სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
მაჰმუდ-ფაშა ჩურუქსუელი (თავდგირიძე) 1864-1931წწ ოსმალეთის გენერალი დაბ. ქობულეთი, აჭარა. მაჰმუდ-ფაშა ჩურუქსუელი (თავდგირიძე) 1864-1931წწ ოსმალეთის გენერალი დაბ. ქობულეთი, აჭარა. მაჰმუდ-ფაშა ჩურუქსუელი (თავდგირიძე) 1864-1931წწ ოსმალეთის გენერალი დაბ. ქობულეთი, აჭარა.

1864-1931 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი თავდგირიძე სია

ქობულეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

371       ბეჭდვა

მაჰმუდ-ფაშა ჩურუქსუელი (თავდგირიძე) 1864-1931წწ ოსმალეთის გენერალი დაბ. ქობულეთი, აჭარა.

გადაასმაჰმუდ ფაშა (თავდგირიძე) (Çüრüკსულუ Mაჰმუდ Pასჰა) (1864-31.07.1931) გენერაკ-ლეიტენანტი (1913)


დაბადების ადგილი: ქ. ჩურუქსუ, ახლანდელი ქობულეთი.


ოსმალეთის ჯარის სარდალი(გენერალ-ლეიტენანტი). დაამთავრა ქულელის სამხედრო სასწავლებელი სტამბოლში, მსახურობდა ოსმალეთის გენერალურ შტაბში. სარდლობდა დამასკოში(სირია) დისლოცირებულ მე-5 ქვეით ბრიგადას. 1894 წელს მის სახლში მოაწყვეს ქართველ ლტოლვილთა თავშესაფარი. 1897 წელს მონაწილეობდა ბერძნებთან ომში, იტალია-ოსმალეთისა(1911–1912) და ბალკანეთის(1912–1913) ომებში, სადაც სარდლობდა მე-2 და მე-3 ქვეით ბრიგადებს. მაჰმუდ-ფაშა თავდგირიძემ 1909 წელს აკაკი წერეთლის იუბილეს მოსაწყობად და ქართული ბიბლიოთეკის დასაარსებლად შეწირულობა გაიღო. 1920 წელს, სტამბოლის დაპყრობის შემდეგ, დააპატიმრეს და მალტაში გადაასახლეს. 




დაიბადა ჩურუქ–სუში (ახლ. ქ. ქობულეთი) ჰუსეინ–ბეი თავდგირიძის ოჯახ-

ში. დაწყებითი განათლება ქობულეთში მიიღო. 1874 წელს სტამბოლში ჩავიდა და


ჩაირიცხა ქულელის საშუალო სამხედრო სასწავლებელში. 1887 წელს კი სამეფო

სახმელეთო–საინჟინრო სასწავლებელი დაამთავრა, უფროსი ლეიტენანტის

წოდებით. 1888 წელს, სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, შტაბს–კაპიტნის

წოდება მიანიჭეს და გაანაწილეს ოსმალეთის გენერალურ შტაბში. მონაწილეობდა

კრეტის ამბოხების ჩახშობაში, შემდეგ კი საბერძნეთის საზღვარზე

სადაზვერვო ჯგუფს შეუერთდა. 1891 წელს მაიორის წოდება მიიღო და ჰიჯაზის

სამხედრო დივიზიის განკარგულებაში გადავიდა. ამ პერიოდში ჯერ ჰალების

სარეზერვო დივიზიის შტაბის უფროსის, შემდეგ კი დამასკოში დისლოცირებული

მეხუთე არმიის შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობებზე იმყოფებოდა.


აქვე მიიღო ვიცეპოლკოვნიკის წოდება. 1896 წელს დრუზების აჯანყების ჩახშობაში

მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამის შემდეგ იგი სტამბულში, გენერალურ

შტაბში დააბრუნეს. 1897 წელს მონაწილეობდა საბერძნეთთან ომში. შემდეგ

კი ჯერ ალასონიის არმიის მე–5 დივიზიის სარდლად, მოგვიანებით კი თესალიის

რკინიგზის კომისრად დაინიშნა. 1899 წელს პოლკოვნიკის წოდება მიიღო და

კეთილმოწყობის სამინისტროში სამხედრო წარმომადგენლად დაიწყო მუშაობა.

