სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ივლიტა (თამილა) კანანაძე 1942 -2021წწ მონაზონი, დუბის დედათა მონასტერი. დაბ. ყვარელი ივლიტა (თამილა) კანანაძე 1942 -2021წწ მონაზონი, დუბის დედათა მონასტერი. დაბ. ყვარელი

1942-2021 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება



გვარი კანანაძე სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

343       ბეჭდვა

ივლიტა (თამილა) კანანაძე 1942 -2021წწ მონაზონი, დუბის დედათა მონასტერი. დაბ. ყვარელი

წიგნი ნეკრესელები წარსულიდან ავტორი დეკანოზი ბენიამინი (ჩიხორლიშვილი) 

მონაზონი ივლიტა (თამილა) კანანაძე გიორგის ასული (1942 – 2021)


მოყვასის დიდ სიყვარულს სუფთა გულით თან ატარებდა

მონაზვნები ამქვეყნიური ანგელოზები არიან, მოწყვეტილნი მიწიერ საზრუნავს და მთელი არსებით სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ მონაზვნურ ცხოვრებას უფრო მეტი სიღრმეები აქვს და ეს თავად უნდა განიცადოს ღვთის რჩეულმა ადამიანმა.

თუ მონასტერში ერთი ღამე მაინც არ გაგითევია, ძნელად წარმოიდგენ უფალთან მეტ სიახლოვეს, ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, სინანულს და ამქვეყნიური ცხოვრების სისუსტეებს. მონასტერი სულის სამჭედლოა, სადაც ერიდან მოსული ადამიანები სულის განსპეტაკებაზე ზრუნვას იწყებენ. ასე მოვიდა ერიდან დუბის დედათა მონასტერში უფლის სადიდებლად და სულის საცხოვნებლად თამილა კანანაძეც, შემდეგში მორჩილი თამარი და ბოლოს, მონაზონი ივლიტა.

დედა ივლიტა, ერისქალობაში – თამილა კანანაძე დაიბადა ყვარლის რაიონის სოფ. მთისძირში, 1942 წლის 10 აგვისტოს, ინტელიგენტთა მრავალშვილიან

109

ოჯახში. მამამისი – გიორგი კანანაძე, წლების მანძილზე, ხელმძღვანელობდა ყვარლის რაიონის საფინანსო განყოფილებას, ხოლო დედამისი – ბაბულია (ბარბარე) ტატულიშვილი საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი გახლდათ. მათ ექვსი სახელოვანი შვილი აღუზარდეს სამშობლოს.

მთისძირის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, ოქროს მედალზე დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ავტომატიკა – ტელემექანიკის ფაკულ-ტეტზე. ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ კი, სხვადასხვა დროს, ის მუშაობდა: თბილისის კავშირგაბმულობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად, მოსკოვის ელექტროტექნიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თბილისის განყოფილებაში ინჟინერ – კონსტრუქტორად, ავტომატიზაციისა და ჰიდრავლიკის ცენტრალურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის უფროსად და სხვა.

დედა ივლიტამ 2010 წელს დატოვა საერო ცხოვრება და ნეკრესელი მიტროპოლიტის სერგის (ჩეკურიშვილის) კურთხევით, შეუდგა ღვთისმსახურებას დუბის დედათა მონასტერში, რომლის იღუმენიაც იმდროს უკვე გახლდათ მისი უფროსი და-თეკლა კანანაძე. იგი მხარში ამოუდგა თავის დას, დედა-იღუმენიას და ერთგულად ემსახურებოდა მონასტერს. მონასტრის დობამაც მალევე შეიყვარა თავისი გარეგნობითა და სულიერი სილამაზით გამორჩეული, ეს სათნო და უკეთილშობილესი პიროვნება.

