცული იონა მღვდელ-მონაზონის (ხოშტარია) მიერ დეკანოზ მაკარისადმი გაგზავნილი წერილი ათონის მონასტრიდან, 
რომელიც 1898 წლის 18 ივლისითაა დათარიღებული. 
გვ220
წერილიდან ირკვევა. რომ დეკანოზი მაკარი დიდად ეხმარებოდა ათონის მონასტერში ამ დროისათვის ბერძენთაგან უკიდურესად შევიწროებულ ძშებს და რითაც შეეძლო,
ამხნევებდა, მატერიალურად ხელს უმართავდა, რაზეც მღვდელ-მონაზონი იონა მადლობას უხდის მას... 
გასაბჭოების შემდეგ დეკანოზი მაკარი, როგორც სასულიერო პირი. შეზღუდეს. ძირულასთან გაჩერებული მატარებელში, რომელშიც დასახვრეტად განწირული ხალხი იყო 
ჩაკეტილი, დეკანოზი მაკარიც მოხვდა, რადგან მას ანაფორა ეცვა. „სიკვდილმისჯილთა“ დასათვალიერებლად ჩამოიარეს ,,სოციალისტებმა“ (როგორც 
მათ მაშინ უწოდებდნენ). ერთ-ერთმა მათგანმა დეკანოზი მაკარი იცნო. რადგან მისი ნამოწაფარი აღმოჩნდა და მხცოვანი მასწავლებელი გაათავისუფლა. 
XX ს-ის 30-იან წლებში წევის წმინდა გიორგის სასელობის ეკლესია დახურეს, მამა მაკარი იძულებული გახდა, თბილისში 
გადასულიყო· იგი ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. აი, რას წერდა თბილისის ოლქის მთავარხუცესი, 
დეკანოზი იოანე ცქიტიშვილი სრულიაღ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე): „სრული იმედი მაქვს, რომ დეკანოზი მაკარი, 
რომელიც მცირე შემოსავალს არ უშინდება და ეკლესიაში ცხოვრების მოსურნეც არის, როგორც ღირსებული მოძღვარი, ფხიზელი, საღვთო წერილის საკმაოდ 
მცოდნე მიუხედავად მოხუცებულობისა, ჯერ კიდევ ენერგიით სავსე, შესძლებს ეკლესიის მოვლას და მის გამოცოცხლებას“. 
წევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დატოვებას ვერ ეგუებოდა მხცოვანი მოძღვარი. ერთი წლის შემდეგ იგი 
წერილობით სთხოვს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს, რათა გაუწიოს შუამდგომლობა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ 
სიმონთან (ჭელიძე) – „აღმადგინოს ისთევე წევის წმიდა გიორგის ეკლესიაზე იმ წესით, როგორც ვიყავი ადრე“. 
კათოლიკოს-პატრიარქმა დეკანოზი მაკარი თბილისში, ჩუღურეთის წმინდა 
ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში უშტატო მღვდელმსახურად
გვ221
დატოვა და მისცა მას წევაში ყოფნის დროს ღვთისმსახურების შესრულების უფლება. 
ამის შემდეგ იგი ყოველ საფხულს ჩადიოდა სოფელში, ოუვლიდა ტაძარს და თავის კარ–მიდამოს. 
დიდი სამამულო ომის პირველ წლებში იმდენად შეზღუდული იყო მოძღვრისა და მორწმუნეთა ყოფა, რომ დეკანოზ მაკარს 
1942 წელს კათოლიკოს-პატრიარქის სპეციალური ნებართვა დასჭირდა, რათა ეკურთხებინა მიცვალებულთათვის საფლავი 
ვაკისა და კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოებზე. მსახურებასთან ერთად თბილისში მყოფი მამა მაკარი 
სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას რკინიგზის სკოლაში. 
