ქემერტელი კასრაძეების ოჯახი
კასრაძე ონოფრე მღვდელი, 1781 წელს იხსენიება ნიქოზის ეპარქიაში, სოფ. ქემერტის ეკლესიის მოძღვრი
კასრაძე გაბრიელ ონოფრეს ძე 1817 წლიდან მღვდელი, ქემერტის წმ, გიორგის სახ. ტაძარი
კასრაძე ეფრემი გაბრიელის ძე დაბ. 1814წ. მღდელი ქემერტის წმ, გიორგის სახ. ტაძარი
კასრაძე ანდრია გაბრიელის ძე (1820-1873წწ.) მღდელი ქემერტის წმ, გიორგის სახ. ტაძარი
კასრაძე ალექსანდრე ილარიონის ძე დაბ.1876წ. მოღვ. ზემო ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძარი
ჩვენი გაზეთის საშუალებით რამდენჯერმე მოგითხრეთ იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა დედაეკლესიას.
ამჯერად, კიდევ ერთი ასეთი ოჯახი გვინდა გაგაცნოთ. , რომელთა გვარიდან რამდენიმე ღირსეული სასულიერო პირი აღიზარდა ეკლესიის წიაღში. კასრაძეების ეს გვარი ქართლიდან გორის მაზრის სოფ. ქემერტიდან მომდინარეობს. მათ თავიანთი მსახურებითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს ქართულ საეკლესიო ისტორიაში.
მკვლევარი იოსებ მეგრელიძე თავის ნაშრომში ,,სიძველეები ლიახვის ხეობაში'' (I ნაწილი) სოფ. ქემერტზე წერდა: ,, ქემერტი, ანუ ქემერთი, ცხინვალიდან 12 კმ, საინტერესო სოფელია თავისი სილამაზითაც, თავისი ძველი ეკლესიითა (სიგრძე 10 მ., განი 6 მ.) და კოშკებითურთ. უკანასკნელს ქემერთას ეკლესიას უწოდებენ. აქვს გალავანი, სოფელში დგას დიდი, სამსართულიანი კასრაანთ კოშკის (გოდოლი) სახელწოდებით ცნობილი ნაგებობა''.
ჩვენს ხელთ არსებული საბუთების მიხედვით ერთ-ერთი პირველი მოძღვარი ამ ოჯახიდან გახლდათ მღვდელი ონოფრე კასრაძე, იგი 1781 წელს იხსენიება ნიქოზის ეპარქიაში, სოფ. ქემერტის ეკლესიის მოძღვრად. მისი ვაჟი - მღვდელი გაბრიელ ონოფრეს ძე კასრაძე 1788 წელს (მეორე ვერსიით –- 1780 წელს, მესამე ვერსიით –– 1760 წელს) ქართლში, სოფ. ქემერტში, მღვდლის ოჯაში დაიბადა. ,,შემდგომად შესრულებისა ქართულ ენასა ზედა საღმრთო წერილებისა თავის მამასთან უსწავლიეს კითხვა საკმაოდ კარგად, გალობა მცირედ, წერა და კატეხიზმო არ იცოდა”. 1816 წლის 23 აპრილს ნიქოზელმა ეპ. ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა, 1817 წლის აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი და ქემერტის წმ, გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. შემდეგ მსახურობდა ძარწემის წმ. გიორგის ეკლესიაში. 1820 წლის 10 იანვარს. ოსეთის სასულიერო კომისიაში, ზავდინის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესეს, სადაც 1823 წელსაც იხსენიება, 1825 წლის მაისში უშტატო მღვდელია და საბაწმინდის წმ. საბა განმწედილის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1849 წელს შტატიდან გავიდა. 1857 წელს მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა და უშტატო მღვდელმსახურთა რიგებში იხსენიება.
ჰყავდა მეუღლე –- მარიამ ბესარიონის ასული (დაბ. 1794წ.) და შვილები: მღვდ. ეფრემი, თეოდორე (დაბ.1817წ.) მღვდ. ანდრია (1820-1873წწ.), თეკლა (დაბ. 1822წ.) სალომე (დაბ. 1825წ.)
მისივაჟი – მღვდელი ეფრემი –– 1814 წელს დაიბადა და მამის. საქმიანობა ღირსეულად გააგრძელა.