გარდა დუბის სამონასტრო მორჩილებისა, მას დაავალეს აგრეთვე, ხარების ტაძრის მეთვალყურეობაც, სადაც დილიდან საღამომდე მსახურობდა და წირვა-ლოცვებზეც ეხმარებოდა მედავითნედ მამა დოსითეს

110

(ქემოკლიძე). 10 წლის მორჩილების შემდეგ, მეუფე სერგის ლოცვა-კურთხევით, ნეკრესის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ანტონმა, (პავლიაშვილი) 2020 წლის 20 დეკემბერს, ლაგოდეხის წმ. სერგი როდონეჟელის სახელობის ტაძარში აღკვეცა მონაზვნად და ეწოდა სახელად ივლიტა, წმიდა მოწამე ივლიტა კესარიელის საპატივსაცემოდ (სხ. 31 ივლისი).

დედა ივლიტას ძალიან უყვარდა ბავშვები და მათთან საუბარი, უყვარდა ყვავილები და ყოველთვის ცდილობდა, თავისი წვლილი შეეტანა მონასტრის ეზოს გალამაზებაში.

დიდი პაპა ვასილ ფილიპეს ძე კანანაძე 1870-195? დეკანოზი დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

იგი პოეტური ნიჭითაც გახლდათ დაჯილდოებული, ჯერ კიდევ ერში ყოფნისას სწერდა ლექსებს, ხოლო მონასტერში მოსვლის შემდეგ, არაერთი შესანიშნავი ლექსი მიუძღვნა უფალს და ღვთისმშობელს, სხვა წმინდანებს, თავის სამშობლოს, სულიერ მოძღვარს...

აუღელვებლად ვერ წაიკითხავთ მისი ლექსის სტრიქონებს ჯვარცმაზე, სადაც ის დამნაშავედ გრძნობს თავს, თუ როგორ გავწირეთ და არ დავინდეთ ადამიანებმა, თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტეც კი:

,,ჯვარცმის წინ ვდგავარ თავჩაქინდრული,

თვალს ვერ ვუსწორებ წამებულ უფალს. . .

როგორ გავწირეთ, როგორ შევძელით,

როგორ შევეხეთ ძლიერს და უკვდავს.”

რა ტკბილად და სასოებით აქებს პოეტი – მონაზონი თავისი მონასტრის მთავარ ხატს-დუბის ღმრთისმშობელს:

,,შემოგევლოს ჩვენი თავი,

ჩვენო ტკბილო დედოფალო.

111

რომ გიყურებთ ასე სპეტაკს,

სანატრელო, გულით ვხარობთ.

სავსეთ ფიქრით და იმედით

მაგ თვალებით, საყვარელით,

გვახარებ და შემოგყურებს

შენი დუბი და ყვარელი.”

უზომოდ პატრიოტი იყო თავისი სამშობლოსი და უყვარდა ყველა ის მამულიშვილი, ვინც უანგაროდ ემსახურებოდა ჩვენს ბედკრულ ხალხს და ქვეყანას:

,,შენ გენაცვალე მამულო,

შენ ჩემო ერო

და ბერო...

ვინც მამულ

ს მხარში ედექით

და გიყვარდ

ათ საქართველო.

თქვენ გენაცვალეთ სულებო,

ზეცაში ფრთებით ასულნო.

თქვენ გენაცვალეთ სამშობლოს,

ჭაბუკებო და ქალწულნო.”

აღელვებდა რა მასაც ,,ბედი ქართლისა,” შველას სთხოვს ჩვენი ერის სულიერ მამას, წმიდა ილია მორთალს:

,,გვიშველე, სამშობლოსათვის

თავდადებულო მართალო.

როგორმე ამ

სიბნელეში

სწორი გზა ი

ქნებ გავკვალოთ.”

შთამბეჭდავი საგალობელი უძღვნა ჩვენს წმიდა სალოცავებს:

112

,,ნახე გელათი, სვეტიცხოველი,

გრემი, სამთ

ავრო, ზარზმა, ვარძია...