1901 წელს სულთან აბდულჰამიდ II–ს წარუდგინეს პოლიციის უსაფუძვლო

პატაკები სტამბოლში მყოფი ქართველების ტახტის მემკვიდრესთან კავშირის

თაობაზე, რის საფუძველზეც მაჰმუდ ფაშა და მისი ნათესავები ჰალებში გადაასმაჰმუდ

ფაშა (თავდგირიძე)

(Çüრüკსულუ Mაჰმუდ Pასჰა)

(1864-31.07.1931)

გენერაკ-ლეიტენანტი (1913)


56

ახლეს. კონსტიტუციის აღდგენის შემდეგ იგი სტამბოლში დაბრუნდა, გენერალური

შტაბის პირველი განყოფილების დირექტორად დაინიშნა და ბრიგადის

გენერლის წოდება მიიღო. ცოტა ხანში გენერალური შტაბის მეორე უფროსად

გადაიყვანეს. მონაწილეობა მიიღო ოსმალეთის არმიის მოდერნიზაციაში გერმანიის

უმაღლესი სარდლობის ეგიდით. 1910 წელს ინგლისური არმიის საშემოდგომო

მანევრებზე დასაკვირვებლად ინგლისში გაემგზავრა. დანიშნული იყო

საზოგადოებრივ საქმიანობათა მინისტრად პოლიტიკურ პარტია „ერთიანობა და

პროგრესში“. დიდი წვლილი აქვს შეტანილი 1911 წელს ტრიპოლიტანიის ომის

დროს ამ მხარეში საბრძოლო მასალების გადასროლაში. 1912–1913 წლების ბალკანეთის

ომების დროს მე–17 კორპუსის ხელმძღვანელად დაინიშნა. მან ქირქქილისეს

ბრძოლების დროს განადგურებული მე–3 კორპუსის გადარჩენილი ნაწილები

შეკრიბა, მე–6 კორპუსთან ერთად პოზიციები გაამაგრა და ჯარის უკან

დახევა შეაჩერა. ლულებურღაზის ბრძოლისას უკუაგდო ბულგარელების შეტევა,

მაგრამ ორივე ფლანგის უკან დახევის გამო, ისიც იძულებული გახდა ჩათალჯას

ხაზზე დაბრუნებულიყო. მუჰთარ ფაშას დაჭრის შემდეგ მესამე კორპუსის

სარდლად მაჰმუდ ფაშა დაინიშნა.

1913 წლის 24 იანვრიდან 1914 წლის 9 მარტამდე მაჰმუდ შევკათ ფაშას კაბინეტ-

ში საზღვაო მინისტრის თანამდებობა ეკავა. 1913 წლის 29 სექტემბერს ბულგარეთთან

დადებულ სტამბოლის ხელშეკრულებას თურქეთის სახელით მან მოაწერა

ხელი. ბალკანეთის ომებში გაწეული სამსახურისთვის დივიზიის გენერლის

წოდება მიანიჭეს. 1914 წლის 14 მარტს სენატის წევრი გახდა. საიტ ჰალიმ ფასას

კაბინეტში საზღვაო და კეთილმოწყობის მინისტრების პორტფელები ჩააბარეს.

იგი პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, მობილიზაციის წინაარმდეგ გამოვიდა,

მას მიაჩნდა, რომ ოსმალეთი მზად არ იყო ომისთვის, გადადგა და სამშობლოს

მონახულების საბაბით ბათუმში გაემგზავრა. 1918–1919 წლებში, ოსმალეთის

დამარცხების შემდეგ პირველ მსოფლიო ომში, ხელმძღვანელობდა კომისიას საზავო

მოლაპარაკებებზე. 1919 წელს მხარი დაუჭირა სომხებს ტერიტორიალური

დათმობების საკითხებში, რამაც ათათურქის მძაფრი კრიტიკა გამოიწვია.

1919 წელს, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში განვითარებული მოვლენების

შემდეგ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტრაპიზონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე

ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაციის ჩამოყალიბება-

ში. სტამბოლის ოკუპაციისა და დეპუტატთა კრების დათხოვნის შემდეგ, 1920

წლის 16 მარტს გენერალ მილნეს გადაწყვეტილებით დააპატიმრეს და მალტაზე

გადაასახლეს.

მაჰმუდ ფაშას დაპატიმრება გააპროტესტა იტალიის უმაღლესმა კომისარმა,

რომელმაც სტამბოლში ინგლისის უმაღლეს კომისარს სთხოვა მისი გათავისუფლება.