დეკანოზ მაკარ გაჩეჩილაძეს ჰყავდა მეუღლე – ანა იოანეს ასული არაბიძე და შვიდი შვილი: ნიცოლოზი, დავითი, გრიგოლი, 
კონსტანტინე, ვერა, გალინა და მარიამი. 
მიუხედავად საშინელი რეპრესიებისა, მას არასოდეს გაუხდია ანაფორა. სამშინელი გაჭირვებისა და შიმშილობის დროს, სამამოლო ომის პერიოდში, 
არც უფიქრია, გაეყიდა წიგნები ან საბუთები, რომლებიც გაჩეჩილაძეთა სასულიერო წოდების საგვარეულო 
ბიბლიოთეკაში ინახებოდა და რამდენიმე თაობას ეკუთვნოდა. 
ეს საეკლესიო წიგნები და საბუთები მან თავის ვაჟს, კონსტანტინეს გადასცა. მანაც, თავის მხრივ შეინარჩუნა დანატოვარი და ახლად მოპოვებული საბუთებით გაამდიდრა,
ომის შემდეგ კი, მუზეუმებსა და საცავებს უსასყიდლოდ გადასცა, რათა მომავალ თაობებს დარჩენოდათ წინაპართა ძვირფასი განძი. 
დეკანოზი მაკარი სამამულო ომის დროს გარდაიცვალა. 
სიკვდილის წინ მას საავადმყოფოში თავის სახელად „მარკოზი“ 
ჩაუწერინებია და უთქვამს, აქედან რომ გამოვალ, ბერად აღვიკვეცები მარკოზის სახელითო. 
მამა მაკარის გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგ მის შვილს, კონსტანტინე გაჩეჩილაძეს წერილი დაუწერია მამისადმი, სადაც 
მამა-შვილს შორის უსაზღვრო პატივისცემა და სიყვარული ღვთით განათებული მარადიული სინათლითაა გამთბარი. 
გვ222
„წერილი მამას ძვირფასო მამა! შენ მუდამ დანატრებული იყავი შვილების წერილს და გვსაყვედურებდი მის დაგვიანებას. 
ოცი წელია, რაც თვალს მიეფარე, მაგრამ იცოდე, ერთი წუთითაც არ გასულხარ მოგონებიდან. ღმერთმა იცის, მოგონებაში იყავი მუდამ. არ გაგიკვირდეს, 
„შენობით“ რომ მოგმართავ. ოცი წლის შემდეგ მე უკვე თმა შენსავით გამითეთრდა და ახლა გელაპარაკები, როგორც ტოლი 
ტოლს. მით უმეტეს, რომ შენ დროის მიღმა გახვედი, მე კი, სამწუხაროდ, დროის მარწუხებში ვიმყოფები ჯერჯერობით. თანაც 
დრონი იცვალნენ და ოდინდელი მორალიც ჩაბარდა წარსულს. დღეს შვილი მამას არამცთუ „თქვენობით“ არ ელაპარაკება, 
უბრძანებს კიდეც: ო, ტემპორა, ო, მორეს (ლათ· – „ო, დრონი, ო, ჩვეულებანი“) ესეც შენგან მაქვს ბავშვობისას გაგონილი (სანამ გიმნაზიაში მიმაბარებდი!). 
მამავ საყვარელო! მე შენით ვზომავ და ვამოწმებ ჩემს ქცევას და თანდათან ვრწმუნდები, რომ ნამეტანი დავშორდით საუკუნეს. ჩემი თავაზიანობა და გულისხმიერება დღეს ანაქრონიზმად 
ეჩვენებათ. არ შეშინდე, ძვირფასო, მე შენს სახელს არ ვუღალატებ. ბოლომდის ერთგული ვიქნები იმ პატიოსნების, შენ რომ ჩვენ, შვილებს, შეგვაზარდე. 
ალბათ, იცი, რომ შენი შვილებიდან მე დავრჩი მხოლოდ და ახლა მეც უმეგზურო მგზავრობისათვის ვემზადები... 