ჩვენ წინაპრე

ბმა გაგვანებივრეს,

ეს ყოველივე

დიდი განძია.

ყოველ გორა

ზე უფლის სახლია,

და გადმოჰყ

ურებს სოფლებს მაღლიდან.

ჩვენ სასოებით და დიდი რწმენით,

ღმერთს ვუგალობდით უკვე აკვნიდან.

რწმენით აგვ

იგეს ზარზმა, ნეკრესი,

ქაშვეთი, წრომი და სამთავისი.

რომელი ერთ

ი დავასახელო,

აქეთ ბოჭორ

მა, იქით მანგლისი...

აჭ

რილა ცაში აქ ალავერდი,

იქით ბაგრატ

ი და კაცხის სვეტი.

ვით არ ვადი

დოთ ჩვენ შემოქმედი,

არ ვიგალობ

ოთ, ჩვენთან არს ღმერთი!”

თავის ერთ-ერთ ლექსში დედაო შესთხოვს შემოქმედს:

,,ნეტავი შევძლო, უფლის შეწევნით,

ვთქვა ის რაც უნდა ვთქვა:

ფიქრები ჩემი, გულში ჩაღვრილი,

ღმერთს მივაწვდინო ხმა.

უანგარო და კეთილი ვიყო,

არ ვიყო ყრუ და ბრმა.

კოჭლიც მიყვარდეს, უძლურიც,

ხარბიც, როგორც დაი და ძმა.”

და მართლაც, დედა ივლიტას ყველა განურჩევლად უყვარდა და არა ერთ ადამიანს უშველა სულის ტარებაში, თვითონ სანთელივით იწვოდა და სხვას გზას უნათებდა.

113

ამიტომაც ბევრს უყვარდათ იგი და ვერ წარმოუდგენიათ დუბის მონასტერს და მის მრევლს უიმისოდ. ის ყველას დამრიგებელი და თბილი ნავთსაყუდელი იყო. ვინ იცის, რამდენი ადამიანის სულს წაადგებოდა კიდევ, რომ არა, ამ ბოლო დროს, ჩვენს თავს დამტყდარი კოვიდპანდემია. დედა ივლიტა 2021 წლის 24 ოქტომბერს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით გარდაიცვალა 79 წლის ასაკში. დაკრძალეს დუბის დედათა მონასტრის ეზოში.

წმ. იოანე კიბის აღმწერელი ამბობს, რომ ,,ნათელ ყოველთა კაცთა, ჭეშმარიტი მონაზონნი არიანო” (26,31) და, ერთ-ერთი ასეთი ჭეშმარიტი მონაზონი გახლდათ ჩვენი დედა ივლიტაც, რომლისთვისაც ცნობილი იყო ანგელოზებრივი სახის დიდი ღირსება და თავისი სათნოებით, სიკეთით და სიყვარულით, ლექსით და ღმერთთან მუდმივი ლოცვით, შეეწეოდა ადამიანებს, ამიტომაც არ აკლდა ამ ქვეყნად მას სულიერი სიხარული და, არც იმ ქვეყნად მოაკლებს უფალი იმ ენით აუწერელ სიხარულს თავის ერთგულ მსახურს, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,მოყვასის დიდ სიყვარულს, სუფთა გულით თან ატარებდა...”

ჩვენ კი ყვარლელებს, ისღა დაგვრჩენია, ვთხოვოთ ჩვენს უსაყვარლეს მონაზონს, რომ თვით ზესთასოფლიდანაც არ მოგვაკლოს თავისი სულიერი მეოხება:

,,ილოცე ჩვენთვის ზესთასოფლიდან,

იყავი დუბის მფარველი სული

შენს საძვალ

ესთან მოვლენ და

ფიქრს გაგან

დობენ შეჭირვებულნი...”

დედა ივლიტას ლოცვები შეეწიოს დუბის მონასტერს, ჩვენს ყვარელს და სრულიად საქართველოს! ამინ!


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.09.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0