ზია-ფაშა (თავდგირიძე) (1870-1940)
დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.
დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი და სამხედრო აკადემია.
ოსმალეთის ჯარის სარდალი(გენერალ-ლეიტენანტი). მამამისი ჰიჯაზის გუბერნატორი იყო. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. 1907 წელს მიენიჭა გენერლის სამხედრო წოდება. მონაწილეობდა ბალკანეთისა(1912–1913) და პირველ მსოფლიო(1914–1918) ომებში. იზეთ-ფაშას მთავრობაში ასრულებდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას. 1920–1922 წლებში იყო სამხედრო მინისტრი. გარდაიცვალა უსკუდარის რაიონში(სტამბოლი).