არასდროს მომნატრებია, მამა შენთან საუბარი, როგორც დღეს. 
უთუოდ, მალე ვნახავთ ერთმანეთს. ჩემო წამებულო, ყველასგან მივიწყებულო მშობელო.

 
გვ223
მე მჯერა, რომ შენ უთუოდ წმინდანთა შორის დაიმკვიდრე სასუფეველი, რადგან რწმენა შენი თავდებია ამისა. 
მაგონდება აღდგომის ღამე, ლიტანიობა, შენი გაბრწყინებული სახე, გულის სიღრმიდან ამოტანილი ლოცვა – „აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ“..
ამ დროს შენს სულში თვითონ ქრისტე ჩამოდიოდა და შენ მას სასოებით აღსავსე სიტყვებს აგებებდი. მე დავეძებდი შენი თავის ირგვლივ შარავანდედს. 
მწამდა, რომ შენ ამ დროს არ იყავი მხოლოდ ადამიანი, შენ უფრო სპეტაკი, თუ გნებავს, სასწაულთმოქმედად მეჩვენებოდი. და უძრავით (წმინდა გიორგის ხატით) ხელში შენ ისე 
მიაბიჯებდი, თითქოს ფეხით მიწას არც კი ეხებოდი. 
აი, როგორია ბავშვის ფანტაზია. ეს ყველაფერი იყო. შენ, გასხეულებულ სიკეთეს, რა უკეთურად მოგექცნენ! 
არაფერი დამვიწყებია... შენი თვალით ვუყურებდი და ვუყურებ ყველას, ვინც შენ გაწამა, ჩემო გატანჯულო მამა. 
შენ არ აჰყევი ფეხის ხმას, არ გადაუდექი შენს რწმენას და ემსხვერპლე კიდეც მას. რათა და რისთვის? 
შენ ყველაფერს მარტვილის გამძლეობით იტანდი, რადგან შენი გაგება ცხოვრებისა ბიბლიიდან მოდიოდა. მე რა ვქნა, 
მამა? მე, რომელსაც არ მომყვება სიღრმე შენი რწმენისა და შენი სიმტკიცე ამტანობისა. 
ნეტავ რას ფიქრობდი, როცა შვიდი შვილის მამა, მარტოდმარტო მიტოვებული, სიკვდილს ებრძოდი საავადმყოფოში... 
ყველაფერი გავიგე. ყველაფერი მიამბო შენმა მედდამ. მითხრა, რომ შენს ბაგეს ღვთისმშობლის სახელი არ მოსცილებია და 
როცა სანიტრებმა დერეფანში გაიტანეს შენი საწოლი, უკანასკნელად დედაჩემის სახელი წარმოგითქვამს. 
ესაა ცხოვრება!.. ნუთუ მხოლოდ ესაა ცხოვრება? 
გვ224
იგი მხოლოდ მოჩვენებით ყოფილა გამოვსებული... ეს ხილული სამყარო მარტო ილუზიებით ყოფილა დასახლებული! 
სადაა ის სინამდვილე, რომლის ძიებაში აღმოხდება ადამიანს სული? 
იგი ამის მიღმაა და მხოლოდ!.. მამა, შენ, დიდი რწმენის ადამიანს, მითხრეს, გაგიძნელდა ამ 
ქვეყნის დათმობა და ახლა, შენ წარმოიდგინე, როგორია ჩემთვის სიკვდილი. 
არა, მამა, მე სიკვდილი არ მაშინებს, არა! მე მეშინია სიკვდილის წინა აგონიის! ო, როგორ მეშინია! 
შენც გეშინოდა, უთუოდ, მამა?! შენი საფლავიც კი მივივიწყეთ თითქოს, მამავ, ძვირფასო, 
მაგრამ ვისთვის ან რისთვისაა საჭირო საფლავის ცოდნა? რაც მიწისა იყო შენში, მიწას დაუბრუნე, ხოლო ღვთისმიერი – უფალს. 