მამა ეფრემს ხუთი შვილი ჰყავდა: მღვდელი სპირიდონი მღვდელი ილარიონი, დეკანოზი დიმიტრი, მღვდელი სიმონი და მაკრინე (დაბ. 1857წ., მღვდელ გიორგი უჩანას ძე ჩაგუნავას მეუღლე).
„მღვდლი სპირიდონი 1845 წელს დაიბადა. 1872 წელს თბილისის სასულიერო სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა.
1872 წლის 7 მაისს დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 14 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ყურისუბნის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინეს, 1876 წლის 10 აგვისტოს ტირძნისის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1876 წლის სექტემბრიდან ტირძნისის სამრევლო–საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის.
მასწავლებლად დაინიშნა. 1880 წლის 30 ოქტომბერს. საგვერდულით დაჯილდოვდა. 1886 წლის 18 მარტს სკუფია უბოძეს. 1891 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1894 წლის 27 იანვარს სასწავლო დარგში ნაყოფიერი სამსახურისათვის ქართული ბიბლიით დაჯილდოვდა. 1894 წლის 14 იანვარს, საეპარქიო. სასწავლო საბჭოს წარდგინებით, საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენკსი) ტირძნისის სკოლაში ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობა გამოუცხადა. 1894 წლის მაისიდან 1901 წლამდე იყო გორის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესის თანაშემწე. 1895 წლის მაისში IV ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაადგინეს 1896 წლის 15 მაისს მას რუსეთის წმ. სინოდმა მადლობა გამოუცხადა. 1896 ხლის სექტემბრიდან ტირძნისის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგეა, ხოლო 1902 წლიდან იმავე სოფლის ქალთა სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგი. 1901 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1905 წლის 15 აგვისტოს უარი თქვა პედაგოგიურ მოღვაწეობაზე. 1908 წლის 3 თებერეალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ასეგე ჰქონდა ჯილდო იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახ. სამახსოვრო ვერცხლის მედალი. 1914 წლის 1 სექტემბრიდან ისევ დაინიშნა ტირძნისის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად. მისი გარდაცვალების წელი უცნობია. მამა სპირიდონს ჰყავდა მეუღლე, მღვდელ ევსტაფი ნასყიდაშვილის ასული მარიამი (დაბ. 1849წ.) და შვილები: იოანე (დაბ. 1875წ.), დარეჯანი, ვლადიმერი (დაბ, 1870წ.), მართა.
მღვდელი ილარიონი 1847 წლის 9 მაისს დაიბადა.1871 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1873 წლის 24 იანვარს გორის უპ. ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. იმავე წლის 4 თებერვალს ევსევიმ (ილინსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ჯრიის ნმ. გიორგის სახ. ტაძარში განამნესა. 1878 წლის 23 დეკემბერს ავნევის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1879 ნლის 30 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1879 წლის 30 სექტემბრიდან რუისის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწეა. 1890 წლის 15 მაისს სკუფია უბოძეს. 1897 წლის 13 ივნისს გორის მაზრის, V ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1899 წლის 1 აპრილს ზემო ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. მღვდ. ილარიონი 1901 წლის 4 თებერვალს გარდაიცვალა. მისი შვილიშვილის გადმოცემით, მას ფეხზე წყლული გასჩენია, რომელიც სარკომაში გადაზრდილა. დაკრძალულია ნიქოზის ეკლესიის საკურთხევლის გარეთ (საფლავზე გარდაცვალების თარიღად 5 თებერვალი წერია). მამა ილარიონს ჰყავდა მეუღლე -–– ნინო ეგნატეს ასული დიასამიძე (დაბ. 1858წ.) და შვილები: გრიგოლი (დაბ. 1874წ., ცოლად ჰყავდა მღვდ. ქრისტეფორე ჩარკვიანის ასული ეკატერინე), მღვდ. ალექსანდრე (დაბ.1876წ.), ანა (დაბ. 1878წ.; კორნელი (დაბ. 1880წ.), ოლღა (დაბ. 1884წ.), სოფიო (დაბ. 1884წ.), დავითი (27. 12.1885- 16.02. 1965წწ.,), ეკატერინე (დაბ. 1887წ.) ელენე, თამარი, დუსიკო და ვასილი.