თხოვნა შემდეგი მოტივებით იყო დასაბუთებული: „ქობულეთელი

მაჰმუდ ფაშა კეთილმოწყობის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს ოსმალეთის

იმპერიის ომში ჩართვის წინააღმდეგ გამოვიდა. ომის მსვლელობისას

57

სენატში „ერთიანობისა და პროგრესის“ პარტიის წევრებს აკრიტიკებდა და ამის

გამო პენსიაში გაუშვეს. ზავის დადების შემდეგ „ერთიანობისა და პროგრესის“

პარტიის წევრებთან კავშირი არ დაუმყარებია, ეროვნულ–განმათავისუფლებელი

მოძრაობის რადიკალურ ფრთასთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს. მაჰმუდ

ფაშა არ მოიაზრება „საშიშ ნაციონალისტად“, თუმცა იგი, უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილებით, მაინც ამ ბრალდებით დააპატიმრეს“.

ადმირალმა დე რობეკმა იტალიის უმაღლეს კომისარს საპასუხოდ აცნობა,

რომ მაჰმუდ ფაშა დააპატიმრეს გენერალ მილნეს სამხედრო მოსაზრებების გამო

და რომ იგი დაკავშირებული იყო სამშვიდობო შეთანხმების დადების მოწინააღმდეგეთა

ორგანიზაციასთან. აუცილებელი იყო ამ ორგანიზაციის განადგურება.

ამ მიმოწერის დროს მაჰმუდ ფაშა უკვე მალტაზე იყო გადასახლებაში. ინგლისის

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოზბორნმა ამ საკითხთან დაკავშირებით

განაცხადა: „შესაძლებელია მაჰმუდ ფაშა, როგორც იტალიის უმა-

ღლესმა კომისარმა განაცხადა, მართლა ეწინააღმდეგებოდა „ერთიანობისა და

პროგრესის“ პარტიას ომის პერიოდში, მაგრამ მკაცრმა სამშვიდობო პირობებმა

მას ნაციონალისტებისკენ უბიძგა. ამიტომ მაისას ნათქვამი სარწმუნო არ არის“.

1921 წელს, რეპატრიაციის შემდეგ, მაჰმუდ ფაშა გაათავისუფლეს. მცირე

ხნით გერმანიაში გაემგზავრა. სტამბოლში დაბრუნებული დამად ფერით ფაშას

მთავრობის კაბინეტში შევიდა, მაგრამ მალე გადადგა.

მაჰმუდ ფაშამ იცოდა ფრანგული და გერმანული ენები, კარგად ერკვეოდა

მათემატიკაში, ყოველთვის ადევნებდა თვალს ევროპაში გამოსულ სამხედრო,

ლიტერატურულ, ფილოსოფიურ და მეცნიერულ ნაწარმოებებს. იგი მარშალ

ნური ფაშას სიძე იყო. მის მეუღლეს ლამია ერქვა. ჰყავდა ორი ასული – ფაზილე-

თი და ფატმა მეზიეთი. ფაზილეთი მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ფატმა მეზიეთი

ცოლად გაჰყვა ვალა ნურეთინ ბეის.

გარდაიცვალა კიბოთი. დაკრძალეს სტამბოლში, კარაჯაჰმედის სასაფლაოზე. ქაბათაშში

მდებარე მის სასახლეში ერთხანს ბეიოღლუს ლიცეუმი იყო განთავსებული.




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია


მაჰმუდ ფაშა

(Çürüksulu Mahmud Paşa)

(1864-31.07.1931)

გენერალ-ლეიტენანტი

მაჰმუდ ფაშა 1864 წელს დაიბადა ჩურუქ–სუში (ახლ. ქ. ქობულეთი) ჰუსეინ–ბეი თავდგირიძის ოჯახში. დაწყებითი განათლება ქობულეთში მიიღო. 

1874 წელს სტამბოლში ჩავიდა და ჩაირიცხა ქულელის საშუალო სამხედრო სასწავლებელში. 

1887 წელს კი სამეფო სახმელეთო–საინჟინრო სასწავლებელი დაამთავრა, უფროსი ლეიტენანტის წოდებით. 