სიცოცხლეს აზრს მხოლოდ სიკვდილი აძლევს, ხოლო სიკვდილი... ახლა შენ მიხვდი, თუ რა ყოფილა სიცოცხლე! 
მაპატიე, მამა, თუ დავარღვიე სიმშვიდე შენი. რა ვქნა, ცოცხალთა შორის მე ვერ ვნახე ადამიანი, რომ ტკივილი გულისა გავანდო... 
ცრემლით ვწერ ამ სტრიქონებს და შეიწირე შენც, როგორც აღსარება შენი შვილისა.. 1964 წელი. 

მასალა მოამზადა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსმა
მეცნიერ-თანამშრომელმა მარინა ქადაგიძემ.

ეკლესიისა და ხალხის მოამაგე ექიმი ნიკოლოზ გაჩეჩილაძე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში 
გაჩეჩილაძეძეთა გვარის დალოცვისას ბრძანა: „მათ ბევრი თვალსაჩინო და დიდი ადამიანი ჰყოლიათ და ამჟამადაც ჰყავთ, მათ 
გვ225

შორის,სასულიერო პირები, მეცნიერები და სხვ. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი მადლი ტრიალებს ამ გვარში“. 
ამგვარ ადამიინებს შორის მოიხსენიება ხალხის შემწე და სიკეთის მთესველი პიროვნება, 
ექიმი ნიკოლოზ მაკარის ძე გაჩეჩილაძე, რომელსაც 1934 წელს 
კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ჯვრის 
შეწირულებისათვის სიგელი უბოძა და საგანგებოდ დალოცა. 
იმ პერიოდში საქართველოს ეკლესია მეტად შევიწროებული იყო,  საყოველთაო დევნისა და შიშის გამო, წირვა-ლოცვას ოციოდე კაცი თუ ესწრებოდა. 
თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დასვენებული წმინდა ნინოს ჯვრის სახატე დაზიანებული იყო, კარედი და მინა აღარ ჰქონდა
და ტაძარში შემოსული ზოგიერთი ადამიანი ჯვარს თმებს- წმინდა ნაწილებს აწყვეტდა და თან მიჰქონდა. 
ეკლესიისათვის სწორედ ასეთ დროს ცნობილი ექიმის მიერ შემოწირულმა ახალმა  სახატემ ხელყოფისაგან იხსნა ქართველთა
უდიდესი სიწმინდე.
ნიკოლოზ გაჩეჩილაძე (1881-1959) ზესტაფონის რაიონის სოფელ წევაში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. ბაბუას მღვღელ 
ეფრემ იესეს ძე გაჩეჩილაძეს ოთხი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც 
ასევე სასულიერო პირები იყვნენ - მაკარი, ლევანი (ბელოვანი), ეფთვიმე (ექვთიშე) და კასიანე. ნიცოლოზის მამა, დეკანოზი მაკარი 
(1859-1943) გაჩეჩილაძეების მფარველ სალოცავის - წევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, ღვაწლმო-
გვ226
სილი პედაგოგი, მეტად ღვთისმოშიში, განსწავლული და პიროვნულად ძლიერი მოძღვარი ყოფილა. საინტერესოა, რომ ვახუშტი 
ბატონიშვილის თანახმად, ეს ტაძარი ოდითგანვე სასწაულთმოქმედი ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზის დიდი ბაბუა, იესე (სესია)
როსტომის ძე გაჩეჩილაძეც საოცრად ქველმოქმედი და ხალხის შემწე პიროვნება იყო. მას გაუყვანია საქართველოს 
სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რიკოთის უღელტეხილზე გამავალი სურამ-მორაპნის შარაგზა, რითაც საქართველოს აღმოსავლეთი და დასავლეთი 
მხარეები უმოკლესი გზით პირველად დაუკავშირდა ერთმანეთს. ამას გარდა, იესეს ბინაში წლების განმავლობაში უსასქძიდლოდ ფუნქციონირებდა დაწყებითი სკოლა. 