შთამომავლების გადმოცემით, მამა ილარიონი იმ დროისთვის განსწავლულ კაცად ითვლებოდა. სასულიერო ლიტერატურის გარდა, მას კარგად სცოდნია საერო ლიტერატურაც. მისი მეუღლე ნინო შესანიშნავი გარეგნობის, ზედმიწევნით ზრდილი ქალი იყო. იგი მუდამ ქართული კაბითა და ჩიხთიკოპით დაიარებოდა, იშვიათი ენამზიურობით იცოდა ძველი ამბების მოყოლა..
მღვდელი ილარიონის გარდაცეალების შემდეგ მისი ადგილი მისმა მეორე ეაჟმა –– ალექსანდრემ დაიკავა რომელმაც 1892 წელს დაამთაერა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1901 წელს თბილსის სასულიერო სემინარია. სამწუხაროდ, მამა ექსანდრე თავისი ძმის, რევოლუციონერი კორნელი კასრაძის გამო დაისაჯა. აი, რას წერდა 1906 წელს ქართული პრესა: „14 იანვარს ჩამოვიდა მაზრის უფროსი ლეონტიევი, რომელსაც ცხრა ბერდანის ფასი, ასი თუმანი ჩააბარეს, ჯარი კი დილით ზემო ნიქოზისაკენ გაემგზავრა, სადაც კორნელი კასრაძის ძმას -–– მღვდელ ალექსანდრე...კასრაძესაც ორსართულიანი სახლი გაუნადგურეს. მღვდელი გორის ციხეშია დაპატიმრებული და იმისი წვრილი ცოლ-შვილი: ექვსი და, ხუთი მცირეწლოვანი ძმა, სამი შვილი, ცოლი და ქვრივი დედა სულ -– 16 სული, ღეთის ანაბარად ცის ქვეში არიან დარჩენილნი და ეს მოხდა იმ მიზეზით, რომ მისი ძმა რევოლუციონერია“.
კორნელი კასრაძე სოციალისტ-ფედერალისტი იყო, საარქიგო და საგაზეთო მასალებით ცნობილია, რომ 1907 წლის 15 მარტს გორის მაზრის უფროსის გუგუშვილის მკვლელობა სოციალისტ-ფედერალისტების წითელი რაზმის გორის ჯგუფის ხელმძღვანელმა კორნელი ილარიონის ძე კასრაძემ ჩაიდინა. კორნელი კასრაძე დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის შემდეგ საფრანგეთში გაიქცა (ხაზინიდან გაიტაცეს 315 000 მან.) 1909 წელს დაბრუნდა სამშობლოში (პარტიულ პრესაში წერდა წერილებს „ილიკოს" ფსევდონიმით). სწორედ ტე რორისტული აქტის მომზადების გამო დააპატიმრა იგი ოხრანკამ და 1911 წელს ციხიდან განთავისუფლებული მალევე გარდაიცვალა იქ მიღებული დაავადების გამო. ზოგიერთი ვერსიით, სწორედ მან მოკლა 1906 წლის 15 დეკემბერს თავისი საყვარლის, ნუცა მაჩაბელის (ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქალიშვილი პირველი ქმრიდან) მამინაცვალი ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილი, რომელიც ილია ჭავჭავაძის მეგობარი და საზოგადო მოღვაწე იყო. სწორედ მის დასაფლავებაზე, შეაყარეს ილიას ფურცლები სადაც ეწერა შენც მალე მოგკლავთო, და რამდენიმე თვეში აასრულეს კიდეც.
