სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
კასრაძე სპირიდონ ანდრიას ძე მართლმ. მღვდელი 1908 წელს მოღვ. სოფ. ტირძნისი, გორი
ბმულის კოპირება



გვარი კასრაძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

365       ბეჭდვა

კასრაძე სპირიდონ ანდრიას ძე მართლმ. მღვდელი 1908 წელს მოღვ. სოფ. ტირძნისი, გორი

    სპირიდონ კასრაძე - დეკანოზი

    ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ცხინვალის განყოფილების წევრი (1915-)

      ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)


      საკონტაქტო ინფორმაცია

        მისამართი:

        სოფელი ტირძნისი



        „მღვდლი სპირიდონი 1845 წელს დაიბადა. 1872 წელს თბილისის სასულიერო სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა.

        1872 წლის 7 მაისს დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 14 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ყურისუბნის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინეს, 1876 წლის 10 აგვისტოს ტირძნისის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1876 წლის სექტემბრიდან ტირძნისის სამრევლო–საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის.

        მასწავლებლად დაინიშნა. 1880 წლის 30 ოქტომბერს. საგვერდულით დაჯილდოვდა. 1886 წლის 18 მარტს სკუფია უბოძეს. 1891 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1894 წლის 27 იანვარს სასწავლო დარგში ნაყოფიერი სამსახურისათვის ქართული ბიბლიით დაჯილდოვდა. 1894 წლის 14 იანვარს, საეპარქიო. სასწავლო საბჭოს წარდგინებით, საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენკსი) ტირძნისის სკოლაში ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობა გამოუცხადა. 1894 წლის მაისიდან 1901 წლამდე იყო გორის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესის თანაშემწე. 1895 წლის მაისში IV ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაადგინეს 1896 წლის 15 მაისს მას რუსეთის წმ. სინოდმა მადლობა გამოუცხადა. 1896 ხლის სექტემბრიდან ტირძნისის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგეა, ხოლო 1902 წლიდან იმავე სოფლის ქალთა სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგი. 1901 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1905 წლის 15 აგვისტოს უარი თქვა პედაგოგიურ მოღვაწეობაზე. 1908 წლის 3 თებერეალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ასეგე ჰქონდა ჯილდო იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახ. სამახსოვრო ვერცხლის მედალი. 1914 წლის 1 სექტემბრიდან ისევ დაინიშნა ტირძნისის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად. მისი გარდაცვალების წელი უცნობია. მამა სპირიდონს ჰყავდა მეუღლე, მღვდელ ევსტაფი ნასყიდაშვილის ასული მარიამი (დაბ. 1849წ.) და შვილები: იოანე (დაბ. 1875წ.), დარეჯანი, ვლადიმერი (დაბ, 1870წ.), მართა.

        1889 წელს ზემო ნიქოზში მღვდელი, 1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ საზოგადოების წევრობის მსურველთა სია გაუგზავნა. სიაში ზემო ნიქოზიდან იყვნენ ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე , ქვემო ნიქოზიდან – მღვდელი დავით კაპანაძე, ტირძნისიდან – მღვდელი სპირიდონ ანდრიას ძე კასრაძე, ქემერტიდან – მღვდელი დიმიტრი ანდრიას ძე კასრაძე, დიციდან – მღვდელი იოსებ კაპანაძე, ვანათიდან – მღვდელი ივანე ლუკიანოვი, შინდისიდან – მღვდელი დავით სვიმონიშვილი, თამარაშენიდან – გიგია აბესალომის ძე მაჩაბელი და ივანე აბესალომის ძე მაჩაბელი, ყელქცეულიდან – მიხეილ ანტონის ძე ლიაძე, საქაშეთიდან – დიმიტრი ნიკოლოზის ძე დიასამიძე.

        1885 წლის 19 მაისის „დროებაში“ მღვდელ სპირიდონ კასრაძის წერილი დაიბეჭდა.

        1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ საზოგადოების წევრობის მსურველთა სია გაუგზავნა. სიაში ზემო ნიქოზიდან იყვნენ ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე და მღვდელი ივანე დავითაშვილი, ქვემო ნიქოზიდან – მღვდელი დავით კაპანაძე, ტირძნისიდან – მღვდელი სპირიდონ ანდრიას ძე კასრაძე, ქემერტიდან – მღვდელი დიმიტრი ანდრიას ძე კასრაძე, დიციდან – მღვდელი იოსებ კაპანაძე, ვანათიდან – მღვდელი ივანე ლუკიანოვი, შინდისიდან – მღვდელი დავით სვიმონიშვილი, თამარაშენიდან – გიგია აბესალომის ძე მაჩაბელი და ივანე აბესალომის ძე მაჩაბელი, ყელქცეულიდან – მიხეილ ანტონის ძე ლიაძე, საქაშეთიდან – დიმიტრი ნიკოლოზის ძე დიასამიძე.

        1916 წლის 11 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების 1915 წლის მოქმედების ანგარიში. ამ დოკუმენტის მიხედვით, 1915 წელს ცხინვალის განყოფილებას წარმოადგენდნენ: ივანე ალექსის ძე კოტიაშვილი, მიხეილ დავითის ძე კობალაძე, მღვდელი იოსებ კაპანაძე, მღვდელი დავით კაპანაძე, ანა ნიკოლოზის ასული კანდელაკი, მღვდელი სპირიდონ კასრაძე, ალექსანდრე იოსების ძე კასრაძე, ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე, მღვდელი ელისე კვანჩახაძე, მღვდელი იოსებ კვინიკაძე.



        კონტაქტი Facebook

        საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

        დავით ფეიქრიშვილი
        დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.09.2023
        ბოლო რედაქტირება 14.03.2024
        სულ რედაქტირებულია 4





        მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

        2 0

        საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

        2 0

        15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

        1 0

        იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

        საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

        1 0


        საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

        1 0


        3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

        1 0