ნიკოლოზ გაჩეჩილაძემ 1903 წელს, ქუთაისის სასულიერო სემინარიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ. 
ყაზანის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა, 
რომელიც 1910 წელს დაამთავრა. 
1914 წლიდან იგი ქ. გორის ჰოსპიტალის მთავარი ექიმია. უანგარო ექიმი წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ემსახურებოდა ცხინვალისა 
და მთელი შიდა ქართლის მოსახ დეობას. 
1920 წლის ზამთარში გორი ძლიერმა მიწისძვრაშ დაანგრია, ნიკოლოზმა თავად შეიძინა კარვები 
და იქ განათავსა მიწისძვრისაგან დახარალებულნი, ასევე საკუთარი სახსრებით შემოსა გორის გიმნაზიის მოსწავლეები. 
1921 წლიდან იგი თბილისში ცხოვრობდა და მუუშაობდა. გასაბჭოებისას, მიუხედავად შემოთავახებისა, მას ქვეყანა არ დაუტოვებია. 
დააარსა მწერალთა, კოშპოზიტორთა და მხატვართა კავშირის პოლიკლინიკა. მკურნალთან შინ ხმირად მიდიოდნენ კულტურისა და ინტელიგენციის 

გვ227
წარმომადგენლები. ღვთისმოშიში ექიმი განსაკუთრებულასდ ზრუნავდა ბავშვებზე, უსასყიდლოდ მკურნალობდა და მატერიალურად 
ხელს უმართავდა გაჭირვებულ და ხელმოკლე ადამიანებს. 
ნიკოლოზი ყველაზე რთულ წლებშიც მუდამ ეკლესიის თანამდიომი იყო. მამის დესანოზ მაკარის გამოგზავნილ წირილში ვკითხულობთ,
რომ ნიკოლოზი თბილისიდანაც მუდმივად ეხმარებოდა წევის წმინდა გიორგის ეკლესიას, ამ პერიოდში ტაძარს 
მეტად ავიწროებდნენ ბოლშევიკები. ექიმის მეგობრები იყვნენ და მის სახლში სტუმრობდნენ კათოლიკოს-პატრიარქები 
ლეონიდე (ოქროპირიძე), ამბროსი (ხელაია), კალისტრატე (ცინცაძე), ეპისკოპოსი დიმიტრი (ლაზარიშვილი), დეკანოზი ხარიტონ 
დევდარიანი (შემდგომში – კათოლიკოს-პატრიარქი დავით V) და სხვები. 
1926 წელს ექიმის სახლში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ მონათლა ნიკოლოზხის ქალიშვილი მზეთამზხე. 
მკვლევარი ვახტანგ გურგენიძე კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიასადმი მიძღვნილ ნარკვევში „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, 
გული - საქართველოს“ აღნიშნავს: ნკვდ-ს სააგენტურო მეთვალყურეობით გამოვლინდა. რომ კათოლიკოს–პატროარქ ამბროსი 
ხელაიასთან ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვთ: ეპისკოპოს ქრისტეფორეს... დოქტორ გაჩეჩილაძეს, მცხ. გრიბოედოვის ქ: N4-ში“. 
ექიმი ძალიან შეავიწროეს ბოლშევიკებმა. ნკვდ-მ საკუთარ სახლში შეუსახლა არაქართველი ჩეკისტები, ხოლო 1937 წელს 
ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ბრალდებით იგი დააპატიმრეს. შემორჩენილი ჩხრეკის ოქმების მიხედვით ვიგებთ, რომ 
წაუღიათ სახარება, 12 ძვირფასი ხატი, სხვადასხვა წერილები, დალუქეს ავეჯი და ოჯახს გადასახლება დაუპირეს. ექიმის 
შვილებმა მოასწრეს სიგელის, რამდენიმე ხატის, სასულიერო და სხვა წიგნების სარდაფში გადამალვა. ინტელიგენციის ჩარევით 
უდანაშაულო ექიმი გაათავისუფლეს. მიუხედავად ასეთი განსაცდელისა, ნიკოლოზი აგრძელებდა ეკლესიის თანადგომას, მან 
თავისი მეგობრის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის თანადგომით. წევის ტაძარი გადაახურვინა. 
