გორგაძე იოაკიმ იოსების ძე 1892-1893 წწ ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესია. ხარაგაული 1893-1897წწ მარელისის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია. ხარაგაული.
დაიბადა 1870 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ბაბში, სასულიერო პირის ოჯახში. მამა იოსებ გორგაძე ბაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო. იაკინთემ პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო და მოგვიანებით სწავლა განაგრძო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, რომელიც 1892 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1892 წელს, საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ, ეგზარქოსების ჯვართამაღლების კარის ეკლესიაში სტიქრით შემოსა. სემინარიის დამთავრების შემდეგ იაკინთე დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა. ამავე წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ დიაკვნად აკურთხა, ხოლო იმავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ხევისჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1893 წელს მარელისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.
1895 წელს ორაპნის მაზრის იმერეთის საეპარქიო სამოსწავლო საბჭოს განყოფილების წევრად აირჩიეს, ხოლო 1896 წლიდან ამავე მაზრაში არსებული სამრევლო–საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1898 წლიდან თბილისში გადმოდის საცხოვრებლად და სასულიერო სემინარიაში მასწავლებლად იწყებს მუშაობას. 1899 წელს კუკიის მესამე სამოქალაქო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს და ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაადგინეს. 1900 წელს იაკინთე თბილისის გუბერნიის ციხეების ეკლესიების მოძღვრად განამწესეს, ამავე წლის 12 მაისსბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს და გორის მაზრის მე–10 ოლქის მთავარხუცესად დანიშნეს. 1900 წელს სკუფიით დაჯილდოვდა, ხოლო 1904 წლის აღდგომას კამილავკა უბოძეს. აირჩიეს ბორჯომის სახელოსნო სასწავლებლის სამზრუნველოს წევრად. 1909–1919 წლებში მამა იაკინთე იყო „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბორჯომის განყოფილების ნამდვილი წევრი, გამგეობის წევრი და სამკითხველოს გამგეობის თავმჯდომარე. 1910 წელს მამა იაკინთეს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1915 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1916 წელს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პლატონმა ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1919 წელს ბორჯომში უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებელი გაიხსნა, სადაც იგი დროებით გამგედ და მასწავლებლად დანიშნეს. ის აწყურის ეპარქიის დელეგატის სტატუსით, მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მე–2 საეკლესიო კრებაზე. 1922–1923 წლებში ბორჯომში ეკლესია დაიკეტა. გარდაიცვალა 1936 წლის 24 ივნისს. დასაფლავებულია ბორჯომის სამოქალაქო სასაფლაოზე.
დეკანოზი იაკინთე გორგაძე 1870-1936წწ XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე
დეკანოზი იაკინთე 1870 წელს ქუთაისის მაზრაში, სოფელ ბაბში, მღვდლის - იოსებ შიოს ძე გორგაძისა და რუსუდან
გვ279
ბურჯანაძის ოჯახში დაიბადა. მღვდელი იოსები სოფელ ბაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლლესიის წინამძღვრად მსახურობდა.
ბუნებრივია· პატარა იაკინთეც ადრეული ასაკიდან დაუახლოვდა ” ეკლესიას და ღვთისმსახურებისადში ინტერესი და მონდომება გამოიჩინა.
მამასთან პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო.
1886 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1892 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.
1892 წლის 26 იანვარს, წირვის დროს. ეგზარქოსების ჯვართამაღლების სახელობის კარის ეკლესიაში, საქართველოს ეგზხარქოსმა პალადიმ (რაევი)
იაკინთე სტიქრით შემოსა.
სემინარიის დასრულების შემდეგ იაკინთე დაქორწინდა მარიამ ამბაკოს ასულზე. მასთან სამი შვილი შეეძინა: გრიგოლი, ნინო და ნონა.
1892 წლის 21 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 28 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ხევისჯვრის
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1893 წლის 16 იანვარს მარელისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.
მეუფე გაბრიელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ხალხში სწავლა- განათლებისა და ცოდნის დონის ამაღლებას.
სამღვდელო პირსაც დიდი სიფრთხილით არჩევდა და უმეტესად
გვ280
სემინარიის კურსდამთავრებულს ანიჭებდა უპირატესობას. ასე მოიქცა მამა იაკინთეს შემთხვევაშიც. როგორც განათლებული,
ახალგაზრდა და ენერგიული მოძღვარი, 1895 წელს იგი შორაპკნის მაზრის იმერეთის საეპარქიო სამოსწავლო საბჭოს განყოფილების წევრად აირჩიეს,
ხოლო მომდევნო წლიდან ამავე მაზრაში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა, სადაც 1898 წლამდე იმსახურა.