1888 წელს, სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, შტაბს–კაპიტნის წოდება მიანიჭეს და გაანაწილეს ოსმალეთის გენერალურ შტაბში. მონაწილეობდა კრეტის ამბოხების ჩახშობაში, შემდეგ კი საბერძნეთის საზღვარზე სადაზვერვო ჯგუფს შეუერთდა.

 1891 წელს მაიორის წოდება მიიღო და ჰიჯაზის სამხედრო დივიზიის განკარგულებაში გადავიდა. ამ პერიოდში ჯერ ჰალების სარეზერვო დივიზიის შტაბის უფროსის, შემდეგ კი დამასკოში დისლოცირებული მეხუთე არმიის შტაბის ხელმძღვანელის  თანამდებობებზე იმყოფებოდა. აქვე მიიღო ვიცეპოლკოვნიკის წოდება. 

1896 წელს დრუზების აჯანყების ჩახშობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამის შემდეგ იგი სტამბულში, გენერალურ შტაბში დააბრუნეს. 

1897 წელს მონაწილეობდა საბერძნეთთან ომში. შემდეგ კი ჯერ ალასონიის არმიის მე–5 დივიზიის სარდლად, მოგვიანებით კი თესალიის რკინიგზის კომისრად დაინიშნა. 

1899 წელს პოლკოვნიკის წოდება მიიღო და კეთილმოწყობის სამინისტროში სამხედრო წარმომადგენლად დაიწყო მუშაობა.

1901 წელს სულთან აბდულ ჰამიდ II  წარუდგინეს პოლიციის უსაფუძვლო პატაკები სტამბოლში მყოფი ქართველების ტახტის მემკვიდრესთან კავშირის თაობაზე, რის საფუძველზეც მაჰმუდ ფაშა და მისი ნათესავები ჰალებში გადაასახლეს. კონსტიტუციის აღდგენის შემდეგ იგი სტამბოლში დაბრუნდა, გენერალური შტაბის პირველი განყოფილების დირექტორად დაინიშნა და ბრიგადის გენერლის წოდება მიიღო. ცოტა ხანში გენერალური შტაბის მეორე უფროსად გადაიყვანეს. მონაწილეობა მიიღო ოსმალეთის არმიის მოდერნიზაციაში გერმანიის უმაღლესი სარდლობის ეგიდით. 

1910 წელს ინგლისური არმიის საშემოდგომო მანევრებზე დასაკვირვებლად ინგლისში გაემგზავრა. დანიშნული იყო საზოგადოებრივ საქმიანობათა მინისტრად პოლიტიკურ პარტია „ერთიანობა და პროგრესში“. დიდი წვლილი აქვს შეტანილი 1911 წელს ტრიპოლიტანიის ომის დროს ამ მხარეში საბრძოლო მასალების გადასროლაში. 

1912–1913 წლების ბალკანეთის ომების დროს  XVII კორპუსის მეთაურად დაინიშნა. მან ქირქ-ქილისეს ბრძოლების დროს განადგურებული III კორპუსის გადარჩენილი ნაწილები შეკრიბა, VI კორპუსთან ერთად პოზიციები გაამაგრა და ჯარის უკან დახევა შეაჩერა. ლულებურღაზის ბრძოლისას უკუაგდო ბულგარელების შეტევა, მაგრამ ორივე ფლანგის უკან დახევის გამო, ისიც იძულებული გახდა ჩათალჯას ხაზზე დაბრუნებულიყო. მუჰთარ ფაშას დაჭრის შემდეგ მესამე კორპუსის სარდლად მაჰმუდ ფაშა დაინიშნა და მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

1913 წლის 24 იანვრიდან 1914 წლის 9 მარტამდე მაჰმუდ შევკეთ ფაშას კაბინეტში საზღვაო მინისტრის თანამდებობა ეკავა. 

1913 წლის 29 სექტემბერს ბულგარეთთან დადებულ სტამბოლის ხელშეკრულებას თურქეთის სახელით მან მოაწერა ხელი. ბალკანეთის ომებში გაწეული სამსახურისთვის გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიანიჭეს. 

1914 წლის 14 მარტს სენატის წევრი გახდა. საიტ ჰალიმ ფასას კაბინეტში საზღვაო და კეთილმოწყობის მინისტრების პორტფელები ჩააბარეს. იგი პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, მობილიზაციის წინაარმდეგ გამოვიდა, მას მიაჩნდა, რომ ოსმალეთი მზად არ იყო ომისთვის, გადადგა და სამშობლოს მონახულების საბაბით ბათუმში გაემგზავრა. 