გვ228

საქართველოს დამსახურებული ექიმის არქივში საინტერესო წიგნები, წერილები და ფოტოსურათებია შემონახული: ქუთაისის სემინარიის პირველკურსელთა
ფოტოსურათის უკანა გვერდზე ხელით მიწერილია მოსწავლეთა გვარები, ხოლო ინპექტორს, მამა დიმიტრი აბაშიძეს აწერია _ „გარუსებული“. მხატვარ გ. ზაზიაშვილის
დიდ მხატვრულ ფოტოსურათზე სემინარიის კურსდამთავრებულთა ფოტოები განლაგებულია დიდი მიტრის ფონზე, 
მიტრის თავზე კი შეფე ერეკლე II-ის, კათოლიკოსების - ანტონ I-ისა და ანტონ II-ის, ეპისკოპოსების - გაბრიელ ქიქოძის, ლეონიდე ოქროპირიძისა და 
სხვა სასულიერო პირთა სურათებია. აქვეა სემინარიის შენობის ფოტოც. აღსანიშნავია აგრეთვე კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ნიკოლოზისადმი გამოგზავნილი წერილი.
წარწერით ნაჩუქარი წიგნები და „ვეფხისტყაოსანი“· 
მისივე ავტორობით რუსულ  ენაზე 1906 წელს გამოცემული „ისტორიული ცნობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურო-
გვ229
ბის საკითხისათვის“, ასევე დეკანოზ მარკოზ ტყემალაძის რუსულად გამოქვეყნებული წიგნი „თბილისის სიონის საკათედრო 
ტაძარი“ (1904 წ.) ამ წიგნში დაბეჭდილი სიონის ღვთისმშობლის ხატის ფოტოსურათით დადგინდა. როგორი იყო ხატის პერანგი, 
რომელიც რუსებმა მოხსნეს და დაიკარგა. აქვეა წმინდა ნინოს ჯვრისა და მისი კარედის ხატის, სხვა ხატების, პატრიარქების დღეს უკვე დაკარგული მიტრების, 
სიონის ეკლესიის დარბაზის ფოტოებიც. სიგელი და არქივი ნიკოლოზისავე სახლში ინახება, დღეს იქ მისი ქალიშვილი მზეთამზე (მზია) გაჩეჩილაძე 
შვილებთან, შვილიშვილებთან და მათ შვილებთან ერთად ცხოვრობს. ქალბატონი მზეთამზე წევის წმინდა გიორგის ეკლესიის სიყვარულით არის ანთებული, 
ახალგაზრდობიდან მოყოლებული, დღემდე, ყოველ წელს, ოჯახთან ერთად ადის წევაში სალოცავად და ცდილობს, გაჩეჩილაძეთა თანადგომით გვარის წმინდა 
საალოცავში წირვა-ლოცვა მუდამ ჩატარდეს· საბედნიეროდ, მარგვეთის ეპარქიის მღვდელმთავრის კურთხევით, დღეს ტაძარში 
ღვთისმსახურება უკვე ყოველ თვე აღევლინება. 

გოჩა არონიშიძე, ნიკოლოზ შურღაია- ნიკოლოზ გაჩეჩილაძის შვილიშვილები.

ტექსტი გამოყენებულია კ. ეკ. და გ. გაჩეჩილაძეების, რ. და გ. იაკობაშვილების, ს. კორძაიას, ნ. ფაილოძის და სხვათა მასალა

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.06.2023
ბოლო რედაქტირება 06.02.2024
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0