სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ხუნდაძე რაჟდენ თომას ძე 1845-1929წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. კალაგონი, ჩოხატაური ხუნდაძე რაჟდენ თომას ძე 1845-1929წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. კალაგონი, ჩოხატაური

1845-1929 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ხუნდაძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

364       ბეჭდვა

ხუნდაძე რაჟდენ თომას ძე 1845-1929წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. კალაგონი, ჩოხატაური

წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია 

1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.

რაჟდენ ხუნდაძე (დ. 1845კალაგონი ― გ. 1929ქუთაისი) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, ქართული საეკლესიო საგალობლების ცნობილი შემკრები და შემსრულებელი, ლიტერატორი, დეკანოზი, გამოჩენილი პედაგოგის სილოვან ხუნდაძის (1860-1928) უფროსი ძმა.


ხუნდაძე რაჟდენ თომას ძე 1901-1917 წწ ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესია, 

დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ კალაგონში, მღვდელ თომა ხუნდაძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში.


რაჟდენ ხუნდაძეს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული საეკლესიო საგალობლების და ხალხური სიმღერების შეკრებასა და პოპულარიზაციაში. იყო ცნობილი ლოტბარი. საღვთო სჯულს და საეკლესიო გალობას ასწავლიდა ქუთაისის გიმნაზიებში. 1885-1912 წლებში ქუთაისში გამოსცა ქართული საეკლესიო საგალობლების 10-ზე მეტი მნიშვნელოვანი კრებული. მათგან აღსანიშნავია: „შემოკლებული საეკლესიო ტიბიკონი“ (ქუთაისი, 1887), „ღვთისმშობლის მიძინების სვინაქსარი“ (ქუთაისი, 1894), „ქართული საეკლესიო გალობა გურულ-იმერულ კილოზე“ (ქუთაისი, 1902), „ქართული გალობა (ლიტურღია იოანე ოქროპირისა, ვასილ დიდისა და გრიგოლ ღვთის-მეტყველისა. პარტიტურა, ნოტებზე გადაღებული გურულ-იმერულ სადა კილოზე)“ (ტფილისი, 1911), „საეკლესიო ტიბიკონი“ (ქუთაისი, 1910) და სხვა. რ. ხუნდაძე არჩეული იყო იმერეთის ეპარქიის სარწმუნოებრივ-საგანმანათლებლო ძმობის წევრად.

ეწეოდა აქტიურ ლიტერატურულ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. „საჯავახოელის“, „საჯაოხელის“, „ქართველიშვილის“ ფსევდონიმებით ლექსებს და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ პერიოდულ პრესაში („ივერია“, „მწყემსი“, „კოლხიდა“, „განათლება“, „ჩვენი ქვეყანა“ და ა.შ.). 1905 წელს ქუთაისში გამოიცა მისი ლექსების კრებული.

ხუნდაძეს ეკუთვნის, აგრეთვე, რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები, მათ შორის ოპერა „უცნაური ქორწილი“.

რაჟდენ ხუნდაძე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას: არჩეული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრად. მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ილია ჭავჭავაძესთანაკაკი წერეთელთანნიკო ნიკოლაძესთანიმერეთის ეპისკოპოს გაბრიელთან (ქიქოძე)ვასილ წერეთელთანმამია გურიელთან და სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან.

ხუნდაძე გარდაიცვალა 84 წლის ასაკში, დაკრძალულია ქუთაისში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.06.2023
ბოლო რედაქტირება 13.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0