1918–1919 წლებში, ოსმალეთის დამარცხების შემდეგ პირველ მსოფლიო ომში, ხელმძღვანელობდა კომისიას საზავო მოლაპარაკებებზე. 

1919 წელს მხარი დაუჭირა სომხებს ტერიტორიალური დათმობების საკითხებში, რამაც ათათურქის მძაფრი კრიტიკა გამოიწვია.

1919 წელს, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტრაპიზონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში. სტამბოლის ოკუპაციისა და დეპუტატთა კრების დათხოვნის შემდეგ, 1920 წლის 16 მარტს გენერალ მილნეს გადაწყვეტილებით დააპატიმრეს და მალტაზე გადაასახლეს.

მაჰმუდ ფაშას დაპატიმრება გააპროტესტა იტალიის უმაღლესმა კომისარმა, რომელმაც სტამბოლში ინგლისის უმაღლეს კომისარს სთხოვა მისი გათავისუფლება. თხოვნა შემდეგი მოტივებით იყო დასაბუთებული: „ქობულეთელი მაჰმუდ ფაშა კეთილმოწყობის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს ოსმალეთის იმპერიის ომში ჩართვის წინააღმდეგ გამოვიდა. ომის მსვლელობისას სენატში „ერთიანობისა და პროგრესის“ პარტიის წევრებს აკრიტიკებდა და ამის გამო პენსიაში გაუშვეს. ზავის დადების შემდეგ „ერთიანობისა და პროგრესის“  პარტიის წევრებთან კავშირი არ დაუმყარებია, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალურ ფრთასთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს. მაჰმუდ ფაშა არ მოიაზრება „საშიშ ნაციონალისტად“, თუმცა იგი, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მაინც ამ ბრალდებით დააპატიმრეს“. 

ადმირალმა დე რობეკმა იტალიის უმაღლეს კომისარს საპასუხოდ აცნობა, რომ მაჰმუდ ფაშა დააპატიმრეს გენერალ მილნეს სამხედრო მოსაზრებების გამო და რომ იგი დაკავშირებული იყო სამშვიდობო შეთანხმების დადების მოწინააღმდეგეთა ორგანიზაციასთან. აუცილებელი იყო ამ ორგანიზაციის განადგურება. ამ მიმოწერის დროს მაჰმუდ ფაშა უკვე მალტაზე იყო გადასახლებაში. ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოზბორნმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა: „შესაძლებელია მაჰმუდ ფაშა, როგორც იტალიის უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, მართლა ეწინააღმდეგებოდა „ერთიანობისა და პროგრესის“ პარტიას ომის პერიოდში, მაგრამ მკაცრმა სამშვიდობო პირობებმა მას ნაციონალისტებისკენ უბიძგა. ამიტომ მაისას ნათქვამი სარწმუნო არ არის“.

1921 წელს, რეპატრიაციის შემდეგ, მაჰმუდ ფაშა გაათავისუფლეს. მცირე ხნით გერმანიაში გაემგზავრა. სტამბოლში დაბრუნებული დამად ფერით ფაშას მთავრობის კაბინეტში შევიდა, მაგრამ მალე გადადგა.

მაჰმუდ ფაშამ იცოდა ფრანგული და გერმანული ენები, კარგად ერკვეოდა მათემატიკაში, ყოველთვის ადევნებდა თვალს ევროპაში გამოსულ სამხედრო, ლიტერატურულ, ფილოსოფიურ და მეცნიერულ ნაწარმოებებს. იგი მარშალ ნური ფაშას სიძე იყო. მის მეუღლეს ლამია ერქვა. ჰყავდა ორი ასული – ფაზილეთი და ფატმა მეზიეთი. ფაზილეთი მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ფატმა მეზიეთი ცოლად გაჰყვა ვალა ნურეთინ ბეის.

მაჰმუდ ფაშა თავდგირიძე (ქობულეთელი) 1931 წლის 31 ივლისს კიბოთი გარდაიცვალა. დაკრძალეს სტამბოლში, კარაჯაჰმედის სასაფლაოზე. ქაბათაშში მდებარე მის სასახლეში ერთხანს ბეიოღლუს ლიცეუმი იყო განთავსებული.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 23.04.2023
სულ რედაქტირებულია 7





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0