მღვდელ ილარიონის შვილი გახლდათ ცნობილი ქართველი მწერალი და მთარგმნელი დავით კასრაძე. 1901 წელს გორის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ აქტიურად დაადგა თერგდალეულთა გზას, როგორც კრიტიკული რეალიზმის დამცველი. ქართულ
ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს, ნოველებს, რომანებს: ,,კლდე", „საქართველო“, ,,ჯეჯილი”, „თერგი“, „სინათლე“, „მნათობი“, „ქართული მწერლობა“, „ლიტერატურა და ხელოვნება'', ,,ლიტერატურა და ცხოვრება“. მისი რომანი ,,როსკიპი''
ცარიზმის ცენზურამ აკრძალა, ხოლო ჟანდარმერიამ მას დევნა დაუწყო. დავით კასრაძე გაემგზავრა პარიზში, სადაც ლიტერატურულ-ფილოსოფიურ ფაკულტეტზე სწავლობდა. პიურეს პანსიონში მასთან ერთად ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ მიხ. ჯავახიშვილი, თ. სახოკია, კონდ. თათარიშვილი და გერ. ქიქოძე. 1914წელს იგი. სამშობლოში ბრუნდება, თანამშრომლობს ქუთაისურ გაზეთში „ოქროს ვერძი", მისი ხელმძღვანელობით გამოდიოდა გაზეთი „მწვერვალები“ და „სამუსლიმანო საქართველო'' . წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თეატრის ისტორიაზე თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, რომლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორიც თავად იყო. დეკანოზი დიმიტრი 1851 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის ოთხი კლასი. 1875 წლის 13 ივნისს მარტყოფის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა, 1878 წლის 8 მარტს დიაკვნად აკურთხეს და ალავერდის საკათედრო ტაძარში დაადგინეს.
1880 წლის 11 ივნისს მღვდლად დაასხეს ხელი და ოსეთში, ქეშელთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესეს. 1882 წლის 26 ნოემბერს ქემერტის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1884 წლის 15 ოქტომბერს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1886 წლის 30 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1902 წლის 6 მაისს სკუფია უბოძეს.1910 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1914 წლის 6 მაისს სამკერდე. ოქროს ჯვარი: მიიღო, 1918 წლის 1 ოქტომბერს დეკანოზის წწოდება მიენიჭა. უკანასკნელი წლები განიმოსა და აღარ მსახურობდა. დეკანოზი დიმიტრი 1929 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა. მამა დიმიტრის ჰყავდა მეუღლე გაიანე გიორგის ასული (დაბ. 1864წ.) და ასულები: მელანია, მინადორა (ყოფილი დეკანოზის, პროფესორ კორნელი კეკელიძის მეორე მეუღლე), ანასტასია, ნინო, მანია (მარიამი).
მღვდელი სიმონი 1854 წლის 2 იანვარს დაიბადა. სწავლობდა გორის სასულიერო, სასწავლებელში. 1875 წლის 17 იანვარს, მესამე კურსიდან მიატოვა სწავლა და თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მონასტერში მორჩილად დაინიშნა. 1876 წლის 24 სექტემბერს გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მონასტერში გადაიყვანეს. 1877/1878 წლებში ოსეთში, როკო-ჯომაგის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა, 1881 წლის 15 მარტს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 22 მარტს მღვდლად დაასხეს ხელი და როკო-ჯომაგის ტაძარში დაადგინეს. 1887 წლის 7 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1896 წელს ჩოჩეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესეს.1899 წლის აპრილში სკუფია უბოძეს. 1910 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. მღვდელი სიმონი 1923 წელს გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე _ სონია რიონის ასული ქუჩუკაშვილი და შვილები: გაბრიელი (დაბ. 1880წ.), სერგი (დაბ. 1886წ.), ელენე (დაბ. 1888წ.), იონა (დაბ. 1891წ.), იერემია (დაბ. 1896წ.) შალვა (გარდ, 1910წ.).
წყარო საპატრიარქოს უწყებანი: 21-27 თებერვალი 2019წ.
წყარო: საქართველოს ეროვნული საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 488, აღწერა 1, საქმე N588; საქმე N957; საქმე N1197; საქმე N18105; საქმე N18654; ფ. 489, აღწერა I, საქმე N62156; საქმე N42113; საქმე N57635; საქმე N53080; საქმე N42046; საქმე N46866; 1892წ. N13; 1894წ. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ 1906წ. N2992, გვ. 3; გაზეთი „კომუნისტი" 1929წ. , გვ. 4.
ლიტ: იოსებ მეგრელიძე –– „სიძველეები ლიახვის ხეობაში“, ქ. თბილისი, 1984წ., გვ. 80-82; „მასალები შიდა ქართლის რელიგიური ცხოვრების ისტორიიდან“ (XX ს-ის 20-იანი წლები), დოკუმენტები გამოსცა, შესავალი და შენიშვნები დაურთო პროფ. გიორგი სოსიაშვილმა, ქ. თბილისი, 2013წ.