სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
იუსტინე ვასილის ძე მამფორია 1850-1929წწ დეკანოზი დაბ. სოფ. შუამთა, ვანი იუსტინე ვასილის ძე მამფორია 1850-1929წწ დეკანოზი დაბ. სოფ. შუამთა, ვანი

1850-1929 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება



გვარი მამფორია სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

326       ბეჭდვა

იუსტინე ვასილის ძე მამფორია 1850-1929წწ დეკანოზი დაბ. სოფ. შუამთა, ვანი

წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია 

1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.

მამფორია იუსტინე ვასილის ძე (1850, სოფ. შუამთა, ვანი ქუთაისის მაზრა, ქუთაისის გუბერნია _ 30.01.1929, სოფ. ტობანიერი) _ დეკანოზი.


დაიბადა მღვდელ ვასილ და თებრონია ონოფრეს ასულ ნადირაძის ოჯახში. 1877 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1877-1881 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებლის, ხოლო 1881-1882 წლებში ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის უფროსი კლასების მათემატიკის მასწავლებელია. 1882 წლის 13 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 12 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და შუამთის ქედის წმ. გიორგის ეკლესიაში განამწესა.


1887 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1889-1902 წლებში იყო ვანის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურე და მთავარხუცესი. 1891 წლის 26 მაისს სკუფია უბოძეს. 1891 წლის 31 აგვისტოდან იმერეთის ეპარქიის სამზრუნველოს წევრია. 1895 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1899 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1906 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1920 წელს და 1921 წელს როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეორე და მესამე საეკლესიო კრებას. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ქედის წმ. გიორგის ეკლესიის გარდა და ტობანიერის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1929 წლის 30 იანვარს ეკლესია ჩამორთმეული და მრევლ-გაფანტული მწუხარებისაგან თავის სახლში გარდაიცვალა. დაკრძალეს 3 თებერვალს სოფ. ტობანიერის სასაფლაოზე. მეუღლე პელაგია იროდიონის ასული ნიჟარაძე (1866-19) და შვილები: ნიკოლოზი (1886-1924, დაამთავრა ხარკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დახვრიტეს ჩეკისტებმა სვანეთში), ნინო (1887, ბავშობაში მიიღო ტრამვა და ხეიბრად დარჩა), ვასილი (1890-1918, დაამთავრა ხარკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტი, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. იმსხვერპლა `ისპანკამ~), ელენე (1892, საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი, სოფ. ვანის სკოლის რუსული ენის პედაგოგი), ანა (1895-1906, სწავლობდა ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალტა ეპარქიალურ სასწავლებელში, რუსეთის პირველი რევოლუციის დროს სასწავლებელში შეიჭრნენ ამბოხებულები. ამ დროს ანა ნიკოლოზ II-ის კედელზე დაკიდებულ სურათს წმენდდა. მომხდურებმა სურათს ესროლეს. მართალია ბავშვს ტყვია არ მოხვდა, მაგრამ შიშისგან შაქრიანი დიაბეტი დაემართა და ორ თვეში გარდაიცვალა), სვიმონი (1897, დაამთავრა როსტოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტი), ქეთევანი (1899, საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი), სოფიო (1901), ზაქარია, დავითი (დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი, საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი, ბათუმის უმაღლესი სასწავლებლის გეოგრაფიის მასწავლებელი), ნატალია. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ტობანიერის ბიბლიოთეკის გამგე (1908-)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.06.2023
ბოლო რედაქტირება 13.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0