1898 წლიდან მამა იაკინთე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოდის საცხოვრებლად და თბილისის სასულიერო სემინარიის სამაგალითო სკოლის მასწავლებლად ინიშნება.
1899 წლის 15 ოქტომბერს კუკიის მესამე სამოქალაქო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს და ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის
სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაადგინეს. 1900 წლიხ 16 აპრილს თბილისის გუბერნიის ციხეების ეკლესიების მოძღვრად განამწესეს. ამავე წლის
12 მაისს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძდვრად გადაიყვანეს და გორის მაზრის X ოლქის
მთავარხუცესად დანიშნეს· 1900 წლის 20 მაისს სკუფიით დაჯილდოვდა, ხოლო 1904 წლის აღდგომას კამილავკა უბოძეს.
ბორჯომში მამა იაკინთე განაგრძობდა აქტიურ მოღვაწეობას სასწავლო დარგში. გარდა საღვთო სჯულის სწავლებისა, იგი აირჩიეს ბორჯომის სახელოსნო სასწავლებლის
სამზრუნველოს წევრადაც. აქ მძან 1918 წლამდე იმსახურა. 1909-1919 წლებში იყო
„ქართველთა შორის წერა-კითხვის·· გამავრცელებელი საზოგადოების“ განყოფილების გამგეობის წევრი და სამკითხველოს გამგეობის თავჯდომარე.
1910 წლის 15 - მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი ეწყალობა· 1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1916 წლის 6 აგვისტოს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პლატონმა (როჟდენსტვინსკი) ეკლესიაში ერთგული
სამსახურისთვის მამა იაკინთეს დეკანოზის წოდება მიანიჭა, ხოლო მამამისი. მღვდელი იოსები კამილავკით დააჯილდოვა.
გვ281
1919 წელს ბორჯომში გაიხსნა უმაღლესი პირველ დაწყებითი სასწავლებელი, სადაც მამა იაკინთე დროებით გამგედ და
მასწავლებლად დაინიშნა.
მამა იაკინთე აწყურის ეპარქიის დელეგატის სტატუსით მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისს გამართულ. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებაზე.
საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ეკლესიის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. ხელისუფლებამ
დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა სამღვდელოებას და ყველანაირად შეავიწროვა იგი. დაიხურა ეკლესიები და მოძღვრებს აეკრძალათ სკოლებში მასწავლებლობა.
1922-1923 წლებში ბორჯომში დაიკეტა ეკლესია და მამა იაკინთეც სამსახურის გარეშე დარჩა. ყოველმხრივ შევიწროებული მღვდელი იძულებული გახდა,
ანაფორა გაეხადა და ერში გაეგრძელებინა მოღვაწეობა. აი, რას სწერს იგი 1925 წლის 12 მაისს გორის სამახრო განათლების
გვ282
მუშათა კავშირს: ,,1923 წელში მე ჩემი ნებით დავანებე მღვდლობას თავი და შევედი მასწავლებლად ბორჯომის ქართულ
მთლიან სკოლაში, სადაც დღესაც ვმსახურებ. ამავე დროს, ვმსახურებ ქართული ენის მასწავლებლად და საქმისმწარმოებლად ბორჯომის საქარხნო-საფაბრიკო სასწავლებელში.
მე მიმიძღვის პედაგოგიურ ასპარეზზე და სამოსწავლო ნაწილში მუშაობა და სამსახური 28 წლის განმავლობაში. მაქვს სურვილი და ღონეც შემწევს,
განვაგრძო სამსახური და რადგანაც საბჭოთა ხელისუფლებამ მიაქცია ყურადღება პედაგოგიურ ასპარეზზე დიდი ხნის ნამსახურებ და ნამოღვაწარ მუშაკებს
სახალხო განათლების საქმეში და აჯილდოებს მათ, ვინც კიდევ მაინც განაგრძობენ მუშაობს ამ დარგში, ყოველთვიურად 10 მანეთით, ამისთვის ვიმედოვნებ,
რომ მე არ ვიქნები დატოვებული უყურადღებოდ და დამენიშნება გადაწყვეტილი პენსია საერო წესით.
წასული 1924 წლის 15 დეკემბრიდან ამა წლის 15 თებერვლამდე მე ვასრულებდი ბორჯომის პროფტექნიკური საღამოს
კურსების გამგის თანამდებობას და ვმასწავლებლობდი, ხოლო 15 თებერვლიდან საღამოობით ვაწარმოებდი მეცადინეობას წერაკითხვის უცოდინართა სალიკვიდაციო სკოლაში“.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები მამა იაკინთემ ბორჯომში,
მშობლიურ სახლში გაატარა. იგი 1936 წლის 24 ივნისს გარდაიცვალა.